ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სტომატოლოგიური პრეპარატები

ხოლისალი

CHOLISAL®

ურეცეპტოდ(87.1მგ + 0.1მგ)/გინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესები პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება და ეროზიები გინგივიტი პაროდონტის დაავადებები

სრულად
მოქმედი ნივთიერება
cetalkonium + choline salicylate
ფორმა და შეფუთვა
(87.1მგ + 0.1მგ)/გ 10გ სტომატოლოგიური გელი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Pharmaceutical Works Jelfa S. A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სტომატოლოგიური პრეპარატები, სხვა საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
ATC კოდი
A01AD11
რეგისტრაციის ნომერი
რ-045107
რეგისტრირებულია
27 მარტი 2026, მოქმედებს 6 აგვისტო 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bausch Pharma Kazakhstan LLP (ყაზახეთი)
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებახოლისალი და სხვა წამალი ერთად

ხოლისალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესები

პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება და ეროზიები

გინგივიტი

პაროდონტის დაავადებები

მიღების წესი და დოზირება

ხოლისალი გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე (ტკივილის გაყუჩების მიზნით) ან ჭამის შემდეგ და ძილის წინ. მოზრდილებში 1 სმ, ხოლო ბავშვებში 0,5 სმ სიგრძის გელის ზოლი უნდა მოთავსდეს სუფთა თითზე და მოხდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებულ ადგილას მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით შეზელა 2 წუთის განმავლობაში.

პაროდონტის დაავადების დროს, გელი შეიყვანება ჯიბეებში ან გამოიყენება კომპრესიების სახით ან ფრთხილად შეიზილება ღრძილებში 1-2-ჯერ დღეში.

გელის გამოყენებიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ უნდა მოხდეს სითხის და საკვების მიღება.

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენებები

სალიცილატების და პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სამკურნალო საშუალების ადგილობრივად, რეკომენდირებული დოზის შესაბამისად გამოყენების დროს, ურთიერთქმედების განვითარების რისკი არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

ხანმოკლე მსუბუქი წვა პრეპარატის გამოყენების ადგილზე, რომელიც თავისით გავლადია. ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზა

პრეპარატ ხოლისალი®-ით დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა.

შემადგენლობა

1გ შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებას: ქოლინის სალიცილატი - 87,1 მგ, ცეტალკონიუმის ქლორიდი - 0,1მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიეთელოზა - 20,0 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი - 1,5 მგ, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი - 0,8 მგ, გლიცეროლი - 50,0 მგ, ჩვეულებრივი ანისულის თესლის ზეთი – 1,61 მგ, ეთანოლი 96% - 390,0 მგ, წყალი - 1000 მგ-მდე.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ერთგვაროვანი მასა ანისულის ზეთის სუნით. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სტომატოლოგიური პრეპარატები, პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები.

ათქ კოდი: A01AD11

შენახვის პირობები

ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივ, სითივესთ ბიზნეს კამპუსი, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

მზა სამკურნალო საშუალების მწარმოებელი, დამფასოვებელი, შემფუთავი, ხარისხის კონტროლის გამომშვები:

სს ფარმქარხანა ელფა.,

58-500 ელენია გურა, ვ. პოლიას ქ 21, პოლონეთი

მომხმარებელების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

ელ. ფოსტა: [email protected]

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენების მთავარი მოქმედი ნივთიერება ქოლინის სალიცილატი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან, ახდენს ანალგეზიურ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. აფერხებს ციკლოოქსიგენაზის, მაკროფაგებისა და ნეიტროფილების ფუნქციის აქტიურობას და ინტერლეიკინი-1-ის პროდუქციას და თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს. გააჩნია ასევე ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება (მჟავა-ტუტოვან არეში). ცეტალკონიუმის ქლორიდი - ანტისეპტიკური საშუალება, მოქმედებს ბაქტერიებზე, ასევე სოკოზე და ვირუსებზე. გელისებური ეთანოლშემცველი ადჰეზიური საფუძველი უზრუნველყოფს ეფექტის სწრაფ განვითარებას და ხანგრძლივად აჩერებს ლორწოვან გარსსზე მოქმედ ნივთიერებებს. ანალგეზიური მოქმედება დგება 2-3 წუთში, ამასთან ერთად მისი ხანგრძლივობა შეადგენს 2-8 საათს.

ფარმაკოკინეტიკა

ლორწოვან გარსზე წასმისას კარგად შეიწოვება

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

ხოლისალი®

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

სავაჭრო დასახელება: ხოლისალი®

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება:

ქოლინის სალიცილატი + ცეტალკონიუმის ქლორიდი

სამკურნალო ფორმა: სტომატოლოგიური გელი

შემადგენლობა:

1გ შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებას: ქოლინის სალიცილატი - 87,1 მგ, ცეტალკონიუმის ქლორიდი - 0,1მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჰიეთელოზა - 20,0 მგ, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი - 1,5 მგ, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი - 0,8 მგ, გლიცეროლი - 50,0 მგ, ჩვეულებრივი ანისულის თესლის ზეთი – 1,61 მგ, ეთანოლი 96% - 390,0 მგ, წყალი - 1000 მგ-მდე.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ერთგვაროვანი მასა ანისულის ზეთის სუნით. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სტომატოლოგიური პრეპარატები, პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები.

ათქ კოდი: A01AD11

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ადგილობრივი გამოყენების მთავარი მოქმედი ნივთიერება ქოლინის სალიცილატი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან, ახდენს ანალგეზიურ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. აფერხებს ციკლოოქსიგენაზის, მაკროფაგებისა და ნეიტროფილების ფუნქციის აქტიურობას და ინტერლეიკინი-1-ის პროდუქციას და თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს. გააჩნია ასევე ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება (მჟავა-ტუტოვან არეში). ცეტალკონიუმის ქლორიდი - ანტისეპტიკური საშუალება, მოქმედებს ბაქტერიებზე, ასევე სოკოზე და ვირუსებზე. გელისებური ეთანოლშემცველი ადჰეზიური საფუძველი უზრუნველყოფს ეფექტის სწრაფ განვითარებას და ხანგრძლივად აჩერებს ლორწოვან გარსსზე მოქმედ ნივთიერებებს. ანალგეზიური მოქმედება დგება 2-3 წუთში, ამასთან ერთად მისი ხანგრძლივობა შეადგენს 2-8 საათს.

ფარმაკოკინეტიკა

ლორწოვან გარსზე წასმისას კარგად შეიწოვება

გამოყენების ჩვენება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესები

პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება და ეროზიები

გინგივიტი

პაროდონტის დაავადებები

უკუჩვენება

სალიცილატების და პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება.

გამოყენების წესი და დოზირება

ხოლისალი გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე (ტკივილის გაყუჩების მიზნით) ან ჭამის შემდეგ და ძილის წინ. მოზრდილებში 1 სმ, ხოლო ბავშვებში 0,5 სმ სიგრძის გელის ზოლი უნდა მოთავსდეს სუფთა თითზე და მოხდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებულ ადგილას მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით შეზელა 2 წუთის განმავლობაში.

პაროდონტის დაავადების დროს, გელი შეიყვანება ჯიბეებში ან გამოიყენება კომპრესიების სახით ან ფრთხილად შეიზილება ღრძილებში 1-2-ჯერ დღეში.

გელის გამოყენებიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ უნდა მოხდეს სითხის და საკვების მიღება.

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოქმედებები

ხანმოკლე მსუბუქი წვა პრეპარატის გამოყენების ადგილზე, რომელიც თავისით გავლადია. ალერგიული რეაქციები.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატ ხოლისალი®-ით დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

სამკურნალო საშუალების ადგილობრივად, რეკომენდირებული დოზის შესაბამისად გამოყენების დროს, ურთიერთქმედების განვითარების რისკი არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები

გვერდითი მოქმედებების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია შეატყობინოთ მკურნალ ექიმს.

გამოიყენეთ პრეპარატი მხოლოდ ადგილობრივად, ხოლისალი® არ შეიცავს შაქარს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებისა და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ ზღუდავს სატრანსპორტო საშუალებისა და მოძრავი მექანიზმების მართვის უნარს და ფსიქოფიზიკურ აქტივობას.

გამოშვების ფორმა

სტომატოლოგიური გელი

10გ მემბრანიანი ალუმინის ტუბებში და პოლიმერული მასალის თავსახურებით. ტუბებს ათავსებენ მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა

3 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები

ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივ, სითივესთ ბიზნეს კამპუსი, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

მზა სამკურნალო საშუალების მწარმოებელი, დამფასოვებელი, შემფუთავი, ხარისხის კონტროლის გამომშვები:

სს ფარმქარხანა ელფა.,

58-500 ელენია გურა, ვ. პოლიას ქ 21, პოლონეთი

მომხმარებელების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

ბაუშ ჰელს ირლანდია ლიმიტედ

3013 ლეიკ დრაივ, სითივესთ ბიზნეს კამპუსი, დუბლინი 24, ირლანდია D24 PPT3

ელ. ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა