ცეფტრიაქსონი
Ceftriaxone
ცეფტრიაქსონი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ბაქტერიული მენინგიტი, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია, შუა ყურის მწვავე ანთება, ინტრააბდომინალური ინფექციები, საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი), …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Kwality Pharmaceuticals LTD, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046231
- რეგისტრირებულია
- 27 აგვისტო 2026, მოქმედებს 2 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Alde Medi Impex Ltd (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯიემთი ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცეფტრიაქსონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცეფტრიაქსონი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ბაქტერიული მენინგიტი, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია, შუა ყურის მწვავე ანთება, ინტრააბდომინალური ინფექციები, საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი), ძვლების და სახსრების ინფექციური დაავადებები, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები, გონორეა, სიფილისი, ბაქტერიული ენდოკარდიტი.
ცეფტრიაქსონი შეიძლება დაინიშნოს:
მოზრდილებში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების დროს;
მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის 15 და მეტი დღის ახალშობილებში, ლაიმის დავადების (ბორელიოზი) (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია)) სამკურნალოდ;
ქირურგიული ინფექციების პრევენციისთვის;
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროპენია და აქვთ მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციის გამო;
პაციენტებში ბაქტერიემიის სამკურნალოდ, რომელიც განვითარდა ან სავარაუდოდ განვითარდა ზემოთ მითითებულ რომელიმე ინფექციასთან დაკავშირებით.
ცეფტრიაქსონი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად, თუ დაავადების გამომწვევი მგრძნობელობის შესაძლო დიაპაზონი არ მოხვდება მის სპექტრში.
ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მგრძნობელობაზე, ლოკალიზაციასა და ტიპზე, ასევე პაციენტის ასაკსა და თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციონირებაზე.
ქვემოთ მოცემულ ცხრილებში წარმოდგენილი რეკომენდებული დოზები არის ზოგადად რეკომენდებული დოზები აღნიშნული ჩვენებების დროს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ)
ცეფტრიაქსონის დოზა*
მიღების
სიხშირე **
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
როგორც ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტის შემთხვევაში, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეფტრიაქსონით მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი ზომების მიღება. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს, აღენიშნება თუ არა პაციენტს ანამნეზში მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ცეფტრიაქსონის, ცეფალოსპორინების ან სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ცეფტრიაქსონი პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მსუბუქი ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები სხვა ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ.
ცეფტრიაქსონით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა მძიმე კანისმხრივი გვერდითი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები (DRESS)), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური; თუმცა, აღნიშნულის განვითარების სიხშირე უცნობია.
იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR)
ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც აღენიშნება სპიროქეტული ინფექცია, შეიძლება განუვითარდეს იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR) ცეფტრიაქსონით მკურნალობის დაწყებიდან მალევე. JHR, როგორც წესი, თვითშეზღუდვის მდგომარეობაა ან მისი მართვა შესაძლებელია სიმპტომატური მკურნალობით. ასეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აღწერილია ფილტვებსა და თირკმელებში კალციუმ-ცეფტრიაქსონის პრეციპიტატების წარმოქმნასთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევები დღენაკლულ და 1 თვემდე ასაკის დროულ ახალშობილებში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საინფუზიო სისტემებით ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შეყვანის შემდეგ. არსებულ სამეცნიერო კვლევის მონაცემებში არ არის დადასტურებული ცნობები ინტრავასკულური პრეციპიტატების წარმოქმნის შესახებ სხვა პაციენტთა ჯგუფებში, რომლებიც ღებულობდნენ ცეფტრიაქსონსა და კალციუმის შემცველ ხსნარებს ან კალციუმის შემცველ სხვა პროდუქტებს. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებში, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი მაღალია.
არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შერევა ან შეყვანა კალციუმის შემცველ ხსნარებთან ერთად, სხვადასხვა საინფუზიო სისტემების და საინექციო ადგილების მეშვეობითაც კი. თუმცა, 28 დღეზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენება შეიძლება თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით, საინფუზიო სისტემის სხვადასხვა ადგილზე გამოყენებით, ან თუ ერთსა და იმავე ადგილას გამოყენებისას ხდება ინექციის ადგილის ფიზიოლოგიური ხსნარით დამუშავება პრეციპიტატების პრევენციისთვის. პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ კალციუმის შემცველი
ხსნარების უწყვეტი ინფუზია სრული პერენტერალური კვებისთვის (TPN), ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ განიხილონ ალტერნატიული ანტიბაქტერიული მკურნალობის შესაძლებლობა, რომელიც არ გულისხმობს პრეციპიტატების წარმოქმნის რისკს. თუ ცეფტრიაქსონის გამოყენება აუცილებელია პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ უწყვეტი კვება, TPN ხსნარები და ცეფტრიაქსონი შეიძლება ერთდროულად დაინიშნოს, თუმცა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა საინფუზიო სისტემების გამოყენებით. ანდაც, TPN ხსნარის ინფუზია შეიძლება შეჩერდეს ცეფტრიაქსონის ინფუზიის დროს, ხოლო საინფუზიო სისტემები უნდა გაიწმინდოს ინფუზიებს შორის.
პედიატრიული პოპულაცია
ცეფტრიაქსონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში დადასტურებულია პუნქტში - „დოზირება და მიღების წესი“ მითითებული დოზების გამოყენებისას. კვლევებმა აჩვენა, რომ სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფტრიაქსონმა შეიძლება გამოდევნოს ბილირუბინი სისხლის შრატის ალბუმინთან შეკავშირებიდან. ცეფტრიაქსონის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში, რომლებშიც მაღალია ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი.
ჰემოლიზური ანემია (IMHA)
ჰემოლიზური ანემია (IMHA) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცეფალოსპორინის კლასის ანტიბაქტერიული საშუალებებით, მათ შორის ცეფტრიაქსონით. ჰემოლიზური ანემიის მძიმე, მათ შორის ფატალური შემთხვევები, დაფიქსირდა ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ცეფტრიაქსონის მიღებისას ანემიის განვითარების შემთხვევაში, არ შეიძლება ცეფალოსპორინთან ასოცირებული ანემიის დიაგნოზის გამორიცხვა, ამიტომ აუცილებელია ცეფტრიაქსონის მოხსნა მისი განვითარების მიზეზების გარკვევამდე.
ხანგრძლივი მკურნალობა
ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი.
კოლიტი/არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა
ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის ცეფტრიაქსონის, გამოყენების დროს, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმძიმის, მსუბუქიდან დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით დამთავრებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ცეფტრიაქსონის მიღების დროს ან მის შემდეგ. გასათვალისწინებელია ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა და Clostridium difficile-ს სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა. არ არს რეკომენდირებული სამკურნალო საშუალებების დანიშვნა, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას. სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული სუპერინფექციები.
თირკმელისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობა
თირკმელის და ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს აუცილებელია პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე კლინიკური კონტროლი.
სეროლოგიური კვლევის შედეგებზე გავლენა
ცეფტრიაქსონმა შეიძლება გავლენა იქონიოს კუმბსის ტესტების შედეგებზე, შეიძლება გამოვლინდეს ცრუ დადებითი შედეგები. ასევე შეიძლება გამოვლინდეს გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები.
შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტულ მეთოდებს შეიძლება ცრუ დადებითი შედეგები ჰქონდეს. ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ფერმენტული მეთოდით.
ცეფტრიაქსონის არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზის შემცველობის მონიტორინგის სისტემების შედეგებზე, აჩვენოს ცრუ დაბალი გლუკოზის დონე. გაეცანით თითოეული სისტემის გამოყენების ინსტრუქციას. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ტესტირების ალტერნატიული მეთოდები.
ნატრიუმი
ცეფტრიაქსონის თითო გრამის შემადგენლობაში შედის 3.6 მმოლი ნატრიუმი, რაც ყურადსაღებია ნატრიუმ-კონტროლირებადი დიეტის დროს.
ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი
ცეფტრიაქსონს გააჩნია შეზღუდული ანტიბაქტერიული მოქმედება, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება ერთადერთი პრეპარატის სახით ზოგიერთი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ, თუ გამომწვევი არ არის გამოვლენილი. პოლიმიკრობული ინფექციების შემთხვევაში, როდესაც საეჭვო გამომწვევებში შედის ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტული ორგანიზმები, განიხილება დამატებითი ანტიბიოტიკის დანიშვნა.
ლიდოკაინის გამოყენება
გამხსნელად ლიდოკაინის ხსნარის გამოყენების შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის ხსნარი გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულარულად.
ბილიარული ლითიაზი
სონოგრამებზე ჩრდილების დაფიქსირების შემთხვევაში, განიხილება ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის შესაძლებლობა. ჩრდილები, რომლებიც შეცდომით ჩაითვალა კენჭებად, გამოვლინდა ნაღვლის ბუშტის სონოგრამებზე და დაფიქსირდა უმეტესად ცეფტრიაქსონის დღეში 1გ და უფრო დიდი დოზებით გამოყენებისას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პედიატრიულ პაციენტებში. ასეთი პრეციპიტატები ქრება ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატები ნაკლებად უკავშირდება სიმპტომებს. სიმპტომატურ შემთხვევებში რეკომენდირებულია კონსერვატიული არაქირურგიული მართვა და ექიმმა უნდა განიხილოს ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა კონკრეტული სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.
ბილიარული სტაზი
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ცეფტრიაქსონს, დაფიქსირდა პანკრეატიტის შემთხვევები, რომელიც შესაძლებელია განვითარდა სანაღვლე გზების ობსტრუქციის შედეგად. ამ პაციენტთა უმეტესობას უკვე მანამდე აღენიშნებოდა ბილიარული სტაზისა და ბილიარული სლაჯის რისკ-ფაქტორები, რომლებშიც შედის ადრე ჩატარებული მკურნალობა, მძიმე დაავადებები და სრული პერენტერალური კვება. შეუძლებელია ცეფტრიაქსონთან დაკავშირებული ბილიარული პრეციპიტატების ტრიგერის ან კოფაქტორის გამორიცხვა.
ნეფროლიტიაზი
დაფიქსირდა ნეფროლიტიაზის შემთხვევები, რომლებიც შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისას. სიმპტომურ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ულტრასონოგრაფია. მისი გამოყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ნეფროლიტიაზი ან ჰიპერკალციურია, ექიმმა უნდა განიხილოს სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.
ენცეფალოპათია
ენცეფალოპათია დაფიქსირდა ცეფტრიაქსონის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მძიმე უკმარისობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები.
ცეფტრიაქსონთან ასოცირებულ ენცეფალოპათიაზე ეჭვის შემთხვევაში (მაგ., ცნობიერების დაქვეითება, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, მიოკლონუსი, კრუნჩხვები), განხილულ უნდა იქნეს ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს. შეზღუდულია მონაცემები ორსულებში ცეფტრიაქსონის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ჩანასახის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. ცეფტრიაქსონის გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რეკომენდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს.
ლაქტაციის პერიოდი
ცეფტრიაქსონი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, მაგრამ თერაპიული დოზებით ცეფტრიაქსონი არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან
ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის/არდაწყების შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვებისა და ქალისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.
ფერტილობა
რეპროდუქციულმა კვლევებმა არ აჩვენა მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე უარყოფითი გავლენა.
არასასურველი გვერდითი ეფექტები
ცეფტრიაქსონთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციებია ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ფერმენტების მომატება.
მონაცემები ცეფტრიაქსონის გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის შესახებ მოპოვებულია კლინიკური კვლევებიდან. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ორგანოთა სისტემა
ხშირი
არახშირი
იშვიათი
უცნობი სიხშირის
ინფექციები
სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება
ფსევდომემბრანული კოლიტი
სუპერინფექცია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ეოზინოფილია
ლეიკოპენია
თრომბოციტოპენია
გრანულოციტოპენია
ანემია
კოაგულოპათია
ჰემოლიზური ანემია
აგრანულოციტოზი
იმუნური
სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური შოკი
ანაფილაქსიური რეაქცია
ანაფილაქტოიდური რეაქცია
ჰიპერმგრძნობელობა
იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
ენცეფალოპათია
კონვულსია
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ
ვერტიგო
სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების დაავადებები
ბრონქოსპაზმი
გასტროინტესტინალური დარღვევები
დიარეა
ხშირი თხელი განავალი
გულისრევა
ღებინება
პანკრეატიტი
სტომატიტი
გლოსიტი
ჰეპატობილიარული
დარღვევები
ღვიძლის ფერმენტების მომატება
ნალექი ნაღვლის ბუშტში
კერნიქტერუსი
დარღვევები კანისა და
კანქვეშა ქსოვილის მხრივ
გამონაყარი
ქავილი
ურტიკარია
სტივენს ჯონსონის სინდრომი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
მრავალფორმიანი ერითემა
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი
DRESS
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
ჰემატურია
გლიკოზურია
ოლიგურია
თირკმლის პრეციპიტატები (შექცევადი)
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ფლებიტი
ინექციის ადგილას ტკივილი
პირექსია
შეშუპება
შემცივნება
კვლევები
სისხლში კრეატინინის მომატება
კუმბსის ტესტში ცრუ დადებითი შედეგები
გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები
გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტული მეთოდები
ცრუ დადებითი შედეგები
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ინფექციები
ცეფტრიაქსონის გამოყენების შემდეგ დაფიქსირებული დიარეა შეიძლება დაკავშირებული იყოს Clostridium difficile-თან. აუცილებელია სითხისა და ელექტროლიტების სათანადო კონტროლი.
ცეფტრიაქსონი-კალციუმის მარილების დალექვა
მძიმე და, ზოგ შემთხვევაში, ფატალური გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში (<28 დღე), რომლებიც ინტრავენურად ღებულობდნენ ცეფტრიაქსონსა და კალციუმს. ცეფტრიაქსონი- კალციუმის მარილების ნალექი დაფიქსირდა ფილტვებსა და თირკმელებში გაკვეთის შემდეგ. ახალშობილებში დალექვის მაღალი რისკი განპირობებულია მათი სისხლის მცირე მოცულობისა და მოზრდილებთან შედარებით ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდით.
დაფიქსირდა საშარდე გზებში ცეფტრიაქსონის ნალექების წარმოქმნის შემთხვევები, ძირითადად ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიდი დღიური დოზებით (მაგ. ≥ 80 მგ/კგ/დღეში) ან ჯამში 10 გ-ზე მეტი დოზებით და რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვა რისკ-ფაქტორები (მაგ., დეჰიდრატაცია ან საწოლზე მიჯაჭვულობა). ეს მოვლენა შეიძლება იყოს სიმპტომური ან ასიმპტომური, შეიძლება გამოიწვიოს შარდსაწვეთის ობსტრუქცია და თირკმლის მწვავე უკმარისობა, მაგრამ, როგორც წესი, შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისას.
ნაღვლის ბუშტში ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა დაფიქსირდა ძირითადად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რეკომენდებულ სტანდარტულზე დიდ დოზებს. ბავშვებში ჩატარებულმა პერსპექტიულმა კვლევებმა აჩვენა პრეციპიტატების წარმოქმნის სიხშირის განსხვავებული მაჩვენებლები ინტრავენური შეყვანისას, ზოგიერთ კვლევაში ეს მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. სიხშირე უფრო დაბალია ნელი ინფუზიის (20-30 წუთი) შემთხვევაში.
ეს ეფექტი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, თუმცა იშვიათ შემთხვევებში პრეციპიტატებს თან ახლავს კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. პრეციპიტატები ჩვეულებრივ შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევის, ღებინების და დიარეის სიმპტომები. ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის შემცირება შეუძლებელია ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვა:
შეინახეთ 8 0C დან 25 0C-მდე ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ნესტისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 1 ფლაკონი შეფუთულია დაბეჭდილ კოლოფში.
წარმოებელია:
Kwality Pharmaceuticals Ltd.
1- A, სამრეწველო ზონა, რაჯა კა ბაღი, ტეჰსილ-ნურპურის რაიონი- კანგრა (H.P.)- 176201, ინდოეთი
ექსპორტს და მარკეტინგს ახორციელებს
Alde Medi Impex Ltd
1076, მე-10 სართული, A.G.M.T IInd, ნეტაჯი სუბჰაშ პლეისი, ნიუ დელი-110034, ინდოეთი
შემადგენლობა
თითო ფლაკონის შემადგენლობაში შედის:
ცეფტრიაქსონ ნატრიუმი USP
ექვ. ცეფტრიაქსონი ………… 1000 მგ
წამლის ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.
მოქმედების მექანიზმი
ცეფტრიაქსონი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. შედეგად, წყდება უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზი, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის განადგურებასა და სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ინტრამუსკულარული შეყვანა
ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია ექვივალენტური დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ დაფიქსირებული კონცენტრაციის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია ერთჯერადად 1 გ ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ-ს და მიიღწევა მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ.
ფართობი „კონცენტრაცია – დრო“ (AUC) მრუდის ქვეშ ერთნაირია ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისას.
ინტრავენური შეყვანა
500მგ და 1გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, შესაბამისად, დაახლოებით 120 და 200 მგ/ლ-ს შეადგენს. 500მგ, 1გ და 2გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ინფუზიის შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია პლაზმაში, შესაბამისად, დაახლოებით 80, 150 და 250 მგ/ლ-ს შეადგენს.
განაწილება
ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12 ლიტრს. ყველაზე მნიშვნელოვანი პათოგენებისთვის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციებზე გაცილებით მაღალი კონცენტრაციები გვხვდება ქსოვილებში, მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში/ღვიძლში, ნუშურა ჯირკვლებში, შუა ყურისა და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვალში და ცერებროსპინალურ, პლევრალურ, პროსტატისა და სინოვიალურ სითხეებში. განმეორებითი მიღებისას შეინიშნება საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Cmax ) მატება 8-15%-ით; სტაბილური მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში მიიღწევა 48-72 საათში, შეყვანის გზის მიხედვით.
შეღწევა კონკრეტულ ქსოვილებში
ცეფტრიაქსონი აღწევს ტვინის გარსებში. შეღწევა ყველაზე დიდია ტვინის გარსების ანთების დროს. ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებში არის პლაზმური დონის 25%-მდე, ხოლო - 2% იმ პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ ტვინის გარსების ანთება. ცეფტრიაქსონის მაქსიმალური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში მიიღწევა ინტრავენური ინექციიდან დაახლოებით 4-6 საათის შემდეგ. ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს და მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.
ცილებთან შეკავშირება
ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 95%-ს 100 მგ/ლ-ზე დაბალი კონცენტრაციის დროს. შეკავშირება გაჯერებადია და მცირდება კონცენტრაციის მატებასთან ერთად (85%-მდე პლაზმაში 300მგ/ლ კონცენტრაციის დროს).
ბიოტრანსფორმაცია
ცეფტრიაქსონი არ ექვემდებარება სისტემურ მეტაბოლიზმს; თუმცა გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად ნაწლავური ფლორის მიერ.
ორგანიზმიდან გამოყოფა
ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი (შეკავშირებული და შეუკავშირებელი) შეადგენს 10-22 მლ/წთ-ს. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 5-12 მლ/წთ-ს. ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ძირითადად გორგლისებური ფილტრაციით, ხოლო 40-50% უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ცეფტრიაქსონის ნახავერგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 8 საათს.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა იცვლება უმნიშვნელოდ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ იზრდება (ორჯერზე ნაკლებად), თირკმელის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებშიც კი.
თირკმელის ფუნქციის დარღვევის დროს ნახევარგამოყოფის პერიოდის შედარებით უმნიშვნელო ზრდა აიხსნება არათირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდით, რაც გამოწვეულია ცილებთან შეკავშირების შემცირებით და ცეფტრიაქსონის არათირკმლისმიერი კლირენსის შესაბამისი ზრდით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება თირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდის გამო. ეს ასევე დაკავშირებულია პლაზმაში ცეფტრიაქსონის თავისუფალი ფრაქციის ზრდასთან, რაც ხელს უწყობს პრეპარატის საერთო კლირენსის პარადოქსულ ზრდას, განაწილების მოცულობის ზრდასთან ერთად საერთო კლირენსის პარალელურად.
ხანდაზმულები
75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი ჩვეულებრივ ორ-სამჯერ მეტია, ვიდრე ახალგაზრდებში.
პედიატრიული პოპულაცია
ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია ახალშობილებში. დაბადებიდან 14 დღემდე ასაკის პაციენტებში, თავისუფალი ცეფტრიაქსონის დონე შეიძლება კიდევ გაიზარდოს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა გორგლისებური ფილტრაციის დაქვეითება და ცილებთან შეკავშირების დარღვევა. ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი, ახალშობილებთან ან მოზრდილებთან შედარებით, ნაკლებია.
ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.
ხაზოვნება/არა-ხაზოვნება
ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა არახაზოვანია. ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი, დაფუძნებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციებზე, ნახევარგამოყოფის პერიოდის გარდა, დამოკიდებულია დოზაზე. არახაზოვნება განპირობებულია პლაზმის ცილებთან შეკავშირების გაჯერებით და, შესაბამისად, შეინიშნება პლაზმის ცეფტრიაქსონისთვის, მაგრამ არა თავისუფალი (დაუკავშირებელი) ცეფტრიაქსონისთვის.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა
სხვა ბეტა-ლაქტამების მსგავსად, ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური ინდექსი, რომელიც უკავშირდება in vivo ეფექტურობას, წარმოადგენს დოზების მიღების ინტერვალის გარკვეულ პროცენტულ წილს, რომლის დროსაც შეუკავშირებელი კონცენტრაცია რჩება ცეფტრიაქსონის მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციაზე (MIC) მაღალი ცალკეული სამიზნე სახეობებისთვის (i.e. %T > MIC).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ცეფტრიაქსონი
1000მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შემადგენლობა
თითო ფლაკონის შემადგენლობაში შედის:
ცეფტრიაქსონ ნატრიუმი USP
ექვ. ცეფტრიაქსონი ………… 1000 მგ
წამლის ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
თერაპიული ჩვენებები
ცეფტრიაქსონი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში, შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ბაქტერიული მენინგიტი, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია, შუა ყურის მწვავე ანთება, ინტრააბდომინალური ინფექციები, საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი), ძვლების და სახსრების ინფექციური დაავადებები, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები, გონორეა, სიფილისი, ბაქტერიული ენდოკარდიტი.
ცეფტრიაქსონი შეიძლება დაინიშნოს:
მოზრდილებში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების დროს;
მოზრდილებსა და ბავშვებში, მათ შორის 15 და მეტი დღის ახალშობილებში, ლაიმის დავადების (ბორელიოზი) (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია)) სამკურნალოდ;
ქირურგიული ინფექციების პრევენციისთვის;
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროპენია და აქვთ მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციის გამო;
პაციენტებში ბაქტერიემიის სამკურნალოდ, რომელიც განვითარდა ან სავარაუდოდ განვითარდა ზემოთ მითითებულ რომელიმე ინფექციასთან დაკავშირებით.
ცეფტრიაქსონი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად, თუ დაავადების გამომწვევი მგრძნობელობის შესაძლო დიაპაზონი არ მოხვდება მის სპექტრში.
ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.
მოქმედების მექანიზმი
ცეფტრიაქსონი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს პენიცილინშემაკავშირებელ ცილებთან (PBPs) მიერთების შემდეგ. შედეგად, წყდება უჯრედის კედლის (პეპტიდოგლიკანის) ბიოსინთეზი, რაც იწვევს ბაქტერიული უჯრედის განადგურებასა და სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ინტრამუსკულარული შეყვანა
ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია ექვივალენტური დოზის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ დაფიქსირებული კონცენტრაციის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია ერთჯერადად 1 გ ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 81 მგ/ლ-ს და მიიღწევა მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ.
ფართობი „კონცენტრაცია – დრო“ (AUC) მრუდის ქვეშ ერთნაირია ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისას.
ინტრავენური შეყვანა
500მგ და 1გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ბოლუსური შეყვანის შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში, შესაბამისად, დაახლოებით 120 და 200 მგ/ლ-ს შეადგენს. 500მგ, 1გ და 2გ ცეფტრიაქსონის ინტრავენური ინფუზიის შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია პლაზმაში, შესაბამისად, დაახლოებით 80, 150 და 250 მგ/ლ-ს შეადგენს.
განაწილება
ცეფტრიაქსონის განაწილების მოცულობა შეადგენს 7-12 ლიტრს. ყველაზე მნიშვნელოვანი პათოგენებისთვის მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციებზე გაცილებით მაღალი კონცენტრაციები გვხვდება ქსოვილებში, მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში/ღვიძლში, ნუშურა ჯირკვლებში, შუა ყურისა და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვალში და ცერებროსპინალურ, პლევრალურ, პროსტატისა და სინოვიალურ სითხეებში. განმეორებითი მიღებისას შეინიშნება საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Cmax ) მატება 8-15%-ით; სტაბილური მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში მიიღწევა 48-72 საათში, შეყვანის გზის მიხედვით.
შეღწევა კონკრეტულ ქსოვილებში
ცეფტრიაქსონი აღწევს ტვინის გარსებში. შეღწევა ყველაზე დიდია ტვინის გარსების ანთების დროს. ცეფტრიაქსონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტებში არის პლაზმური დონის 25%-მდე, ხოლო - 2% იმ პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ ტვინის გარსების ანთება. ცეფტრიაქსონის მაქსიმალური კონცენტრაცია ცერებროსპინალურ სითხეში მიიღწევა ინტრავენური ინექციიდან დაახლოებით 4-6 საათის შემდეგ. ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს და მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში.
ცილებთან შეკავშირება
ცეფტრიაქსონი შექცევადად უკავშირდება ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 95%-ს 100 მგ/ლ-ზე დაბალი კონცენტრაციის დროს. შეკავშირება გაჯერებადია და მცირდება კონცენტრაციის მატებასთან ერთად (85%-მდე პლაზმაში 300მგ/ლ კონცენტრაციის დროს).
ბიოტრანსფორმაცია
ცეფტრიაქსონი არ ექვემდებარება სისტემურ მეტაბოლიზმს; თუმცა გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად ნაწლავური ფლორის მიერ.
ორგანიზმიდან გამოყოფა
ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი (შეკავშირებული და შეუკავშირებელი) შეადგენს 10-22 მლ/წთ-ს. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს 5-12 მლ/წთ-ს. ცეფტრიაქსონის 50-60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, ძირითადად გორგლისებური ფილტრაციით, ხოლო 40-50% უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ცეფტრიაქსონის ნახავერგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს დაახლოებით 8 საათს.
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა იცვლება უმნიშვნელოდ, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ იზრდება (ორჯერზე ნაკლებად), თირკმელის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებშიც კი.
თირკმელის ფუნქციის დარღვევის დროს ნახევარგამოყოფის პერიოდის შედარებით უმნიშვნელო ზრდა აიხსნება არათირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდით, რაც გამოწვეულია ცილებთან შეკავშირების შემცირებით და ცეფტრიაქსონის არათირკმლისმიერი კლირენსის შესაბამისი ზრდით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება თირკმლისმიერი კლირენსის კომპენსატორული ზრდის გამო. ეს ასევე დაკავშირებულია პლაზმაში ცეფტრიაქსონის თავისუფალი ფრაქციის ზრდასთან, რაც ხელს უწყობს პრეპარატის საერთო კლირენსის პარადოქსულ ზრდას, განაწილების მოცულობის ზრდასთან ერთად საერთო კლირენსის პარალელურად.
ხანდაზმულები
75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი ჩვეულებრივ ორ-სამჯერ მეტია, ვიდრე ახალგაზრდებში.
პედიატრიული პოპულაცია
ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია ახალშობილებში. დაბადებიდან 14 დღემდე ასაკის პაციენტებში, თავისუფალი ცეფტრიაქსონის დონე შეიძლება კიდევ გაიზარდოს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა გორგლისებური ფილტრაციის დაქვეითება და ცილებთან შეკავშირების დარღვევა. ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი, ახალშობილებთან ან მოზრდილებთან შედარებით, ნაკლებია.
ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში პლაზმური კლირენსი და განაწილების მოცულობა უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.
ხაზოვნება/არა-ხაზოვნება
ცეფტრიაქსონის ფარმაკოკინეტიკა არახაზოვანია. ყველა ძირითადი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი, დაფუძნებული პრეპარატის საერთო კონცენტრაციებზე, ნახევარგამოყოფის პერიოდის გარდა, დამოკიდებულია დოზაზე. არახაზოვნება განპირობებულია პლაზმის ცილებთან შეკავშირების გაჯერებით და, შესაბამისად, შეინიშნება პლაზმის ცეფტრიაქსონისთვის, მაგრამ არა თავისუფალი (დაუკავშირებელი) ცეფტრიაქსონისთვის.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთობა
სხვა ბეტა-ლაქტამების მსგავსად, ფარმაკოკინეტიკური-ფარმაკოდინამიკური ინდექსი, რომელიც უკავშირდება in vivo ეფექტურობას, წარმოადგენს დოზების მიღების ინტერვალის გარკვეულ პროცენტულ წილს, რომლის დროსაც შეუკავშირებელი კონცენტრაცია რჩება ცეფტრიაქსონის მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციაზე (MIC) მაღალი ცალკეული სამიზნე სახეობებისთვის (i.e. %T > MIC).
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მგრძნობელობაზე, ლოკალიზაციასა და ტიპზე, ასევე პაციენტის ასაკსა და თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციონირებაზე.
ქვემოთ მოცემულ ცხრილებში წარმოდგენილი რეკომენდებული დოზები არის ზოგადად რეკომენდებული დოზები აღნიშნული ჩვენებების დროს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ)
ცეფტრიაქსონის დოზა*
მიღების
სიხშირე **
ჩვენებები
1-2გ
დღეში
ერთხელ
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება
ინტრააბდომინალური ინფექციები
საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი)
2გ
დღეში
ერთხელ
საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია
კანის ან რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
ძვლების და სახსრების ინფექციური დაავადებები
2-4გ
დღეში
ერთხელ
პაციენტების მართვა, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროპენია და აქვთ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციის გამო
ბაქტერიული ენდოკარდიტი
ბაქტერიული მენინგიტი
- დადასტურებული ბაქტერიემიის შემთხვევაში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
- *დღეში 2გ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში განიხილება დღეში ორჯერ (12 საათში) მიღების შესაძლებლობა.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ), რომლებსაც ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური გრაფიკი:
შუა ყურის მწვავე ანთება
შესაძლებელია 1-2გ ცეფტრიაქსონის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექცია. შეზღუდული მონაცემების მიხედვით, მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ცეფტრიაქსონის დანიშვნა ინტრამუსკულარულად 1-2 გ/დღე დოზით, 3 დღის განმავლობაში.
ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა
ოპერაციამდე 2გ ერთჯერადი დოზა.
გონორეა
500 მგ ერთჯერადად, ინტრამუსკულარულად.
სიფილისი
ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზებია 500 მგ - 1გ დღეში ერთხელ (ნეიროსიფილისის დროს შეიძლება დოზის გაზრდა 2 გ-მდე დღეში ერთხელ), მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის, მათ შორის ნეიროსიფილისის დროს დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი რეკომენდაციები.
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია)
2გ დღეში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განსხვავებულია და უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ ან ადგილობრივ რეკომენდაციებს.
პედიატრიული პოპულაცია
ახალშობილები, ჩვილები და 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (<50 კგ)
50 კგ ან მეტი სხეულის წონის ბავშვებში გამოყენებული უნდა იყოს მოზრდილთა ჩვეულებრივი დოზა.
ცეფტრიაქსონის დოზა*
მიღების
სიხშირე **
ჩვენებები
50-80 მგ/კგ
დღეში
ერთხელ
ინტრააბდომინალური ინფექციები
საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი)
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია
50-100 მგ/კგ
(მაქს. 4გ)
დღეში
ერთხელ
კანის ან რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
ძვლების და სახსრების ინფექციური დაავადებები
პაციენტების მართვა, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროპენია და აქვთ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციის გამო
80-100 მგ/კგ
(მაქს. 4გ)
დღეში ერთხელ
ბაქტერიული მენინგიტი
100 მგ/კგ
(მაქს. 4გ)
დღეში ერთხელ
ბაქტერიული ენდოკარდიტი
- დადასტურებული ბაქტერიემიის შემთხვევაში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
- *დღეში 2გ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში განიხილება დღეში ორჯერ (12 საათში) მიღების შესაძლებლობა.
ახალშობილები, ჩვილები და 15 დღიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები (<50 კგ), რომლებსაც ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური გრაფიკი:
შუა ყურის მწვავე ანთება
შუა ყურის მწვავე ანთების მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლებელია 50მგ/კგ ცეფტრიაქსონის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექცია. შეზღუდული მონაცემების მიხედვით, მძიმე შემთხვევებში ან წინა მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეიძლება ცეფტრიაქსონის დანიშვნა ინტრამუსკულარულად 50მგ/კგ/დღე დოზით, 3 დღის განმავლობაში.
ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა
ოპერაციამდე 50-80მგ/კგ ერთჯერადი დოზა.
სიფილისი
ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზებია 75-100მგ/კგ(მაქს.4გ) დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის, მათ შორის ნეიროსიფილისის დროს დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი რეკომენდაციები.
ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) (ადრეული (II სტადია) და გვიანი (III სტადია)
50-80მგ/კგ დღეში ერთხელ, 14-21 დღის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განსახვავებულია და უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ ან ადგილობრივ რეკომენდაციებს.
0-14 დღის ახალშობილები
ცეფტრიაქსონის გამოყენება უკუნაჩვენებია 41 კვირამდე ასაკის დღენაკლულ ახალშობილებში (გესტაციური ასაკი + ქრონოლოგიური ასაკი).
ცეფტრიაქსონის დოზა*
მიღების
სიხშირე
ჩვენებები
20-50 მგ/კგ
დღეში
ერთხელ
ინტრააბდომინალური ინფექციები
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის პიელონეფრიტი)
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია
საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია
ძვლების და სახსრების ინფექციური დაავადებები
პაციენტების მართვა, რომელთაც აღენიშნებათ ნეიტროპენია და აქვთ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ ბაქტერიული ინფექციის გამო
50 მგ/კგ
დღეში
ერთხელ
ბაქტერიული მენინგიტი
ბაქტერიული ენდოკარდიტი
- დადასტურებული ბაქტერიემიის შემთხვევაში განიხილება რეკომენდებული დიაპაზონიდან მაქსიმალური დოზების გამოყენების შესაძლებლობა.
არ არის რეკომენდირებული 50 მგ/კგ მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება.
0-14 დღის ახალშობილები, რომლებსაც ესაჭიროებათ დოზირების სპეციალური გრაფიკი:
შუა ყურის მწვავე ანთება
შუა ყურის მწვავე ანთების მკურნალობის საწყის ეტაპზე შესაძლებელია 50მგ/კგ ცეფტრიაქსონის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექცია.
ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკა
ოპერაციამდე 20-50მგ/კგ ერთჯერადი დოზა.
სიფილისი
ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზაა 50მგ/კგ დღეში ერთხელ, 10-14 დღის განმავლობაში. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სიფილისის, მათ შორის ნეიროსიფილისის დროს დაფუძნებულია შეზღუდულ მონაცემებზე. გასათვალისწინებელია ეროვნული ან ადგილობრივი რეკომენდაციები.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე. სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის მსგავსად, ცეფტრიაქსონის გამოყენება უნდა გაგრძელდეს კიდევ 48-72 საათის განმავლობაში ტემპერატურის ნორმალიზების ან გამომწვევი ბაქტერიის ერადიკაციის დადასტურების შემდეგ.
ხანდაზმულები
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზების შეცვლა არ არის საჭირო ხანდაზმულებში, იმ პირობით, თუ თირკმელების და ღვიძლის ფუნქციონირება დამაკმაყოფილებელია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს დოზის კორექციის საჭიროება თირკმლების ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით.
არ არსებობს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევების მონაცემები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს დოზის კორექციის საჭიროება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების არარსებობის პირობით. მხოლოდ პრეტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ), ცეფტრიაქსონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს დღეში.
დიალიზზე მყოფ პაციენტებში არ არის საჭირო პრეპარატის დამატებით შეყვანა დიალიზის შემდეგ. ცეფტრიაქსონი არ გამოიყოფა პერიტონეალური დიალიზის ან ჰემოდიალიზის გზით. რეკომენდებულია მკაცრი კლინიკური მონიტორინგი პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტები
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მკაცრი კლინიკური კონტროლი.
მიღების წესი
ინტრავენური/ინტრამუსკულარული გამოყენების
ინტრამუსკულარული შეყვანა
1გ ცეფტრიაქსონი იხსნება 3,5 მლ 1% ლიდოკაინის საინექციო ხსნარში BP. ხსნარი შეიყვანება ღრმად ინტრამუსკულარულად.
ინტრამუსკულარული ინექციები კეთდება დიდ კუნთში მოცულობით არაუმეტეს 1 გრამისა ერთ ადგილას.
1გ-ზე მეტი დოზები უნდა გაიყოს და გაკეთდეს სხვადასხვა საინექციო ადგილას.
თუ გამხსნელის სახით გამოიყენება ლიდოკაინი, მიღებული ხსნარის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად.
ინტრავენური შეყვანა
ინტრავენური ინექციისთვის 1 გ ცეფტრიაქსონი იხსნება 10 მლ საინექციო წყალში. ინექცია უნდა გაკეთდეს პირდაპირ ვენაში ან ინტრავენური საინფუზიო მილის გამოყენებით 5 წუთის განმავლობაში.
ცეფტრიაქსონის გამოყენება შეიძლება ინტრავენური ინფუზიის სახით არანაკლებ 30 წუთიანი ხანგრძლივობით (უპირატესი მეთოდი) ან ნელი ინტრავენური ინექციის სახით 5 წუთიანი ხანგრძლივობით. 5 წუთიანი ინტრავენური ინექციის წარმოება სასურველია მსხვილ ვენებში. 50 მგ/კგ ან მეტი ინტრავენური დოზები ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში შეიყვანება ინფუზიის გზით. ახალშობილებში ინტრავენური დოზები შეიყვანება 60 წუთის განმავლობაში ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების პოტენციური რისკის შესამცირებლად.თუ ინტრავენური შეყვანა შეუძლებელი ან მიუღებელია, განიხილება ინტრამუსკულარული შეყვანა. 2 გრამზე დიდუ დოზები შეიყვანება ინტრავენური გზით.
ცეფტრიაქსონი უკუნაჩვენებია ახალშობილებში (≤28 დღე), თუ მათ სჭირდებათ (ან შეიძლება დასჭირდეთ) კალციუმის შემცველი ხსნარების ი/ვ შეყვანა, მათ შორის კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზიების დროს, მაგ., პარენტერალური კვებისას, ვინაიდან არსებობს კალციუმ-ცეფტრიაქსონის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი.
პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო, კალციუმის შემცველი გამხსნელები, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, არ გამოიყენება ცეფტრიაქსონის გახსნისთვის ან ფლაკონის შიგთავსის დამატებითი გაზავებისთვის ინტრავენური შეყვანის მიზნით. ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა შესაძლებელია ცეფტრიაქსონის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური გამოყენების ერთ საინფუზიო სისტემაში. ამიტომ, ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი ხსნარების შერევა ან ერთდროული გამოყენება არ შეიძლება.
ქირურგიული ინფექციების პრეოპერაციული პროფილაქტიკისთვის ცეფტრიაქსონი უნდა დაინიშნოს ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტურ ბარიერს. შეზღუდულია მონაცემები ორსულებში ცეფტრიაქსონის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა პირდაპირი ან არაპირდაპირი მავნე ზემოქმედება ჩანასახის/ნაყოფის, პერინატალურ და პოსტნატალურ განვითარებაზე. ცეფტრიაქსონის გამოყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რეკომენდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი აღემატება რისკს.
ლაქტაციის პერიოდი
ცეფტრიაქსონი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, მაგრამ თერაპიული დოზებით ცეფტრიაქსონი არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სენსიბილიზაციის განვითარების შესაძლებლობა. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან
ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის/არდაწყების შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვებისა და ქალისთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით.
ფერტილობა
რეპროდუქციულმა კვლევებმა არ აჩვენა მამაკაცისა და ქალის ნაყოფიერებაზე უარყოფითი გავლენა.
არასასურველი გვერდითი ეფექტები
ცეფტრიაქსონთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციებია ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ფერმენტების მომატება.
მონაცემები ცეფტრიაქსონის გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის შესახებ მოპოვებულია კლინიკური კვლევებიდან. სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ორგანოთა სისტემა
ხშირი
არახშირი
იშვიათი
უცნობი სიხშირის
ინფექციები
სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება
ფსევდომემბრანული კოლიტი
სუპერინფექცია
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ეოზინოფილია
ლეიკოპენია
თრომბოციტოპენია
გრანულოციტოპენია
ანემია
კოაგულოპათია
ჰემოლიზური ანემია
აგრანულოციტოზი
იმუნური
სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური შოკი
ანაფილაქსიური რეაქცია
ანაფილაქტოიდური რეაქცია
ჰიპერმგრძნობელობა
იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
ენცეფალოპათია
კონვულსია
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ
ვერტიგო
სასუნთქი გზების, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების დაავადებები
ბრონქოსპაზმი
გასტროინტესტინალური დარღვევები
დიარეა
ხშირი თხელი განავალი
გულისრევა
ღებინება
პანკრეატიტი
სტომატიტი
გლოსიტი
ჰეპატობილიარული
დარღვევები
ღვიძლის ფერმენტების მომატება
ნალექი ნაღვლის ბუშტში
კერნიქტერუსი
დარღვევები კანისა და
კანქვეშა ქსოვილის მხრივ
გამონაყარი
ქავილი
ურტიკარია
სტივენს ჯონსონის სინდრომი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
მრავალფორმიანი ერითემა
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი
DRESS
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
ჰემატურია
გლიკოზურია
ოლიგურია
თირკმლის პრეციპიტატები (შექცევადი)
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ფლებიტი
ინექციის ადგილას ტკივილი
პირექსია
შეშუპება
შემცივნება
კვლევები
სისხლში კრეატინინის მომატება
კუმბსის ტესტში ცრუ დადებითი შედეგები
გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები
გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტული მეთოდები
ცრუ დადებითი შედეგები
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ინფექციები
ცეფტრიაქსონის გამოყენების შემდეგ დაფიქსირებული დიარეა შეიძლება დაკავშირებული იყოს Clostridium difficile-თან. აუცილებელია სითხისა და ელექტროლიტების სათანადო კონტროლი.
ცეფტრიაქსონი-კალციუმის მარილების დალექვა
მძიმე და, ზოგ შემთხვევაში, ფატალური გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში (<28 დღე), რომლებიც ინტრავენურად ღებულობდნენ ცეფტრიაქსონსა და კალციუმს. ცეფტრიაქსონი- კალციუმის მარილების ნალექი დაფიქსირდა ფილტვებსა და თირკმელებში გაკვეთის შემდეგ. ახალშობილებში დალექვის მაღალი რისკი განპირობებულია მათი სისხლის მცირე მოცულობისა და მოზრდილებთან შედარებით ცეფტრიაქსონის ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდით.
დაფიქსირდა საშარდე გზებში ცეფტრიაქსონის ნალექების წარმოქმნის შემთხვევები, ძირითადად ბავშვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიდი დღიური დოზებით (მაგ. ≥ 80 მგ/კგ/დღეში) ან ჯამში 10 გ-ზე მეტი დოზებით და რომლებსაც აღენიშნებოდათ სხვა რისკ-ფაქტორები (მაგ., დეჰიდრატაცია ან საწოლზე მიჯაჭვულობა). ეს მოვლენა შეიძლება იყოს სიმპტომური ან ასიმპტომური, შეიძლება გამოიწვიოს შარდსაწვეთის ობსტრუქცია და თირკმლის მწვავე უკმარისობა, მაგრამ, როგორც წესი, შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისას.
ნაღვლის ბუშტში ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა დაფიქსირდა ძირითადად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რეკომენდებულ სტანდარტულზე დიდ დოზებს. ბავშვებში ჩატარებულმა პერსპექტიულმა კვლევებმა აჩვენა პრეციპიტატების წარმოქმნის სიხშირის განსხვავებული მაჩვენებლები ინტრავენური შეყვანისას, ზოგიერთ კვლევაში ეს მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. სიხშირე უფრო დაბალია ნელი ინფუზიის (20-30 წუთი) შემთხვევაში.
ეს ეფექტი ჩვეულებრივ ასიმპტომურია, თუმცა იშვიათ შემთხვევებში პრეციპიტატებს თან ახლავს კლინიკური სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. პრეციპიტატები ჩვეულებრივ შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები
როგორც ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული აგენტის შემთხვევაში, აღინიშნა სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეფტრიაქსონით მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი ზომების მიღება. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს, აღენიშნება თუ არა პაციენტს ანამნეზში მძიმე ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ცეფტრიაქსონის, ცეფალოსპორინების ან სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ცეფტრიაქსონი პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მსუბუქი ფორმის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები სხვა ბეტა-ლაქტამური აგენტების მიმართ.
ცეფტრიაქსონით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირდა მძიმე კანისმხრივი გვერდითი რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ლაიელის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები (DRESS)), რომლებიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური; თუმცა, აღნიშნულის განვითარების სიხშირე უცნობია.
იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR)
ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც აღენიშნება სპიროქეტული ინფექცია, შეიძლება განუვითარდეს იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (JHR) ცეფტრიაქსონით მკურნალობის დაწყებიდან მალევე. JHR, როგორც წესი, თვითშეზღუდვის მდგომარეობაა ან მისი მართვა შესაძლებელია სიმპტომატური მკურნალობით. ასეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტა.
ურთიერთქმედება კალციუმის შემცველ პროდუქტებთან
აღწერილია ფილტვებსა და თირკმელებში კალციუმ-ცეფტრიაქსონის პრეციპიტატების წარმოქმნასთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევები დღენაკლულ და 1 თვემდე ასაკის დროულ ახალშობილებში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საინფუზიო სისტემებით ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შეყვანის შემდეგ. არსებულ სამეცნიერო კვლევის მონაცემებში არ არის დადასტურებული ცნობები ინტრავასკულური პრეციპიტატების წარმოქმნის შესახებ სხვა პაციენტთა ჯგუფებში, რომლებიც ღებულობდნენ ცეფტრიაქსონსა და კალციუმის შემცველ ხსნარებს ან კალციუმის შემცველ სხვა პროდუქტებს. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებში, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი მაღალია.
არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შერევა ან შეყვანა კალციუმის შემცველ ხსნარებთან ერთად, სხვადასხვა საინფუზიო სისტემების და საინექციო ადგილების მეშვეობითაც კი. თუმცა, 28 დღეზე უფროსი ასაკის პაციენტებში, ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენება შეიძლება თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით, საინფუზიო სისტემის სხვადასხვა ადგილზე გამოყენებით, ან თუ ერთსა და იმავე ადგილას გამოყენებისას ხდება ინექციის ადგილის ფიზიოლოგიური ხსნარით დამუშავება პრეციპიტატების პრევენციისთვის. პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ კალციუმის შემცველი
ხსნარების უწყვეტი ინფუზია სრული პერენტერალური კვებისთვის (TPN), ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ განიხილონ ალტერნატიული ანტიბაქტერიული მკურნალობის შესაძლებლობა, რომელიც არ გულისხმობს პრეციპიტატების წარმოქმნის რისკს. თუ ცეფტრიაქსონის გამოყენება აუცილებელია პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ უწყვეტი კვება, TPN ხსნარები და ცეფტრიაქსონი შეიძლება ერთდროულად დაინიშნოს, თუმცა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა საინფუზიო სისტემების გამოყენებით. ანდაც, TPN ხსნარის ინფუზია შეიძლება შეჩერდეს ცეფტრიაქსონის ინფუზიის დროს, ხოლო საინფუზიო სისტემები უნდა გაიწმინდოს ინფუზიებს შორის.
პედიატრიული პოპულაცია
ცეფტრიაქსონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ბავშვებში დადასტურებულია პუნქტში - „დოზირება და მიღების წესი“ მითითებული დოზების გამოყენებისას. კვლევებმა აჩვენა, რომ სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფტრიაქსონმა შეიძლება გამოდევნოს ბილირუბინი სისხლის შრატის ალბუმინთან შეკავშირებიდან. ცეფტრიაქსონის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში, რომლებშიც მაღალია ბილირუბინული ენცეფალოპათიის განვითარების რისკი.
ჰემოლიზური ანემია (IMHA)
ჰემოლიზური ანემია (IMHA) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცეფალოსპორინის კლასის ანტიბაქტერიული საშუალებებით, მათ შორის ცეფტრიაქსონით. ჰემოლიზური ანემიის მძიმე, მათ შორის ფატალური შემთხვევები, დაფიქსირდა ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ცეფტრიაქსონის მიღებისას ანემიის განვითარების შემთხვევაში, არ შეიძლება ცეფალოსპორინთან ასოცირებული ანემიის დიაგნოზის გამორიცხვა, ამიტომ აუცილებელია ცეფტრიაქსონის მოხსნა მისი განვითარების მიზეზების გარკვევამდე.
ხანგრძლივი მკურნალობა
ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი.
კოლიტი/არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა
ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ასოცირებული კოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალების, მათ შორის ცეფტრიაქსონის, გამოყენების დროს, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმძიმის, მსუბუქიდან დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით დამთავრებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ცეფტრიაქსონის მიღების დროს ან მის შემდეგ. გასათვალისწინებელია ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა და Clostridium difficile-ს სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა. არ არს რეკომენდირებული სამკურნალო საშუალებების დანიშვნა, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას. სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული სუპერინფექციები.
თირკმელისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობა
თირკმელის და ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს აუცილებელია პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე კლინიკური კონტროლი.
სეროლოგიური კვლევის შედეგებზე გავლენა
ცეფტრიაქსონმა შეიძლება გავლენა იქონიოს კუმბსის ტესტების შედეგებზე, შეიძლება გამოვლინდეს ცრუ დადებითი შედეგები. ასევე შეიძლება გამოვლინდეს გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები.
შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტულ მეთოდებს შეიძლება ცრუ დადებითი შედეგები ჰქონდეს. ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ფერმენტული მეთოდით.
ცეფტრიაქსონის არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზის შემცველობის მონიტორინგის სისტემების შედეგებზე, აჩვენოს ცრუ დაბალი გლუკოზის დონე. გაეცანით თითოეული სისტემის გამოყენების ინსტრუქციას. საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ტესტირების ალტერნატიული მეთოდები.
ნატრიუმი
ცეფტრიაქსონის თითო გრამის შემადგენლობაში შედის 3.6 მმოლი ნატრიუმი, რაც ყურადსაღებია ნატრიუმ-კონტროლირებადი დიეტის დროს.
ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი
ცეფტრიაქსონს გააჩნია შეზღუდული ანტიბაქტერიული მოქმედება, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება ერთადერთი პრეპარატის სახით ზოგიერთი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ, თუ გამომწვევი არ არის გამოვლენილი. პოლიმიკრობული ინფექციების შემთხვევაში, როდესაც საეჭვო გამომწვევებში შედის ცეფტრიაქსონის მიმართ რეზისტენტული ორგანიზმები, განიხილება დამატებითი ანტიბიოტიკის დანიშვნა.
ლიდოკაინის გამოყენება
გამხსნელად ლიდოკაინის ხსნარის გამოყენების შემთხვევაში, ცეფტრიაქსონის ხსნარი გამოიყენება მხოლოდ ინტრამუსკულარულად.
ბილიარული ლითიაზი
სონოგრამებზე ჩრდილების დაფიქსირების შემთხვევაში, განიხილება ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის შესაძლებლობა. ჩრდილები, რომლებიც შეცდომით ჩაითვალა კენჭებად, გამოვლინდა ნაღვლის ბუშტის სონოგრამებზე და დაფიქსირდა უმეტესად ცეფტრიაქსონის დღეში 1გ და უფრო დიდი დოზებით გამოყენებისას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პედიატრიულ პაციენტებში. ასეთი პრეციპიტატები ქრება ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატები ნაკლებად უკავშირდება სიმპტომებს. სიმპტომატურ შემთხვევებში რეკომენდირებულია კონსერვატიული არაქირურგიული მართვა და ექიმმა უნდა განიხილოს ცეფტრიაქსონით მკურნალობის შეწყვეტა კონკრეტული სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.
ბილიარული სტაზი
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ცეფტრიაქსონს, დაფიქსირდა პანკრეატიტის შემთხვევები, რომელიც შესაძლებელია განვითარდა სანაღვლე გზების ობსტრუქციის შედეგად. ამ პაციენტთა უმეტესობას უკვე მანამდე აღენიშნებოდა ბილიარული სტაზისა და ბილიარული სლაჯის რისკ-ფაქტორები, რომლებშიც შედის ადრე ჩატარებული მკურნალობა, მძიმე დაავადებები და სრული პერენტერალური კვება. შეუძლებელია ცეფტრიაქსონთან დაკავშირებული ბილიარული პრეციპიტატების ტრიგერის ან კოფაქტორის გამორიცხვა.
ნეფროლიტიაზი
დაფიქსირდა ნეფროლიტიაზის შემთხვევები, რომლებიც შექცევადია ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტისას. სიმპტომურ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ულტრასონოგრაფია. მისი გამოყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ნეფროლიტიაზი ან ჰიპერკალციურია, ექიმმა უნდა განიხილოს სარგებლის/რისკის შეფასების საფუძველზე.
ენცეფალოპათია
ენცეფალოპათია დაფიქსირდა ცეფტრიაქსონის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მძიმე უკმარისობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები.
ცეფტრიაქსონთან ასოცირებულ ენცეფალოპათიაზე ეჭვის შემთხვევაში (მაგ., ცნობიერების დაქვეითება, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, მიოკლონუსი, კრუნჩხვები), განხილულ უნდა იქნეს ცეფტრიაქსონის მიღების შეწყვეტა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ნებისმიერი სხვა ცეფალოსპორინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეციპიტატების წარმოქმნის რისკის გამო, კალციუმის შემცველი გამხსნელები, როგორიცაა რინგერის ხსნარი ან ჰარტმანის ხსნარი, არ გამოიყენება ცეფტრიაქსონის გახსნისთვის ან ფლაკონის შიგთავსის დამატებითი გაზავებისთვის ინტრავენური შეყვანის მიზნით.
ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნა შესაძლებელია ცეფტრიაქსონის შერევისას კალციუმის შემცველ ხსნარებთან ინტრავენური გამოყენების ერთ საინფუზიო სისტემაში.
არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შეყვანა კალციუმის შემცველ ინტრავენურად შესაყვან ხსნარებთან ერთად, მათ შორის კალციუმის შემცველი ხსნარების უწყვეტი ინფუზიების დროს, მაგ., პარენტერალური კვებისას Y-პორტის მეშვეობით. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში (ახალშობილების გარდა) ცეფტრიაქსონი და კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენება შეიძლება თანმიმდევრულად, ერთმანეთის მიყოლებით, თუ ინფუზიებს შორის საინფუზიო სისტემები სათანადოდ გაირეცხება სტერილური შეთავსებადი ხსნარით.
მოზრდილთა პლაზმის და ახალშობილთა ჭიპლარის სისხლის პლაზმის In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებში ცეფტრიაქსონ- კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის რისკი მაღალია.
პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს K ვიტამინის საწინააღმდეგო ეფექტი და სისხლდენის რისკი. ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულების შემდეგ მიზანშეწონილია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) ხშირი მონიტორინგი და იმ საშუალებების დოზის კორექცია, რომლებიც K ვიტამინზე მოქმედებენ.
არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები თირკმელების ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდასთან დაკავშირებით ამინოგლიკოზიდების ცეფალოსპორინებთან ერთად გამოყენებისას. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდირებულია ამინოგლიკოზიდების დონის (და თირკმელების ფუნქციონირების) მონიტორინგი და პაციენტზე კლინიკური დაკვირვება.
In-vitro კვლევებისას გამოვლინდა ანტაგონისტური მოქმედება ქლორამფენიკოლის ცეფტრიაქსონთან კომბინაციის დროს. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი.
არ არსებობს მონაცემები ურთიერთქმედებების განვითარების შესახებ ცეფტრიაქსონისა და პერორალური კალციუმის შემცველი პრეპარატების ერთად მიღების შემთხევვაში, აგრეთვე ცეფტრიაქსონის ინტრამუსკულარულად და კალციუმის შემცველი პროდუქტების (ინტრავენურად ან პერორალურად) ერთად გამოყენების შემთხვევაში.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცეფტრიაქსონს, კუმბსის ტესტმა შეიძლება აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგები.
ცეფტრიაქსონმა, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს გალაქტოზემიის ცრუ დადებითი შედეგები.
ასევე, შარდში გლუკოზის განსაზღვრის არაფერმენტულ მეთოდებს შეიძლება ცრუ დადებითი შედეგები ჰქონდეს. ამიტომ, ცეფტრიაქსონით მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ფერმენტული მეთოდით.
დიდი დოზებით ცეფტრიაქსონისა და ძლიერმოქმედი შარდმდენების (მაგალითად, ფუროსემიდი) ერთად გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ დაფიქსირებულა.
პრობენეციდი არ მოქმედებს ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევის, ღებინების და დიარეის სიმპტომები. ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის შემცირება შეუძლებელია ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა სიმპტომურია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვა:
შეინახეთ 8 0C დან 25 0C-მდე ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ნესტისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 1 ფლაკონი შეფუთულია დაბეჭდილ კოლოფში.
წარმოებელია:
Kwality Pharmaceuticals Ltd.
1- A, სამრეწველო ზონა, რაჯა კა ბაღი, ტეჰსილ-ნურპურის რაიონი- კანგრა (H.P.)- 176201, ინდოეთი
ექსპორტს და მარკეტინგს ახორციელებს
Alde Medi Impex Ltd
1076, მე-10 სართული, A.G.M.T IInd, ნეტაჯი სუბჰაშ პლეისი, ნიუ დელი-110034, ინდოეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


