ფარინგალი
PHARYNGAL®
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფარინგალის გამოყენებამდე; ფარინგალის გამოყენების წესი;
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ქლორჰექსიდინი (chlorhexidine) + ლიდოკაინი (lidocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- (2მგ + 0,5მგ)/მლ 30მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 დგუშითა და აპლიკატორით
- მწარმოებელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, ბოსნია და ჰერცეგოვინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046433
- რეგისტრირებულია
- 6 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 6 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bosnalijek Pharmaceutical and Chemical Industry, JSC (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფარინგალი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფარინგალის გამოყენებამდე;
ფარინგალის გამოყენების წესი;
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა:
ზრდასრულები: 2-4 შესხურება, 6-10-ჯერ დღეში.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 2-4 შესხურება, 6-10-ჯერ დღეში.
6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1-2 შესხურება, 3-5-ჯერ დღეში.
ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ხანგრძლივი პერიოდებით. თუ სიმპტომები უარესდება ან არ უმჯობესდება 3-4 დღეში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გამოყენების მეთოდი:
პირველად გამოყენებამდე დოზატორს უნდა მოეხსნას პლასტიკური თავსახური;
სპრეის აპლიკატორი უნდა დატრიალდეს ზემოთ, საწყისი პოზიციიდან მარჯვენა კუთხით (სურ. 1);
სურათი 1
ამის შემდეგ. სპრეის აპლიკატორი სუსტი ზეწოლით უნდა მოთავსდეს დოზატორზე;
სპრეის პირველად გამოყენებამდე, დოზატორზე ზეწოლა უნდა მოხდეს რამდენჯერმე, სანამ არ მოხდება თანაბარი გამოფრქვევა;
პირი უნდა გაიღოს ფართოდ, აპლიკატორი მიმართული უნდა იყოს ხახისკენ და ხელის დაჭერა უნდა მოხდეს დოზატორზე იმდენჯერ, რამდენჯერაც განსაზღვრულია წამლის დოზირებით (სურ. 2);
სურათი 2
მედიკამენტის გამოფრქვევისას უნდა მოხდეს სუნთქვის შეკავება. არ უნდა მოხდეს გადაყლაპვა;
მედიკამენტის გამოყენების შემდეგ, აპლიკატორი უნდა მობრუნდეს ქვემოთ, რაც კეტავს დოზატორს;
ინფექციის გავრცელების რისკის პრევენციისათვის თითოეული ბოთლი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ (არაუმეტეს) ერთი პაციენტის მიერ.
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ხანგრძლივად. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები უარესდება ან არ უმჯობესდება 3-4 დღის შემდეგ.
ფარინგალის დოზის გადაჭარბებისას
ფარინგალის დიდი რაოდენობით მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეს მედიკამენტი შეიცავს ტოქსიკური დოზის მხოლოდ ფრაქციას. მედიკამენტის სათანადოდ გამოყენებისას დოზის გადაჭარბების რისკი ძალიან მცირეა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ქლორჰექსიდინის გლუკონატის ან ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფარინგალის გამოყენებამდე.
ფარინგალი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი, უწყვეტი ან განმეორებითი გამოყენებისათვის. მედიკამენტის გამოყენება უნდა შემოიფარგლოს ტკივილის და გაღიზიანების მოხსნით მხოლოდ აუცილებლობის დროს;
გულყრების ანამნეზის მქონე ბავშვებში გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მედიკამენტი შეიცავს მენთოლს;
თავიდან უნდა იქნეს აცილებული თვალებთან და ყურთან კონტაქტი. სპრეის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას საჭიროა მათი დაუყოვნებლივ გამორეცხვა დიდი რაოდენობა წყლით;
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (ერთ ბოთლზე მეტი ერთი დღის განმავლობაში) არსებობს ყლაპვის რეფლექსის კონტროლის დაქვეითების მცირე რისკი;
თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, იხ. ასევე, პარაგრაფი “სხვა მედიკამენტების მიღება ფარინგალთან ერთად”.
ბავშვები
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
დაუშვებელია იმ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც გამოიყენება ალცჰაიმერის სუსტი შემთხვევების დროს (ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები);
დაუშვებელია სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან ერთად მიღება.
ფარინგალის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალოკჰოლთან ერთად
არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ფარინგალი შეიცავს სპირტს, იხ. ასევე პარაგრაფი “ფარინგალი შეიცავს სპირტს და ნატრიუმს”.
თუ მიღებულია ზემოთ ჩამოთვლილი სიფრთხილის ზომები, ფარინგალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის საჭირო სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღება.
ფარინგალი შეიცავს სპირტს და ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს სპირტს (ეთანოლი 96%). ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 350 მგ ეთანოლს, ე.ი. სპრეის დგუშზე ერთხელ დაჭერით თავისუფლდება 0,14 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 49 მგ ეთანოლს. ეთანოლის შემცველობა უდიდეს ერთჯერად დოზაში, რომელიც რეკომენდებულია ზრდასრულებისა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის (4 შესხურება), შეადგენს 196 მგ-ს; 6-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის (2 შესხურება) – 98 მგ-ს.
ეს მედიკამენტი სეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ყოველ 4 გაფრქვევაში, ე.ი. ფაქტობრივად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.
გვერდითი მოვლენები
ფარინგალის შენახვის წესი;
ჭარბი დოზა
მოუსვენრობა, ტინიტუსი, სუნთქვის გაძნელება, გულის რითმის დარღვევა, ყლაპვის რეფლექსის კონტროლის დაქვეითება.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია ქლორჰექსიდინი და ლიდოკაინი.
1 მლ ხსნარი შეიცავს: 2 მგ ქლორჰექსიდინის დიგლუკონატს და 0,5 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
დგუშზე ერთი ზეწოლით თავისუფლდება 0,14 მლ ხსნარი 0,28 მგ ქლორჰექსიდინის დიგლუკონატითა და 0,07 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდით.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ეთანოლი 96%, გლიცეროლი 85%, რაცემიკული მენთოლი, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი და გაწმენდილი წყალი.
ფარინგალის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ფარინგალი არის უფერო ხსნარი მენთოლისა და სპირტის სუნით.
ფარინგალი მოთავსებულია ქარვისფერ მინის ბოთლში დოზატორით, დამცველობითი თავსახურითა და სპრეის აპლიკატორით. ბოთლი შეიცავს 30 მლ ხსნარს.
მედიკამენტის გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Sarajevo, Jukiceva 53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმაცეუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინ სთოქ კომპანი, სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
მწარმოებელი

ლიცენზიის ნომერი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი:
2026 წლის მარტი
შენახვის პირობები
ფარინგალი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.
შენახვის ვადა: 24 თვე
დაუშვებელია ფარინგალის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები.
ათქ კოდი: R02AA05.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი არის ამიდების ჯგუფის ადგილობრივი პერიფერიული საანესთეზიო საშუალება, რომელსაც აქვს ზედაპირული ანალგეზური ეფექტი, რომელიც არ მოქმედებს ნერვულ გამტარებლობაზე გამოყენების ადგილზე. ადგილობრივი მოქმედება ვლინდება არაიონური ფორმით. ლიდოკაინს აქვს ეფექტიანობის/ტოქსიკურობის განსაკუთრებული სარგებლიანი ფარდობა და ძალიან იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი არის კათიონ აქტიური ანტისეპტიკური საშუალება, მას აქვს ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება როგორც გრამდადებით, ისე გრამუარყოფით ბაქტერიებზე, ასევე, ანტიმიკოზური ეფექტი დერმატოფიტებზე და საფუარა სოკოებზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
მცირე რაოდენობა შეიძლება მოხვდეს საჭმლის მომნელებელ სისტემაში, თუ მოხდება ფარინგალის ხსნარის ან ნერწყვის გადაყლაპვა. ქლორჰექსიდინი არ შეიწოვება.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ლიდოკაინი შეიძლება შეწოვილ იქნეს პირ-ხახის ლორწოვანის მიერ. თუმცა, ლიდოკაინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება სისტემურ ცირკულაციამდე მიღწევამდე.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ეთანოლი 96%
გლიცეროლი 85%
რაცემიკული მენთოლი
ნატრიუმის საქარინი
ლიმონმჟავის მონოჰიდრატი
გაწმენდილი წყალი
შეუთავსებლობები
მონაცემები შეუთავსებლობის შესახებ არ არის ცნობილი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფარინგალი® (2 + 0.5) მგ/მლ ორომუკოზური სპრეი, ხსნარი
ქლორჰექსიდინი/ლიდოკაინი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა მედიკამენტით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 3-4 დღის შემდეგ.
ინსტრუქცია შიმოცემულია:
რას წარმოადგენს ფარინგალი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფარინგალის გამოყენებამდე;
ფარინგალის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ფარინგალის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ფარინგალი და მისი გამოყენება
ფარინგალი არის სპრეი პირის ღრუსა და ხახაში ადგილობრივი მოქმედებით.
ის არის ანტისეპტიკური საშუალება და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი.
ფარინგალი რეკომენდებულია:
ყელის ტკივილის სიმპტომების, ყელის სიწითლის, ხახის დაავადებების სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს გაღიზიანება;
ცხელებით მიმდინარე ბაქტერიული ინფექციის დროს საჭიროა დამატებითი მკურნალობა;
ფარინგალი არ შეიცავს შაქარს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 3-4 დღის შემდეგ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფარინგალის გამოყენებამდე
დაუშვებელია ფარინგალის გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია ქლორჰექსიდინის გლუკონატის ან ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის, ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ფარინგალის გამოყენებამდე.
ფარინგალი არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი, უწყვეტი ან განმეორებითი გამოყენებისათვის. მედიკამენტის გამოყენება უნდა შემოიფარგლოს ტკივილის და გაღიზიანების მოხსნით მხოლოდ აუცილებლობის დროს;
გულყრების ანამნეზის მქონე ბავშვებში გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მედიკამენტი შეიცავს მენთოლს;
თავიდან უნდა იქნეს აცილებული თვალებთან და ყურთან კონტაქტი. სპრეის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას საჭიროა მათი დაუყოვნებლივ გამორეცხვა დიდი რაოდენობა წყლით;
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (ერთ ბოთლზე მეტი ერთი დღის განმავლობაში) არსებობს ყლაპვის რეფლექსის კონტროლის დაქვეითების მცირე რისკი;
თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, იხ. ასევე, პარაგრაფი “სხვა მედიკამენტების მიღება ფარინგალთან ერთად”.
ბავშვები
დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და ფარინგალი
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
დაუშვებელია იმ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც გამოიყენება ალცჰაიმერის სუსტი შემთხვევების დროს (ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები);
დაუშვებელია სხვა ანტისეპტიკურ საშუალებებთან ერთად მიღება.
ფარინგალის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალოკჰოლთან ერთად
არ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ფარინგალი შეიცავს სპირტს, იხ. ასევე პარაგრაფი “ფარინგალი შეიცავს სპირტს და ნატრიუმს”.
თუ მიღებულია ზემოთ ჩამოთვლილი სიფრთხილის ზომები, ფარინგალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის საჭირო სპეციალური სიფრთხილის ზომების მიღება.
ფარინგალი შეიცავს სპირტს და ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს სპირტს (ეთანოლი 96%). ხსნარის თითოეული მილილიტრი შეიცავს 350 მგ ეთანოლს, ე.ი. სპრეის დგუშზე ერთხელ დაჭერით თავისუფლდება 0,14 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 49 მგ ეთანოლს. ეთანოლის შემცველობა უდიდეს ერთჯერად დოზაში, რომელიც რეკომენდებულია ზრდასრულებისა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის (4 შესხურება), შეადგენს 196 მგ-ს; 6-12 წლის ასაკის ბავშვებისათვის (2 შესხურება) – 98 მგ-ს.
ეს მედიკამენტი სეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ყოველ 4 გაფრქვევაში, ე.ი. ფაქტობრივად “ნატრიუმისაგან თავისუფალია”.
ფარინგალის გამოყენების წესი
მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზაა:
ზრდასრულები: 2-4 შესხურება, 6-10-ჯერ დღეში.
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება:
12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 2-4 შესხურება, 6-10-ჯერ დღეში.
6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები: 1-2 შესხურება, 3-5-ჯერ დღეში.
ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ხანგრძლივი პერიოდებით. თუ სიმპტომები უარესდება ან არ უმჯობესდება 3-4 დღეში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გამოყენების მეთოდი:
პირველად გამოყენებამდე დოზატორს უნდა მოეხსნას პლასტიკური თავსახური;
სპრეის აპლიკატორი უნდა დატრიალდეს ზემოთ, საწყისი პოზიციიდან მარჯვენა კუთხით (სურ. 1);
სურათი 1
ამის შემდეგ. სპრეის აპლიკატორი სუსტი ზეწოლით უნდა მოთავსდეს დოზატორზე;
სპრეის პირველად გამოყენებამდე, დოზატორზე ზეწოლა უნდა მოხდეს რამდენჯერმე, სანამ არ მოხდება თანაბარი გამოფრქვევა;
პირი უნდა გაიღოს ფართოდ, აპლიკატორი მიმართული უნდა იყოს ხახისკენ და ხელის დაჭერა უნდა მოხდეს დოზატორზე იმდენჯერ, რამდენჯერაც განსაზღვრულია წამლის დოზირებით (სურ. 2);
სურათი 2
მედიკამენტის გამოფრქვევისას უნდა მოხდეს სუნთქვის შეკავება. არ უნდა მოხდეს გადაყლაპვა;
მედიკამენტის გამოყენების შემდეგ, აპლიკატორი უნდა მობრუნდეს ქვემოთ, რაც კეტავს დოზატორს;
ინფექციის გავრცელების რისკის პრევენციისათვის თითოეული ბოთლი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ (არაუმეტეს) ერთი პაციენტის მიერ.
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ხანგრძლივად. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ სიმპტომები უარესდება ან არ უმჯობესდება 3-4 დღის შემდეგ.
ფარინგალის დოზის გადაჭარბებისას
ფარინგალის დიდი რაოდენობით მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეს მედიკამენტი შეიცავს ტოქსიკური დოზის მხოლოდ ფრაქციას. მედიკამენტის სათანადოდ გამოყენებისას დოზის გადაჭარბების რისკი ძალიან მცირეა.
დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: მოუსვენრობა, ტინიტუსი, სუნთქვის გაძნელება, გულის რითმის დარღვევა, ყლაპვის რეფლექსის კონტროლის დაქვეითება.
მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
ძალიან იშვიათი: კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული რეაქციები;
შეიძლება განვითარდეს გემოს დარღვევები, წვის შეგრძნება ენაზე და ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები);
მედიკამენტის ხანგრძლივი და უწყვეტი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს კბილების ყავისფერი შეფერილობა, თუმცა ყავისფერი შეფერილობა მოცილებადია.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესალო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში,
ფარინგალის შენახვის წესი
ფარინგალი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 25ºC ტემპერატურის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.
შენახვის ვადა: 24 თვე
დაუშვებელია ფარინგალის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფარინგალი
აქტიური ნივთიერებებია ქლორჰექსიდინი და ლიდოკაინი.
1 მლ ხსნარი შეიცავს: 2 მგ ქლორჰექსიდინის დიგლუკონატს და 0,5 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
დგუშზე ერთი ზეწოლით თავისუფლდება 0,14 მლ ხსნარი 0,28 მგ ქლორჰექსიდინის დიგლუკონატითა და 0,07 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდით.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ეთანოლი 96%, გლიცეროლი 85%, რაცემიკული მენთოლი, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი და გაწმენდილი წყალი.
ფარინგალის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ფარინგალი არის უფერო ხსნარი მენთოლისა და სპირტის სუნით.
ფარინგალი მოთავსებულია ქარვისფერ მინის ბოთლში დოზატორით, დამცველობითი თავსახურითა და სპრეის აპლიკატორით. ბოთლი შეიცავს 30 მლ ხსნარს.
მედიკამენტის გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Sarajevo, Jukiceva 53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმაცეუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინ სთოქ კომპანი, სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
მწარმოებელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Sarajevo, Jukiceva 53, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმაცეუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინ სთოქ კომპანი, სარაევო, იუკიჩევა 53, ბოსნია და ჰერცეგოვინა
ლიცენზიის ნომერი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღი:
2026 წლის მარტი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.