როზუვინი 40მგ
Rosuvin 40mg
- მოქმედი ნივთიერება
- rosuvastatin
- ფორმა და შეფუთვა
- 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- Merkez Laboratuari Ilaç San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C10AA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046087
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2026, მოქმედებს 22 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Helba İlaç İç ve Dış Sanayi Ticaret Anonim Sirketi (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
როზუვინი 40მგ — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
როზუვინით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტს უნიშნავენ სტანდარტულ ჰიპოლიპიდემიურ დიეტას, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის პერიოდში. როზუვინის დოზის კორექცია შეიძლება მკურნალობის მიზნებისა და პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით, არსებულ გაიდლაინებზე დაყრდნობით.
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა
პაციენტებში, რომლებმაც პირველად დაიწყეს სტატინების მიღება და როზუვასტატინით მკურნალობაზე გადავიდნენ სხვა HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებიდან, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 ან 10 მგ-ს პერორალურად, ერთჯერადი დღიური დოზით. საწყისი დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია პაციენტების ქოლესტერინის ინდივიდუალური დონე, გვერდითი მოვლენების შესაძლო რისკი, ასევე სამომავლო გულსისხლძარღვოვანი რისკი (იხილეთ ქვემოთ). საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დოზის კორექცია შემდეგი დოზის დონემდე 4 კვირის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 5.1).
40 მგ დოზირების დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მომატებული სიხშირის გამო (იხილეთ პუნქტი 4.8), უფრო დაბალ დოზებთან შედარებით, დოზის მომატება მაქსიმალურ დოზამდე 40 მგ განიხილება მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ჰომოზიგოტური, ჰეტეროზიგოტური ოჯახური კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში), რომლებიც გულსისხლძარღვოვანი დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან 20 მგ-იანი დოზირებისას და რომლებიც ვერ ღებულობენ ადექვატურ საპასუხო რეაქციას. აღნიშნული პაციენტები უნდა იყვნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ (იხილეთ პუნქტი 4.4). 40 მგ დოზის მიღება უნდა დაიწყოს სპეციალისტის (კარდიოლოგის ან ენდოკრინოლოგის) მეთვალყურეობის ქვეშ.
გულსისხლძარღვოვანი მოვლენების პრევენცია:
კვლევაში გამოყენებული დოზა გულსისხლძარღვოვანი მოვლენების რისკის შესამცირებლად არის 20 მგ დღეში (იხილეთ პუნქტი 5.1 - ფარმაკოდინამიკური თვისებები).
მიღების წესი:
როზუვინის მიღება შეიძლება უზმოზე ან ჭამის შემდეგ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციისათვის
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ), რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ. პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით, 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია. როზუვინის ყველა დოზა უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისოთ (იხილეთ პუნქტი 4.3 და პუნქტი 5.2).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში მაჩვენებლით 7 ან ნაკლები ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით, როზუვასტატინის სისტემური გამოყენების ზრდა არ აღინიშნებოდა. თუმცა სისტემური ზემოქმედების ზრდა აღინიშნებოდა პაციენტებში 8 და 9 შეფასებით ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით (იხილეთ პუნქტი 5.2). ასეთ პაციენტებში უნდა შეფასდეს თირკმლების ფუნქცია (იხილეთ პუნქტი 4.4). ჩაილდ პიულ შკალით 9 და მეტი შეფასების მქონე პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება არ არსებობს. როზუვინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის აქტიური დაავადებით (იხილეთ პუნქტი 4.3).
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში პრეპარატი მხოლოდ გამოცდილი ექიმი-სპეციალისტის მიერ გამოიყენება.
ბავშვები და მოზარდები; 6-17 წლის (ტანერის სტადია <II-IV):
ბავშვებში და მოზარდებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, ნორმალური საწყისი დოზა არის 5 მგ დღეში.
6-9 წლის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, დოზირების ნორმალური დიაპაზონი არის 5-10 მგ დღეში ერთხელ. აღნიშნულ პოპულაციაში > 10 მგ დოზების უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის.
10-17 წლის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, დოზირების ნორმალური დიაპაზონი არის 5-20 მგ პერორალურად დღეში ერთხელ. აღნიშნულ პოპულაციაში > 20 მგ დოზების უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის.
დოზის ტიტრაცია პედიატრიულ პოპულაციაში უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, როგორც ეს მოცემულია მკურნალობის რეკომენდაციებში (იხილეთ პუნქტი 4.4). როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე, ბავშვებსა და მოზარდებს უნიშნავენ სტანდარტულ ჰიპოლიპიდემიურ დიეტას, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.
ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, გამოცდილება შეზღუდულია 8-17 წლის ასაკში.
პედიატრიულ პაციენტებში მიზანშეწონილი არ არის 40 მგ ტაბლეტების გამოყენება.
6 წლამდე ასაკის ბავშვები:
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის. შესაბამისად, როზუვინის გამოყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმულები:
> 70 წლის ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5 მგ (იხილეთ პუნქტი 4.4). ასაკის მიხედვით დოზის შემდგომი კორექცია საჭირო არ არის.
სხვა
ეთნიკურობა
აზიური წარმოშობის პაციენტებში აღინიშნებოდა სისტემური ზემოქმედების მომატება (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.4 და 5.2). აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში საწყისი დოზის სახით რეკომენდებულია 5 მგ. 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია აღნიშნულ პაციენტებში.
გენეტიკური პოლიმორფიზმი
ცნობილია გენეტიკური პოლიმორფიზმის გარკვეული ტიპები, რომლებიც იწვევენ მომატებულ ზემოქმედებას როზუვასტატინის მიმართ (იხილეთ პუნქტი 5.2). პაციენტებში, რომლებსაც პოლიმორფიზმის ასეთი სპეციფიკური ტიპი აქვთ, როზუვინის უფრო დაბალი დღიური დოზა არის რეკომენდებული.
დოზირება მიოპათიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში
5 მგ რეკომენდებულია საწყისი დოზის სახით, მიოპათიის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი 4.4). ზოგიერთ ასეთ პაციენტში, 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი 4.3).
თანმხლები მკურნალობა
როზუვასტატინი არის სხვადასხვა მატარებელი ცილის სუბსტრატი (მაგალითად, OATP1B1 და BCRP). როზუვინი შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ როზუვასტატინინის პლაზმური კონცენტრაციები, აღნიშნულ მატარებელ ცილებთან ურთიერთქმედების გამო (მაგალითად, ციკლოსპორინი და ატაზანავირის, ლოპინავირის და/ან ტიპრანავირის კომბინაციები რიტონავირთან) (იხილეთ პუნქტები 4.4 და 4.5) და გაზარდონ მიოპათიის რისკი (რაბდომიოლიზის ჩათვლით) ერთად გამოყენების შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში, განიხილება ალტერნატიული თერაპია, და როზუვინით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. თუ, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატების როზუვინთან კომბინაციის თავიდან არიდება შეუძლებელია, საჭიროა როზუვინის დოზის კორექცია და თანმხლები მკურნალობის რისკი/სარგებლის შეფასება (იხილეთ პუნქტი 4.5). როზუვასტატინის დღიური დოზა შეიძლება შემოიფარგლოს 10 მგ-მდე იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ატაზანავირი/რიტონავირის ან ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციას.
უკუჩვენებები
როზუვინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგი მდგომარეობების დროს:
ჰიპერმგრძნობელობა როზუვასტატინინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ;
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შრატში ტრანსამინაზების დონის აუხსნელი მომატება და ღვიძლის აქტიური დაავადება შრატის ტრანსამინაზების მომატებით 3-ჯერ მეტად დაშვებულ ზღვარზე (3xULN),
პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ),
მიოპათიის მქონე პაციენტებში,
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ციკლოსპორინს,
სიფრთხილის ზომები
თირკმლის ეფექტები
პაციენტებში, რომლებიც როზუვინის მაღალ დოზებს ღებულობდნენ, განსაკუთრებით 40 მგ-ს, ტესტ-ჩხირებით გამოვლინდა პროტეინურია, ჩვეულებრივ მილაკოვანი, რომელიც შემთხვევათა უმრავლესობაში იყო ტრანზიტორული და წყვეტილი. აღნიშნული არ არის თირკმლის მწვავე ან პროგრესული დაავადები მაჩვენებელი (იხილეთ პუნქტი 4.8). პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკაში, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების სიხშირე უფრო მაღალია > 40 მგ დოზირების დროს. 40 მგ როზუვინით ნამკურნალევ პაციენტებში, რუტინული შემოწმების დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის შეფასება.
ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე
პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინით მკურნალობენ, ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე, როგორიცაა მიალგია, მიოპათია და იშვიათად რაბდომიოლიზი აღინიშნებოდა ყველა დოზაზე, განსაკუთრებით > 20 მგ დოზებზე. HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორებისა და ეზეტიმიბის ერთად გამოყენების შედეგად აღინიშნებოდა რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები. პირიქით, ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების იგნორირება არ შეიძლება (იხილეთ პუნქტი 4.5) და მათი ერთად გამოყენებისას სიფრთხილის ზომების დაცვა არის აუცილებელია. HMG-CoA სხვა რედუქტაზა ინჰიბიტორების მსგავსად, როზუვასტატინთან დაკავშირებული რაბდომიოლიზის შემთხვევები პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში უფრო მეტია 40 მგ დოზაზე.
კრეატინ კინაზას განსაზღვრა
კრეატინ კინაზას (CK) განსაზღვრა არ შეიძლება დაძაბული ვარჯიშის შემდეგ, ვინაიდან შეიძლება მცდარი შედეგები მივიღოთ, და ისეთი პირობების არსებობისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კრეატინინ კინაზას მატება. თუ კრეატინინ კინაზას საწყისი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია (>5xULN), შედეგის დასადასტურებლად 5-7 დღის განმავლობაში ანალიზი უნდა განმეორდეს. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ანალიზი დაადასტურებს, რომ CK-ს საწყისი მაჩვენებელი არის >5xULN, მკურნალობის დაწყება არ შეიძლება.
მკურნალობის დაწყებამდე
სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მსგავსად, როზუვინი სიფრთხილით გამოიყენება მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ფაქტორებია:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
ჰიპოთიროიდიზმი-
კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების ინდივიდუალური ან ოჯახური ანამნეზი;
კუნთების ტოქსიურობის ანამნეზი გამოწვეული ნებისმიერი სხვა HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორების ან ფიბრატების (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) გამოყენებით;
ალკოჰოლიზმი;
ასაკი 70 წელს ზემოთ;
პირობები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ პლაზმური დონეები (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.5 და 5.2);
ფიბრატებთან (მაგალითად, გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) ერთად გამოყენება.
ასეთ პაციენტებში, უნდა შეფასდეს როზუვინით მკურნალობის რისკი, მისაღწევი სარგებლის მიხედვით, აუცილებელია პაციენტის კლინიკური მონიტორინგი. თუ კრეატინინ კინაზას საწყისი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია (CK>5xULN), მკურნალობის დაწყება არ შეიძლება.
მკურნალობის დროს
პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია, უცნობი მიზეზით კუნთების ტკივილის, სისუსტის ან უეცარი სპაზმების, განსაკუთრებით ცხელებისა თუ ადვილად დაღლილობის შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ექიმს. აღნიშნულ პაციენტებში უნდა განისაზღვროს CK-ს დონე. იმ შემთხვევაში, თუ CK-ს დონე მნიშვნელოვნად გაზრდილია (>5xULN) ან თუ კუნთების სიმპტომები მძიმეა და იწვევს დისკომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში (მაშინაც კი, თუ CK ≤5xULN), მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ სიმპტომები გაქრება და CK დონე მიაღწევს ნორმალურ დონეს, შეიძლება როზუვინით მკურნალობის განახლების ან სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის გამოყენების განხილვა, პაციენტის მონიტორინგისა და მინიმალური ეფექტიანი დოზის გამოყენების პირობით. ასიმპტომატურ პაციენტებში არ არის აუცილებელი CK დონის რუტინული მონიტორინგი. იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია (IMNM) აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად სტატინებით (როზუვასტატინით) მკურნალობის დროს და მას შემდეგ. IMNM კლინიკურად ხასიათდება მიმდინარე პროქსიმალური კუნთების სისუსტით და შრატში მომატებული კრეატინ კინაზით სტატინებით თერაპიის შეწყვეტის მიუხედავად.
კლინიკურ კვლევებში, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ როზუვინის ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე მომატებულია პაციენტების მცირე ჯგუფში, რომლებიც იტარებენ თანმხლებ მკურნალობას როზუვინით. მიუხედავად ამისა, მიოზიტისა და მიოპათიის მომატებული სიხშირე აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს ფიბრატების წარმოებულებთან კომბინაციაში, გემფიბროზილის, ციკლოსპორინის, ნიკოტინის მჟავას, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების, პროტეაზას ინჰიბიტორებისა და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჩათვლით. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის რისკს HMG-CoA რედუქტაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას. ამიტომ, როზუვინის კომბინირება გემფიბროზილთან რეკომენდებული არ არის. ლიპიდების დონის შემდგომი ცვლილებების უპირატესობები როზუვინის გამოყენებისას კომბინაციაში ფიბრატებთან (როგორიცაა გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) და ნიაცინთან სათანადოდ უნდა იქნას განხილული აღნიშნული კომბინაციების შესაძლო რისკების გათვალისწინებით. როზუვინის 40 მგ დოზის გამოყენება ფიბრატებთან (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი 4.5 და პუნქტი 4.8). როზუვასტატინისა და ფუსიდის მჟავას კომბინაცია რეკომენდებული არ არის. აღნიშნული კომბინაციის გამოყენებისას აღწერილია რაბდომიოლიზის (ლეტალური შედეგის ჩათლით) შემთხვევები.
როზუვინის გამოყენება არ შეიძლება მძიმე მწვავე მოვლენების მქონე არცერთ პაციენტში (მაგალითად, სეფსისი, ჰიპოტენზია, ქირურგიული ჩარავები, ტრავმა, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები თუ არაკონტროლირებული კრუნჩხვები), რაც შეიძლება მიანიშნებდეს მიოპათიის ან რაბდომიოლიზის მეორადად განვითარებული თირკმლის უკმარისობაზე.
ზეგავლენა ღვიძლზე
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, როზუვინი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლის ჭარბ რაოდენობას და/ან აქვთ ღვიძლის დაავადების ანამნეზი.
როზუვინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები. თუ ტრანსამინაზების დონე შრატში 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, როზუვინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ან შემცირდეს დოზა. ღვიძლის მძიმე დარღვევების შესახებ შეტყობინებების სიხშირე (განსაკუთრებით ღვიძლის მომატებული ტრანსამინაზები) პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში უფრო მაღალია 40 მგ დოზის გამოყენების დროს.
პაციენტებში მეორადი ჰიპერქოლისტერინემიით გამოწვეული ჰიპოთიროიდიზმით ან ნეფროზული სინდრომით, როზუვინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოსწორდეს გამომწვევი დაავადება.
ეთნიკურობა
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა უჩვენეს, რომ სისტემური ზემოქმედება გაზრდილია აზიური წარმოშობის პაციენტებში, თეთრი რასის პაციენტებთან შედარებით (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.3 და 5.2).
პროტეაზას ინჰიბიტორები
როზუვასტატინის მომატებული სისტემური ზემოქმედება აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პროტეაზას სხვადასხვა ინჰიბიტორებს რიტონავირთან კომბინაციაში როზუვასტატინთან ერთად. როზუვინით ლიპიდების დონის შემცირების სარგებელი აივ პაციენტებში პროტეაზას ინჰიბიტორების გამოყენებით და როზუვასტატინის მომატებული პლაზმური კონცენტრაციების პოტენციალი გასათვალისწინებელია როზუვინით მკურნალობის დაწყების დროს, როზუვინის დოზა იზრდება იმ პაციენტებში, რომლებიც პროტეაზას ინჰიბიტორებით მკურნალობენ. როზუვინის გამოყენება კომბინაციაში გარკვეულ პროტეაზას ინჰიბიტორებთან არ არის რეკომენდებული, სანამ არ მოხდება როზუვინის დოზის კორექცია (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.5).
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება
აღინიშნებოდა ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, განსაკუთრებით სტატინების ხანგრძლივი მკურნალობის დროს და გამონაკლის შემთხვევებში (იხილეთ ასევე ცხრილი 3 და პუნქტი 4.8). შესაძლებელია ქოშინი, არაპროდუქტიული (ნახველის გარეშე) ხველა და ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესება (დაღლილობა, წონაში კლება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვითარებაზე ეჭვის დროს, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტი
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, HbA1c და შრატში გლუკოზის დონის მომატება აღინიშნებოდა როზუვინით ნამკურნალევ პაციენტებში. დიაბეტის სიხშირის მატება როზუვინით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. მიუხედავად ამისა, სტატინებით სისხლძარღვოვანი რისკის შემცირების სარგებლის გათვალისწინებით, აღნიშნული რისკი არ უნდა წარმოადგენდეს სტატინებით თერაპიის შეწყვეტის მიზეზს. ეროვნული გაიდლაინების შესაბამისად ხორციელდება რისკის ქვეშ არსებული პაციენტების (სისხლში გლუკოზის დონე უზმოზე 101-124 მგ/დლ, BMI > 30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მატება, ჰიპერტენზია) კლინიკური და ბიოქიმიური მონიტორინგი.
JUPITER კვლევაში, შაქრიანი დიაბეტის საერთო სიხშირე ჩვეულებრივ იყო 2.8% როზუვასტატინის და 2.3% - პლაცებოს ჯგუფში პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონით უზმოზე 101-124 მგ/დლ.
პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონით უზმოზე 100-125 მგ/დლ, როზუვასტატინით მკურნალობა დაკავშირებულია დიაბეტის განვითარების მომატებულ რისკთან.
პედიატრიული პოპულაცია
6-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინს ღებულობენ, სქესობრივი მომწიფების მეორადი ნიშნების შეფასება ხაზოვანი ზრდით (სიმაღლე), წონით, BMI (სხეულის მასის ინდექსი) და ტანერის კლასიფიკაციით შემოიფარგლება ორწლიანი პერიოდით. კვლევის ორი წლის შემდეგ, ზეგავლენა ზრდაზე, წონაზე, BMI თუ სქესობრივ მომწიფებაზე არ აღინიშნებოდა (იხილეთ პუნქტი 5.1).
52-კვირიან კლინიკურ კვლევაში ბავშვებსა და მოზარდებში, კრეატინ კინაზას > 10xULN მომატება და კუნთების სიმპტომები ვარჯიშის ან მომატებული ფიზიკური აქტივობის შემდეგ აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილების კლინიკური კვლევების დაკვირვებებში (იხილეთ პუნქტი 4.8).
ლაქტოზას აუტანლობა
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობით, Lapp ლაქტოზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
- 5. ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებები
როზუვასტატინთან კომბინაციაში გამოყენებული სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა როზუვასტატინზე.
მატარებელი ცილის ინჰიბიტორები: როზუვასტატინი წარმოადგენს სუბსტრატს ზოგიერთი გადამტანი ცილისთვის, ღვიძლის მიტაცების OAТP1B1 გადამტანის და BCRP ეფლუქსიური გადამტანის ჩათვლით. როზუვატატინის და იმ პრეპარატების ერთდროულ გამოყენებას, რომლებიც წარმოადგენს ამ სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორებს, შესაძლოა თან ახლდეს პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატება და მიოპათიის განვითარების მომატებული რისკი (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.4 და 4.5 ცხრილი 1)
ციკლოსპორინი:
როზუვინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის AUС მნიშვნელობები იყო საშუალოდ 7-ჯერ უფრო მაღალი ჯანმრთელ მოხალისეებში (იხილეთ ცხრილი 1). როზუვინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს (იხილეთ პუნქტი 4.3). პრეპარატების ერთდროული გამოყენება გავლენას არ ახდენს ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.
პროტეაზას ინჰიბიტორები:
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, როზუვასტატინის პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის მომატება (იხილეთ ცხრილი 1). მაგალითად, ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, 10 მგ როზუვასტატინის და პროტეაზას ორი ინჰიბიტორის შემცველი (300 მგ ატაზანავირი/100 მგ რიტონავირი) კომბინირებული პრეპარატის ერთდროული მიღება ჯანმრთელ მოხალისეებში, დაკავშირებული იყო როზუვასტატინის AUC დაახლოებით 3-ჯერ და Cmax-ის 7-ჯერ მომატებასთან. როზუვინისა და პროტეაზას ინჰიბიტორების ზოგიერთი კომბინაციის ერთდროული გამოყენება შესაძლებელია როზუვინის დოზის გულდასმით შერჩევის შემდეგ, რომელიც დაფუძნებულია როზუვასტატინის ექსპოზიციის მოსალოდნელ ზრდაზე (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.4 და 4.5 და ცხრილი 1). როზუვასტატინის დღიური მიღება უნდა შემოიფარგლოს 10 მგ-ით იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ატაზანავირი/რიტონავირის ან ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციას.
გემფიბროზილი და სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებები:
როზუვინისა და გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების (Cmax) და AUC-ის 2-ჯერ გაზრდას (იხილეთ პუნქტი 4.4). სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების საფუძველზე, მოსალოდნელი არ არის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ფენოფიბრატთან, თუმცა შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. გემფიბროზილის, ფენოფიბრატის, სხვა ფიბრატებისა და ნიაცინის (ნიკოტინის მჟავა) ჰიპოლიპიდემიური დოზები ზრდიან მიოპათიის განვითარების რისკს HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას იმის გამო, რომ მათ შესაძლოა გამოიწვიონ მიოპათია მონოთერაპიის სახით მიღების დროსაც. 40 მგ როზუვინის და ფიბრატების (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.4). მოცემული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის საწყისი დოზა უნდა იყოს 5 მგ.
ეზეტიმიბი:
10 მგ როზუვასტატინის და 10 მგ ეზეტიმიბის ერთად გამოყენებისას ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როზუვასტატინის AUC გაიზარდა 1.2-ჯერ (იხილეთ ცხრილი 1). გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით როზუვინსა და ეზეტიმიბს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არსებობს (იხილეთ პუნქტი 4.4).
ანტაციდები:
როზუვასტატინის და ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდორულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის დახლოებით 50%-ით დაქვეითება. ეს მოქმედება გამოხატულია უფრო სუსტად, თუ ანტაციდი გამოიყენება როზუვინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. აღნიშნული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის.
ერითრომიცინი:
როზუვინის და ერითრომიცინის ერთდორულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის AUС-ის (0-t) 20%-ით და Cmax-ის 30%-ით შემცირება. ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს ერითრომიცინის მომატებული მოძრაობით ნაწლავებში.
ციტოქრომა P450 ფერმენტები:
In vitro და in vivo ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ წარმოადგენს ციტოქრომა P450-ის იზოფერმენტების არც ინჰიბიტორს და არც ინდუქტორს. გარდა ამისა, როზუვასტატინი წარმოადგენს აღნიშნული იზოფერმენტების სუსტ სუბსტრატს. ამიტომ, ციტოქრომა P450 მეტაბოლიზმთან დაკავშირებული რაიმე მეტაბოლური ურთიერთქმედება, მოსალოდნელი არ არის. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (СYP2С9 და СYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორი) ან კეტოკონაზოლს (СYP2A6 და СYP3A4 ინჰიბიტორი) შორის გამოვლენილი არ არის.
ურთიერთქმედებები, რომლებიც საჭიროებენ როზუვასტატინის დოზის კორექციას (იხილეთ ცხრილი 1): პრეპარატ როზუვინის დოზის კორექცია საჭიროა მისი იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან როზუვასტატინის ექსპოზიციას. თუ მოსალოდნელია ექსპოზიციის (AUC) გაზრდა 2-ჯერ და მეტად, პრეპარატ როზუვინის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. საჭიროა როზუვინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის კორექცია ისე, რომ როზუვასტატინის მოსალოდნელი ექსპოზიცია არ აღემატებოდეს როზუვინის 40 მგ სადღეღამისო დოზის შესაბამის მაჩვენებელს, რომელიც მიიღება როზუვასტატინთან ურთიერთმოქმედი სამკურნალო საშუალებების მიღების გარეშე, მაგალითად, 20 მგ პრეპარატი როზუვინი გემფიბროზილთან ერთად (ექსპოზიციის მატება 1,9-ჯერ), და 10 მგ პრეპარატი როზუვინი რიტონავირთან/ატაზანავირთან კომბინაციაში (ექსპოზიციის მატება 3,1-ჯერ).
ცხრილი 1: როზუვასტატინთან კომბინაციაში გამოყენებული სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა როზუვასტატინის ექსპოზიციაზე – გამოქვეყნებული კლინიკური კვლევების შედეგები (EAA; კლების მიხედვით)
თანმხლები მკურნალობის რეჟიმის
როზუვასტატინის დპზორების რეჟიმი
როზუვასტატინის EAA* ცვლილება
ციკლოსპორინი 75-200 მგ 2 ჯერ დღეში, 6 თვე
10 მგ დღეში ერთხელ, 10 დღე
- 1-ჯერ
ატაზანავირი 300 მგ/ რიტონავირი 100 მგ ერთხელ დღეეში, 8 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 1-ჯერ
სიმეპრევირი 150 მგ ერთხელ დღეში, 7 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 8-ჯერ
ლოპინავირი 400 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2 ჯერ დღეში, 17 დღე
20 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე
- 1-ჯერ
კლოპიდოგრელი 300 მგ დატვირთვის დოზა, შემდეგ 75 მგ 24 საათში
20 მგ, ერთჯერადი დოზა
2-ჯერ
გემფიბროზილი 600 მგ 2 ჯერ დღეში, 7 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
- 9-ჯერ
ელტრომბოპაგი 75 მგ ერთხელ დღეში, 10 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 6-ჯერ
დარუნავირი 600 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2 ჯერ დღეში, 7 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე
- 5-ჯერ
ტიპრანავირი 500 მგ/ რიტონავირი 200 მგ 2 ჯერ დღეში, 11 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 4-ჯერ
დრონედარონი 400 მგ დღეში ორჯერ
არ არის ხელმისაწვდომი
- 4-ჯერ
იტრაკონაზოლი 200 მგ დღეში ერთხელ, 5 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 4-ჯერ * *
ეზეტიმიბი 10 მგ დღეში ერთხელ, 14 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 14 დღე
- 2-ჯერ * *
ფოსამპრენავირი 700 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 8 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
ალეგლიტაზარი 0,3 მგ 7 დღე
40 მგ, 7 დღე
სილიმარინი 140 მგ 3 ჯერ დღეში, 5 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
ფენოფიბრატი 67 მგ 3 ჯერ დღეში, 7 დღე
10 მგ, 7 დღე
რიფამპინი 450 მგ ერთხელ დღეში, 7 დღე
20 მგ, ერთჯერადი დოზა
კეტოკონაზოლი 200 მგ 2 ჯერ დღეში, 7 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
ფლუკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღეში, 11 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
ერითრომიცინი 500 მგ 4 ჯერ დღეში, 7 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
28%
ბაიკალინი 50 მგ 3 ჯერ დღეში, 14 დღე
20 მგ, ერთჯერადი დოზა
47%
- x-ჯერ ცვლილებების სახით წარმოდგენილი მონაცემები წარმოადგენენ ერთად გამოყენებისა და მხოლოდ როზუვასტატინის გამოყენების მარტივ თანაფარდობას. % ცვლილებების სახით მოცემული მონაცემები წარმოადგენენ პროცენტულ სხვაობს მხოლოდ როზუვასტატინთან შედარებით.
მატება გამოსახულია ნიშნით „“, ცვლილები გარეშე ნიშნით „ “ და შემცირება, როგორც „“.
- * როზუვასტატინის სხვადასხვა დოზებზე ჩატარდა ურთიერთქმედების შემსწავლელი ბევრი კვლევა, ცხრილში მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი თანაფარდობები.
როზუვასტატინის ზეგავლება სამკურნალო პრეპარატებზე კომბინაციაში
ვიტამინი K-ს ანტაგონისტები
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) დონე შეიძლება გაიზარდოს როზუვინით მკურნალობის დაწყების დროს ან როდესაც როზუვინის დოზა იზრდება იმ პაციენტებში, რომლებიც K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგალითად ვარფარინი და სხვა კუმარინული ანტიკოაგულანტი) ღებულობენ. მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება ამცირებს INR-ის დონეს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია INR-ის მონიტორინგი.
პერორალური კონტრაცეპტივები/ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (HRT):
როზუვასტატინის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდორული გამოყენება იწვევდა ეთინილ ესტრადიოლის და ნორგესტრელის AUС-ის ზრდას 26%-ით და 34%-ით, შესაბმისად. პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას, საჭიროა პლაზმური კონცენტრაციის ამგვარი მატების გათვალისწინება. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები როზუვინის და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის მედიკამენტების გამოყენებაზე არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება ამგვარი კომბინაციის დროს ანალოგიური მოქმედების გამორიცხვა. თუმცა, კლინიკური კვლევების ჩატარებისას პრეპარატების ამგვარი კომბინაცია საკმარისად ფართოდ გამოიყენებოდა ქალებში და ხასიათდებოდა კარგი ამტანობით.
სხვა სამკურნალო საშუალებები:
დიგოქსინი: სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების საფუძველზე, დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ფუზიდის მჟავა: როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავის ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. სხვა სტატინების მსგავსად, პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავას ერთად გამოყენებისას აღინიშნებოდა კუნთებთან დაკავშირებული მოვლენები, რაბდომიოლიზის ჩათვლით.
შესაბამისად, როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავას კომბინაცია რეკომენდებული არ არის. თუ კომბინაცია აუციებელია, საჭიროა პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციის შესახებ
პედიატრიული ინფორმაცია
ურთიერთქმედების კვლევები მხოლოდ მოზრდილებში ჩატარდა. ბავშვებში ურთიერთქმედების ინტენსივობა უცნობია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
როზუვინი 40 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებში მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორებით. აღნიშნული ფაქტორები მოიცავს:
თირკმლის ზომიერი უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ);
ჰიპოთიროიდიზმი;
კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების ინდივიდუალური ან ოჯახური ანამნეზი;
კუნთების ტოქსიურობის ანამნეზი გამოწვეული ნებისმიერი სხვა HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორების ან ფიბრატების (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) გამოყენებით;
ალკოჰოლიზმი;
აზიური წარმოშობის პაციენტები;
ფიბრატებთან (მაგალითად, გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) ერთად გამოყენება;
მდგომარეობები, როდესაც შეიძლება გაიზარდოს პლაზმური დონეები (იხილეთ პუნქტები 4.4, 4.5 და 5.2).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტომობილის მართვისა თუ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები როზუვინით არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის. ინსტრუმენტებთან და მანქანა-დანადგარებთან მუშობის დროს გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები ხშირად არის მსუბუქი და ტრანზიტორული. კონტროლირებულ კლინიკური კვლევებში პაციენტების <4% როზუვასტატინით მკურნალობის დროს გამოირიცხა კვლევიდან გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.
გვერდითი მოვლენების სიხშირე შეიძლება აღინიშნოს შემდეგნაირად:
ხშირი (≥1 / 100; <1/10); არახშირი (≥1 / 1,000; < 1/100); იშვიათი (≥1 / 10,000; <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
სისხლი და ლიმფური სისტემის დარღვევები
იშვიათი: თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანგიოედემას ჩათვლით
ენდოკრინული დარღვევები
ხშირი: შაქრიანი დიაბეტი1
ფსიქიატრიული დარღვევები
უცნობი: დეპრესია
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ძალიან იშვიათი: პოლინევროპათია, მეხსიერების დაკარგვა
უცნობი: პერიფერიული ნევროპათია, ძილის დარღვევები (უძილობისა და ღამის კოშმარების ჩათლით)
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები
უცნობი: ხველა, ქოშინი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
ხშირი: შეკრულობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი
იშვიათი: პანკრეატიტი
უცნობი: ფაღარათი
ჰეპატობილიარული დარღვევები
იშვიათი: ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება
ძალიან იშვიათი: სიყვითლე, ჰეპატიტი
კანი და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
უცნობი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი
ჩონჩხკუნთვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები და ძვლის დაავადებები
ხშირი: მიალგია
იშვიათი: მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით) და რაბდოიოლიზი
ძალიან იშვიათი: ართრალგია
უცნობი: მყესების დარღვევები, ზოგჯერ გართულებული გახევა, იმუნიტეტგანპირობებული ნეკროზული მიოპათია
თირკმელი და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰემატურია
რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლის დარღვევები
ძალიან იშვიათი: გინეკომასტია
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილას
ხშირი: ასთენია
უცნობი: შეშუპება
1რისკ ფაქტორების (სისხლში გლუკოზის დონე უზმოზე ≥101 მგ/დლ, BMI > 30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მატება, ჰიპერტენზია ანამნეზში). JUPITER კვლევაში, ის ყველაზე მეტად აღინიშნებოდა პაციენტებში სისხლის დონით უზმოზე 100-125 მგ/დლ.
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, გვერდითი მოვლენების სიხშირე მატულობს დოზის მატებასთან ერთად.
ზეგავლენა თირკმლებზე:
როზუვინით ნამკურნალევ პაციენტებში, აღინიშნებოდა მილაკოვანი პროტეინურია დადგენილი ტესტ-ჩხირებით. 10 მგ და 20 მგ როზუვინით მკურნალობის პერიოდის შემდეგ, 0- ან მიკროკონცენტრაციებიდან შარდში ცილის ++ ან უფრო მაღალ დონეზე გადასვლა იყო 1%, 40 მგ - დაახლოებით 3%. ნულიდან მიკროკონცენტრაციებამდე + გადასვლის მცირე მატება აღინიშნებოდა 20 მგ დოზით. შემთხვევათა უმრავლესობაში, პროტეინურია სპონტანურად მცირდება ან საერთოდ ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. კლინიკური კვლევების და პოსტმარკეტინგული მონაცემების მონაცემების მიმოხილვის შედეგად მიზეზობრივი კავშირი პროტეინურიასა და თირკმლის მწვავე ან პროგრესულ დაავადებას შორის გამოვლენილი არ არის.
ჰემატურია აღინიშნებოდა როზუვინით ნამკურნალევ პაციენტებში, და კლინიკური კვლევების მონაცემები უჩვენებენ, რომ ჰემატურია დაბალია.
ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე:
როზუვინით ნამკურნალევ პაციენტებში, ზეგავლენა მიალგიაზე, მიოპათიაზე (მიოზიტის ჩათვლით) და იშიათად ჩონჩხის კუნთებზე, როგორიცაა რაბდომიოლიზი, თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე, აღინიშნება ყველაზე დოზაზე, განსაკუთრებით > 20 მგ დოზებზე.
CK დონის მომატება აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ როზუვასტატინს; აღნიშნული უმეტეს შემთხვევაში იყო მსუბუქი, ასიმპტომატური და ტრანზიტორული. CK-ს მომატების შემთხვევაში (> 5xULN), მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხილეთ პუნქტი 4.4).
ზეგავლენა ღვიძლზე
HMG CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, პაციენტების მცირე ნაწილს, რომელიც როზუვასტატინს ღებულობდა. აღენიშნებოდა ტრანსამინაზების დონის დოზა-დამოკიდებული მატება. აღნიშნული მატება იყო მსუბუქი, ასიმპტომატური და უმეტეს შემთხვევაში ტრანზიტორული.
ზოგიერთი სტატინების გაამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სქესობრივი დარღვევები;
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს (იხილეთ პუნქტი 4.4).
რაბდომიოლიზის, თირკმლის მძიმე მოვლენებისა და ღვიძლის მძიმე მოვლენების განვითარების სიხშირე (განსაკუთრებით ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება) უფრო მაღალია 40 მგ დოზაზე.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციისათვის
პედიატრიული პოპულაცია:
52-კვირიან კლინიკურ კვლევაში ბავშვებსა და მოზარდებში, კრეატინ კინაზას > 10xULN მომატება და კუნთების სიმპტომები ვარჯიშის ან მომატებული ფიზიკური აქტივობის შემდეგ აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილებში (იხილეთ პუნქტი 4.4). სხვა მხრივ, როზუვინის პროფილი ბავშვებსა თუ მოზარდებში და მოზრდილებში მსგავსია.
საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება
პოსტ-ლიცენზიურ პერიოდში, საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ანგარიშგება სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკების უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ შეატყობინონ გერმანიის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ.ფოსტა: [email protected]; ტელ.: 0800 314 00 08; ფაქსი: 0312 218 35 99).
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, გამოიყენება სიმპტომატური მკურნალობა და საჭირო დამხმარე ზომები. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯებისა და CK დონის მონიტორინგი.
შენახვის პირობები
24 თვე
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.
- 5. შეფუთვა
14, 28 და 90 ტაბლეტი კოლოფში, პვქ/პე/პვდქ გაუმჭვირე/ალუმინის ბლისტერში.
- 6. ადამიანის მირე გამოყენებისთვის განკუთვნილი სამკურნალო პრეპარატების ნარჩენების გაუვნებელყოფის განსაკუთრებული პირობები
გამოუყენებელი პრეპარატების ან ნარჩენი მასალის გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- ლიცენზიის მფლობელი
Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A.S.
Camhk Mah. Pamuk sok. A Blok Apt. No:12-16/17
უმრანიე /სტამბული/თურქეთი
ტელ.: +90 216 365 41 47
ფაქსი: +90 216 365 41 48
ელ.ფოსტა: [email protected]
- რეგისტრაციის ნომერი
- პირველი ლიცენზიის გაცემის / ლიცენზიის განახლების თარიღი:
პირველი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 11.09.2014 წ.
ლიცენზიის განახლების თარიღი: >>>
- პროდუქტის ზოგადი დახასიათების განახლების თარიღი
<<<<<
ფარმაკოლოგიური თვისებები
HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორები
ათქ კოდი: C10A A07
მოქმედების მექანიზმი:
როზუვასტატინი არის HMG-CoA რედუქტაზას სელექტიური და კონკურენტული ინჰიბიტორის, სიჩქარის-შემზღუდველი ფერმენტი, რომ 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, ქოლესტერინის წინამორბედად. როზუვასტატინი ძირითადად მოქმედებს, როგორც სამიზნე ორგანო ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
როზუვასტატინი ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედის ზედაპირზე, აძლიერებს LDL-შესვლას და კატაბოლიზმს ღვიძლში, და ამცირებს VLDL და LDL ნაწილაკების რაოდენობას ღვიძლში VLDL-ის სინთეზის ინჰიბირების გზით.
ფარმაკოდინამიკური ზეგავლენა:
როზუვინი აქვეითებს LDL-ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს, და ზრდის HDL ქოლესტერინის დონეს. როზუვინი ასევე აქვეითებს ApoB, nonHDL-C, VLDL-C, VLDL და TGs, და ზრდის ApoA-I-ს (იხილეთ ცხრილი 2). ის ასევე ამცირებს LDL-C / HDL-C, საერთო ქოელსტერინი/HDL-C, არა-HDL-C/HDL-C, და ApoB / ApoA-I თანაფარდობებს.
ცხრილი 2: პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების დოზა-დამოკიდებული მონაცემები (ტიპი IIa და IIb) (საშუალო % ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან)
დოზა
N
LDL-C
საერთო-C
HDL-C
TG
არაHDL-C
ApoB
ApoA-1
პლაცებო
13
- - 7
- - 5
3
- - 3
- - 7
- - 3
0
5
17
- - 45
- - 33
13
- - 35
- - 44
- - 38
4
10
17
- - 52
- - 36
14
- - 10
- - 48
- - 42
4
20
17
- - 55
- - 40
8
- - 23
- - 51
- - 46
5
40
18
- - 63
- - 46
10
- - 28
- - 60
- - 54
0
თერაპიული პასუხი იწყება როზუვინით მკურნალობის ერთი კვირის განმავლობაში. და ჩვეულებრივ მაქიმალური თერაპიული პასუხის 90%-ს 2 კვირის განმავლობაში აღწევს. სრული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნებდა 4 კვირაში და მტკიცეა.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება:
როზუვინი ეფექტიანია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე (ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან მის გარეშე) მოზრდილი პაციენტების ჯგუფში, მიუხედავად რასისა, სქესისა თუ ასაკისა, ასევე პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში, როგორებიც არიან შაქრიანი დიაბეტის ან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტები.
III ფაზის კვლევების საერთო მონაცემებმა უჩვენეს, რომ როზუვინი ეფექტიანია ათეროსკლეროზის ევროპული საზოგადოების (EAS; 1998) თერაპიული მიზნების გადილანების მიღწევაში IIა და IIბ ტიპის ქოლესტერინემიის მქონე პაციენტების უმრავლესობაში (საშუალო საწყისი LDL-C დაახლოებით 185 მგ/დლ); 10 მგ როზუვინით ნამკურნალევი პაციენტების 80%-ში, მიღწეულ იქნა EAS-დამიზნებული LDL-C დონეები (<116 მგ/დლ).
ფართო კვლევაში, რომელიც მოიცავდა პაციენტებს ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, 435 პაციენტმა მიიღო დოზის აუცილებელი ტიტრაცია 20-80 მგ როზუვინით. როზუვინის ყველა დოზას აქვს სასარგებლო ეფექტი ლიპიდების პარამეტრებზე და მკურნალობის მიზნების მიღწევაზე. დოზის 40 მგ-მდე (მკურნალობის 12 კვირა) ტიტრაციის შემდეგ, LDL-C შემცირდა 53%-ით. პაციენტების 33%-ში, EAS გაიდლაინებში განსაზღვრილი LDL-C დონეები (< 116 მგ/დლ) იქნა მიღწეული.
სავალდებულო ტიტრაციის ღია კვლევაში. ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 42 პაციენტმა უპასუხა 20-40 მგ როზუვინს. საერთო პაციენტების ჯგუფში, LDL-C დაახლოებით 22%-ით შემცირდა.
შეზღუდული რაოდენობის პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ნაჩვენები იყო, რომ როზუვინს გააჩნია ადიტიური ეფექტი ტრიგლიცერიდების შემცირებაში ფენოფიბრატთან ერთად გამოყენებისას და HDLC მატებაში ნიაცინთან ერთად კომბინაციაში გამოყენების დროს (იხილეთ პუნქტი 4.4).
მრავალცენტრულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო კონტოლირებულ კლინიკურ კვლევაში METEOR, ჩართული იყო 984 პაციენტი LDL-C საშუალო მაჩვენებლით 154.5 მგ/დლ (4 მმოლ/ლ), სუბკლინიკური ათეროსკლეროზით (განსაზღვრული საერთო საძილე არტერიის ინტიმა მედიის სისქით (CIMT)) და კორონარული არტერიის დაავადების განვითარების დაბალი რისკით (10 წელი ფრამინგამის რისკის შკალით < 10%), 45-70 წლის ფარგლებში რანდომიზებულნი იყვნენ 2 წლის განმავლობაში სამკურნალოდ როზუვასტატინის 40 მგ დოზის ან პლაცებოს მისაღებად დღეში ერთხელ. როზუვასტატინი მნიშვნელოვნად ანელებს CIMT მატებას პლაცებოსთან შედარებით. საძილე არტერიის CIMT მაქსიმალური მაჩვენებლის ცვლილების სიჩქარის სხვაობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინით და პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს ღებულობენ არის - 0.0145 მმ/წელში (95% სანდოობის ინტერვალი -0.0196, -0.0093; p < 0.0001). პლაცებოთი გამოვლენილ +0.0313 მმ/წელი (1.12%/წელი (p<0.0001) პროგრესთან შედარებით, როზუვასტატინის დაწყებიდან აღნიშნული ცვლილება არის -0.0014 მმ/წელიწადში (-0.12%/წელი (უმნიშვნელო). CIMT შემცირებასა და გულსისხლძარღვოვანი მოვლენების განვითარების შემცირებულ რისკებს შორის პირდაპირი კორელაცია ჯერ არ არის გამოვლენილი. METEOR კვლევაში შესწავლილ პოპულაციას აქვს გულის კორონარული დაავადების განვითარების დაბალი რისკი და არ წარმოადგენს 40 მგ როზუვასტატინით მკკურნალ სამიზნე პოპულაციას. 40 მგ დოზა ინიშნება მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში მაღალი კარდიოვასკულური რისკით (იხილეთ პუნქტი 4.2).
პირველადი დაცვისათვის სტატინების გამოყენების დამტკიცება: როზუვასტატინის შეფასების ინტერვენციულ კვლევაში (JUPITER), როზუვასტატინის ეფექტიანობა მძიმე ათეროსკლეროზული გულსისხლძარღვოვანი დაავადების განვითარების მიმართ შეფასდა 17,802 მამაკაცში (ასაკი ≥50) და ქალებში (ასაკი ≥60).
კვლევის მონაწილეები რანდომულად დაყვეს ჯგუფებად, პლაცებოს ჯგუფი (n = 8901) ან 20 მგ როზუვასტატინის ჯგუფი (n = 8901) დღეში ერთჯერადი დოზირებით და საშუალოდ 2 წლიანი დაკვირვების პერიოდით.
როზუვასტატინის ჯგუფში, LDL-ქოლესტერინის კონცენტრაცია შემცირდა 45%-ით (p<0.001) პლაცებოს ჯგუფთან შდერაბით.
მაღალი რისკის პირების (ფრამინგამის რისკის შკალით >20%) ქვეჯგუფის (1558) ანალიზის დროს როზუვასტატინის მკურნალობის დროს პლაცებოსთან შედარებით აღინიშნებოდა გულსისხლძარღვოვანი სიკვდილიანობის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მნიშვნელოვანი შემცირება. (p = 0.028). რისკის აბსოლუტური შემცირება არის 8.8 ყოველ 1000 პაციენტზე წელიწადში. საერთო სიკვდილიანობა აღნიშნულ მაღალი-რისკის ჯგუფში არ შეცვლილა (P = 0.193). მაღალი რისკის ქვეჯგუფის პაციენტების (სულ 9302 პირი) რეტროსპექტული ანალიზის დროს, საწყისი SCORE რისკით ≥ 5% (ექსტრაპოლირებულია > 65 წელის პაციენტებზე), გულსისხლძარღვოვანი სიკვდილიანობის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული საბოლოო წერტილი შედარებულ იქნა პლაცებოსთან როზუვასტატინით მკურნალობის დროსმ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი შემცირება (p=0.0003). დაავადების მაჩვენებლის შემცირების აბსოლუტური რისკი არის 5.1 ყოველ 1000 პაციენტზე წელიწადში. აღნიშნულ მაღალი რისკის ჯგუფში სიკვდილიანობა არ შეცვლილა (p = 0.076).
JUPITER კვლევაში, 6.6% პაციენტებმა, რომლებიც როზუვასტატინს ღებულობდნენ და პაციენტების 6.2%-მა შეწყვიტა პრეპარატის მიღება გვერდითი მოვლენების გამო. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებმაც გამოიწვიეს მკურნალობის შეწყვეტა იყო შემდეგი: მიალგია (0.3% როზუვასტატინი, 0.2% პლაცებო), მუცლის ტკივილი (0.03 როზუვასტატინი, 0.02% პლაცებო) და გამონაყარი (0.02 როზუვასტატინი, 0.03% პლაცებო). ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც თანაბრამ ან მეტად განვითარდა, ვიდრე პლაცებოში არის: საშარდე გზები ინფექციები (8.7% როზუვასტატინი, 8.6% პლაცებო), ნაზოფარინგიტი (7.6% როზუვასტატინი, 7.2% პლაცებო), წელის ტკივილი (7.6% როზუვასტატინი, 6.9% პლაცებო) და მიალგია (7.6% როზუვასტატინი, 6.6% პლაცებო).
პედიატრიული პოპულაცია:
12-კვირიანი, ორმაგი-ბრმა, რანდომიზებული, მრავალცენტრული, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა (n = 176,97 მამაკაცი და 79 ქალი), რასაც მოყვა 40 კვირიანი (n = 17396 მამაკაცი და 77 ქალი), ღია, როზუვასტატინის დოზის ტიტრაციის ფაზა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში (ტანერის სტადია II-V, სულ მცირე 1 წელი გოგონებში პირველი მენსტრუაციის შემდეგ), 5, 10 ან 20 მგ როზუვასტატინის ან პლაცებოს 1 დოზა მიღებული იყო 12 კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ყველამ მიიღო როზუვასტატინის 1 დოზა დღეში 40 კვირის განმავლობაში. კვლევის დასაწყისში, პაციენტების დაახლოებით 30% იყო 10-13 წლის, ხოლო პაციენტების 17%, 18%, 40%, და 25% იყო ტანერის II, III, IV და V სტადიებზე, შესაბამისად.
პლაცებოსათვის 0.7% მაჩვენებელთან შედარებით, როზუვასტატინის მიღებისას დოზით 5, 10 და 20 მგ აღინიშნებოდა LDL-C დონის შემცირება შესაბამისად 33.8%, 44.6% და 50.0%-ით.
ღია კვლევის 40-კვირიანი პერიოდის ბოლოს, როდესაც სამიზნესათვის ჩატარდა ტიტრაცია, დღეში მაქსიმუმ 20 მგ-ით დოზირებისას, 173 პაციენტიდან 70-ში (40.5%) მიღწეული იყო < 108 მგ/მლ LDL-C.
კვლევაში 52-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ზეგავლენა არ აღინიშნებოდა ზრდაზე, წონაზე, BMI ან სქესობრივ მომწიფებაზე (იხილეთ პუნქტი 4.4). აღნიშნული კვლევა (n=176) არ გამოდგება იშვიათი გვერდითი მოვლენების შესადარებლად.
როზუვასტატინი შემდეგ შესწავლილ იქნა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-17 წლის 198 პაციენტების (88 მამაკაცი და 110 გქალი, ტანერის სტადია <II-V) ღია, სამიზნე-ტიტრირებულ კვლევაში. საწყისი დოზა ყველა პაციენტში იყო 5 მგ როზუვასტატინი დღეში ერთხელ. 6-9 წლის პაციენტებში (n=64) გააკეთეს ტიტრაცია მაქსიმალურ დოზამდე 10 მგ დღეში ერთხელ, და 10-17 წლის პაციენტებში (n=134) გააკეთეს ტიტრაცია მაქსიმალურ დოზამდე 20 მგ დღეში ერთხელ.
როზუვასტატინით მკურნალობის 24 თვის შემდეგ, 6 წლის ასაკობრივ ჯგუფში <10, 10 წლის და <14, 14 და <18, LDL-C საწყის მაჩვებლებთან შედარებით, LS-ის საშუალო პროცენტული შემცირება შესაბამისად არის 43% (საწყისი: 236 მგ/დლ, 24. თვე: 133 მგ/დლ), -45% (საწყისი: 234 მგ/დლ, 24. თვე: 124 მგ/დლ) და -35% (საწყისი: 241 მგ/დლ, 24. თვე: 153 მგ/დლ).
5 მგ, 10 მგ და 20 მგ როზუვასტატინმა უჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები საწყისი მაჩვენებლებიდან შემდეგი ლიპიდებისა და ლიპოპროტეინების მეორადი ცვლადებით: HDL-C, TK, არა-HDL-C, LDL-C/HDL-C, TC/HDL-C, TG/HDL-C, non HDL C/HDL-C, ApoB, ApoB/ApoA-1. თითოეული ამ ცვლილებიდან კორელირებდა გაუმჯობესებულ ლიპიდურ პასუხთან და შესაბამისად შენარჩუნებული იყო 2 წლის განმავლობაში.
მკურნალობის 24 თვის შემდეგ, ზეგავლენა ზრდაზე, წონაზე, BMI ან სქესობრივ მომწიფებაზე არ აღინიშნებოდა (იხილეთ პუნქტი 4.4).
ევროპული წამლის სააგენტომ, ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, პირველადი კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიის, და გულსისხლძარღვოვანი მოვლენებისა და პეიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში როზუვასტატინით მკურნალობის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულება გააუქმა (პედიატრიაში გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პუნქტში 4.2).
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
შეწოვა
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური დოზირებიდან დაახლოებით 5 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით არის 99%.
დაშლა
უმთავრესად როზუვასტატინი გადადის ღვიძლში, სადაც ძირითადად ქოლესტერინის სინთეზი და LDL-C კლირენსი მიმდინარეობს. როზუვასტატინის დეზინტეგრაციის მოცულობა დაახლოებით არის 134 ლ. როზუვასტატინი 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
როზუვასტატინის მეტაბოლიზმი შეზღუდულია (დაახლოებით 10%). In vitro მეტაბოლიზმის კვლევებმა, ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით, გამოავლინა, რომ როზუვასტატინი არის ციტოქრომა P450-სტიმულირებული მეტაბოლიზმის სუსტი სუბსტრატი. ძირითადი იზოფერმენტი არის CYP2C9 და 2C19, 3A4 და 2D9-ს ნაკლებად სუსტია. ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტებია N-დესმეთილო და ლაქტონ მეტაბოლიტები. N-დესმეთილ მეტაბოლიტი 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, მაშინ როდესაც ლაქტონის ფორმა კლინიკურად აქტიური არ არის. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის 90% -ზე მეტი რეალიზდება როზუვასტატინით.
გამოყოფა:
როზუვასტატინის დაახლოებით 90% გამოიყოფა განავალში (შედგენილი აბსორბირებული და აბსორბირებული ნივთიერებებისაგან), შეუცვლელი პრეპარატის სახით, ხოლო დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა შარდით. დაახლოებით 5% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. პლაზმის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 საათს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება მაღალი დოზებით. პლაზმური საშუალო გეომეტრიული კლირენსი არის დაახლოებით 50 ლიტრი/საათში (ვარიაციის კოეფიციენტი 21,7%). ისევე, როგორც სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების დროს, როზუვასტატინის მიტაცება ღვიძლის მიერ მიიღწევა მემბრანის ტრანსპორტიორი OATP-C-ის საშუალებით. აღნიშნული ტრანსპორტიორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როსუვასტატინის ღვიძლიდან გამოყოფაში.
ხაზოვნება
როზუვასტატინის სისტემური ეფექტიანობა იზრდება დოზასთან ერთად. ყოველდღიური მრავალჯერადი დოზირების შემდგომ პერიოდში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეცვლა არ ხდება.
პაციენტების მახასიათებლები
ასაკი და სქესი:
ასაკსა და სქესს არ აქვს კლინიკური გავლენა როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში. როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში იგივეა, რაც მოზრდილ მოხალისეებში (იხილეთ ქვემოთ „პედიატრიული პოპულაცია“).
ეთნიკურობა:
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ აზიელი პაციენტების (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი და კორეელი) საშუალო EAA და Cmax მაჩვენებლები გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ, კავკასიური რასის პაციენტებთან შედარებით, საშუალო EAA და Cmax მაჩვენებლები ინდური წარმოშობის აზიელებში დაახლოებით 1.3-ჯერ გაიზარდა. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა კავკასიელთა და ფერადკანიან ადამიანებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ გამოავლინა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
სხვადასხვა ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების კვლევამ უჩვენა, რომ თირკმლის მსუბუქ და ზომიერ უკმარისობას როზუვასტატინის ან N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმურ კონცენტრაციებზე ზეგავლენა არ აქვს. თუმცა, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 3-ჯერ და N-დესმეთილ მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 9-ჯერ ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. პაციენტებში, რომლებამც გაიკეთეს ჰემოდიალიზი, როზუვასტატინის წონასწროული პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
სხვადასხვა ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში, არ არის იმის მტკიცებულება, რომ როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია მომატებულია ღვიძლის დარღვევები მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით ≤7 ქულა). თუმცა, 2 პაციენტში ჩაილდ პიუს ქულით 8 და 9 აღინიშნებოდა, რომ როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება გაიზარდა სულ მცირე ორჯერ, ჩაილდ პიუს უფრო დაბალი ქულის მქონე პაციენტებთან შედარებით. ჩაილდ პიუს ≥ 9 ქულის მქონე პაციენტების გამოცდილება არ არსებობს.
გენეტიკური პოლიმორფიზმი:
HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორების დაშლა, როზუვასტატინის ჩათვლით, განპირობებულია OATP1B1 და BCRP ტრანსპორტიორი ცილებით. პაციენტებს SLCO1B1 (OATP1B1) და/ან ABCG2 (BCRP) გენეტიკური პოლიმორფიზმით აქვთ როზუვასტატინის ზემოქმედების მომატებული რისკი. რამდენიმე LCO1B1 c.521CC და ABCG2 c.421AA პოლიმორფიზმი დაკავშირებულია როზუვასტატინის ექსპოზიციის მატებასთან (EAA) 1,7-ჯერ და 2,4-ჯერ SLCO1B1 c.521TT ან ABCG2 c.421CC გენოტიპებთან შედარებით. აღნიშნული კონკრეტული გენოტიპი დადგენილი არ არის კლინიკურ პრაქტიკაში, თუმცა ასეთი პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია როზუვინის უფრო დაბალი დოზები.
პედიატრიული პოპულაცია:
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-17 ან 6-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში (სულ 214 პაციენტი) როზუვასტატინით (ტაბლეტების სახით მიღებული) ჩატარდა ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა, რომლებმაც უჩვენეს, რომ როზუვასტატინის ექსპოზიცია პედიატრიულ პაციენტებში იგივე ან ნაკლებია, მოზრდილ პაციენტებთან შედარებით. როზუვასტატინის ზემოქმედება შეიძლება შეფასებულიყო დოზისა და დროის მიხედვით, 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
- 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა, რომლებიც უკავშირდებოდა უსაფრთხოების, მრავალჯერადი დოზირების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენული პოტენციალის თანამედროვე კვლევებს, რაიმე კონკრეტული მავნე ზემოქმედება ადამიანებზე არ გამოავლინა. hERG გენის გავლენა კონკრეტული ტესტებით არ შეფასებულა. გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევების დროს, თუმცა შეინიშნებოდა ზემოქმედების დონეზე, რომელიც ცხოველებში კლინიკური ზემოქმედების დონის მსგავსი იყო: განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის გამოკვლევებმა თაგვებსა და ვირთხებზე გამოავლინეს ღვიძლის ჰისტოპათოლოგიური ცვლილებები როზუვასტატინის ფარმაკოლოგიური ეფექტის გამო. აღნიშნული ცვლილებები ნაკლებად იქნა დაფიქსირებული ძაღლებზე ჩატარებულ კვლევებში, ნაღვლის ბუშტზე ზემოქმედებით და არ აღინიშნებოდა მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევებში. გარდა ამისა, სათესლე ჯირკვლის ტოქსიკურობა დაფიქსირდა მაიმუნებსა და ძაღლებში უფრო მაღალ დოზაზე. რეპროდუქციულობის ტოქსიურობა გამოვლინდა ვირთხებში დედის ტოქსიკური დოზებით, რომლებიც რამდენჯერმე აღემატებოდა თერაპიული ზემოქმედების დონეს, ნაშიერის ზომის და წონის შემცირებით და შესაბამისად, ნაშიერის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებით.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1. დამხმარე ნივთიერებების სია
ლაქტოზას მონოჰიდრატი
კროსპოვიდონი
კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატის დიჰიდრატი
მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 102)
მაგნიუმის სტეარატი
ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა
მიკროკრისტალური ცელულოზა
სტეარის მჟავა 50
ტიტანის დიოქსიდი (E171)
რკინის წითელი ოქსიდი (E172)
- 2. არათავსებადობა
რაიმე ცნობილი არათავსებადობა არ არსებობს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პროდუქტის ზოგადი დახასიათება
- ადამიანის მიერ გამოყენებისთვის განკუთვნილი სამკურნალო პრეპარატის დასახელება
როზუვინი 20 მგ
როზუვინი 40 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
- თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
20 მგ
აქტიური ნივთიერება:
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს კალციუმის როზუვასტატინს, 20 მგ როზუვასტატინის ექვივალენტური რაოდენობით.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი 50 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილო პუნქტში 6.1.
40 მგ
აქტიური ნივთიერება:
ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს კალციუმის როზუვასტატინს, 40 მგ როზუვასტატინის ექვივალენტური რაოდენობით.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი 40 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი გთხოვთ იხილო პუნქტში 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
- კლინიკური მახასიათებლები
- 1. თერაპიული ჩენებები
ქოლესტერინემიის მკურნალობა
პრეპარატი გამოიყენება პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის (ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია, ტიპი IIა ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემიის (ტიპი IIბ) მქონე მოზრდილებში, მოზარდებში და ≥10 წლის ბავშვებში, როდესაც დიეტისა და სხვა არაფარმაკოლოგიური მკურნალობის (მაგალითად, ვარჯიში, წონაში კლება) მიმართ პასუხი არასაკმარისია.
ის გამოიყენება დიეტასა და სხვა ჰიპოლიპიდემიურ მკურნალობაზე (მაგალითად, LDL აფერეზი) დანამატის სახით ან მაშინ, როდესაც ასეთი მკურნალობა არ გამოდგება, ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის დროს.
გულსისხლძარღვოვანი მოვლენების პრევენცია
სხვა რისკ-ფაქტორების კორექციის გარდა, ის გამოიყენება მთავარი გულსისხლძარღვოვანი მოვლენების პრევენციისათვის იმ პაციენტებში, რომლებიც გულსისხლძარღვოვანი მოვლენების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან.
- 2. დოზირება და მიღების წესი
დოზირება/სიხშირე და მიღების ხანგრძლივობა
როზუვინით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტს უნიშნავენ სტანდარტულ ჰიპოლიპიდემიურ დიეტას, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის პერიოდში. როზუვინის დოზის კორექცია შეიძლება მკურნალობის მიზნებისა და პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით, არსებულ გაიდლაინებზე დაყრდნობით.
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა
პაციენტებში, რომლებმაც პირველად დაიწყეს სტატინების მიღება და როზუვასტატინით მკურნალობაზე გადავიდნენ სხვა HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებიდან, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 ან 10 მგ-ს პერორალურად, ერთჯერადი დღიური დოზით. საწყისი დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია პაციენტების ქოლესტერინის ინდივიდუალური დონე, გვერდითი მოვლენების შესაძლო რისკი, ასევე სამომავლო გულსისხლძარღვოვანი რისკი (იხილეთ ქვემოთ). საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დოზის კორექცია შემდეგი დოზის დონემდე 4 კვირის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 5.1).
40 მგ დოზირების დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მომატებული სიხშირის გამო (იხილეთ პუნქტი 4.8), უფრო დაბალ დოზებთან შედარებით, დოზის მომატება მაქსიმალურ დოზამდე 40 მგ განიხილება მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ჰომოზიგოტური, ჰეტეროზიგოტური ოჯახური კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში), რომლებიც გულსისხლძარღვოვანი დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან 20 მგ-იანი დოზირებისას და რომლებიც ვერ ღებულობენ ადექვატურ საპასუხო რეაქციას. აღნიშნული პაციენტები უნდა იყვნენ რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ (იხილეთ პუნქტი 4.4). 40 მგ დოზის მიღება უნდა დაიწყოს სპეციალისტის (კარდიოლოგის ან ენდოკრინოლოგის) მეთვალყურეობის ქვეშ.
გულსისხლძარღვოვანი მოვლენების პრევენცია:
კვლევაში გამოყენებული დოზა გულსისხლძარღვოვანი მოვლენების რისკის შესამცირებლად არის 20 მგ დღეში (იხილეთ პუნქტი 5.1 - ფარმაკოდინამიკური თვისებები).
მიღების წესი:
როზუვინის მიღება შეიძლება უზმოზე ან ჭამის შემდეგ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციისათვის
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ), რეკომენდებულია საწყისი დოზა 5 მგ. პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით, 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია. როზუვინის ყველა დოზა უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისოთ (იხილეთ პუნქტი 4.3 და პუნქტი 5.2).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში მაჩვენებლით 7 ან ნაკლები ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით, როზუვასტატინის სისტემური გამოყენების ზრდა არ აღინიშნებოდა. თუმცა სისტემური ზემოქმედების ზრდა აღინიშნებოდა პაციენტებში 8 და 9 შეფასებით ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით (იხილეთ პუნქტი 5.2). ასეთ პაციენტებში უნდა შეფასდეს თირკმლების ფუნქცია (იხილეთ პუნქტი 4.4). ჩაილდ პიულ შკალით 9 და მეტი შეფასების მქონე პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება არ არსებობს. როზუვინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის აქტიური დაავადებით (იხილეთ პუნქტი 4.3).
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში პრეპარატი მხოლოდ გამოცდილი ექიმი-სპეციალისტის მიერ გამოიყენება.
ბავშვები და მოზარდები; 6-17 წლის (ტანერის სტადია <II-IV):
ბავშვებში და მოზარდებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, ნორმალური საწყისი დოზა არის 5 მგ დღეში.
6-9 წლის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, დოზირების ნორმალური დიაპაზონი არის 5-10 მგ დღეში ერთხელ. აღნიშნულ პოპულაციაში > 10 მგ დოზების უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის.
10-17 წლის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, დოზირების ნორმალური დიაპაზონი არის 5-20 მგ პერორალურად დღეში ერთხელ. აღნიშნულ პოპულაციაში > 20 მგ დოზების უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის.
დოზის ტიტრაცია პედიატრიულ პოპულაციაში უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, როგორც ეს მოცემულია მკურნალობის რეკომენდაციებში (იხილეთ პუნქტი 4.4). როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე, ბავშვებსა და მოზარდებს უნიშნავენ სტანდარტულ ჰიპოლიპიდემიურ დიეტას, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.
ბავშვებში ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, გამოცდილება შეზღუდულია 8-17 წლის ასაკში.
პედიატრიულ პაციენტებში მიზანშეწონილი არ არის 40 მგ ტაბლეტების გამოყენება.
6 წლამდე ასაკის ბავშვები:
6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის. შესაბამისად, როზუვინის გამოყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმულები:
> 70 წლის ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა არის 5 მგ (იხილეთ პუნქტი 4.4). ასაკის მიხედვით დოზის შემდგომი კორექცია საჭირო არ არის.
სხვა
ეთნიკურობა
აზიური წარმოშობის პაციენტებში აღინიშნებოდა სისტემური ზემოქმედების მომატება (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.4 და 5.2). აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში საწყისი დოზის სახით რეკომენდებულია 5 მგ. 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია აღნიშნულ პაციენტებში.
გენეტიკური პოლიმორფიზმი
ცნობილია გენეტიკური პოლიმორფიზმის გარკვეული ტიპები, რომლებიც იწვევენ მომატებულ ზემოქმედებას როზუვასტატინის მიმართ (იხილეთ პუნქტი 5.2). პაციენტებში, რომლებსაც პოლიმორფიზმის ასეთი სპეციფიკური ტიპი აქვთ, როზუვინის უფრო დაბალი დღიური დოზა არის რეკომენდებული.
დოზირება მიოპათიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში
5 მგ რეკომენდებულია საწყისი დოზის სახით, მიოპათიის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხილეთ პუნქტი 4.4). ზოგიერთ ასეთ პაციენტში, 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი 4.3).
თანმხლები მკურნალობა
როზუვასტატინი არის სხვადასხვა მატარებელი ცილის სუბსტრატი (მაგალითად, OATP1B1 და BCRP). როზუვინი შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ როზუვასტატინინის პლაზმური კონცენტრაციები, აღნიშნულ მატარებელ ცილებთან ურთიერთქმედების გამო (მაგალითად, ციკლოსპორინი და ატაზანავირის, ლოპინავირის და/ან ტიპრანავირის კომბინაციები რიტონავირთან) (იხილეთ პუნქტები 4.4 და 4.5) და გაზარდონ მიოპათიის რისკი (რაბდომიოლიზის ჩათვლით) ერთად გამოყენების შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში, განიხილება ალტერნატიული თერაპია, და როზუვინით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. თუ, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატების როზუვინთან კომბინაციის თავიდან არიდება შეუძლებელია, საჭიროა როზუვინის დოზის კორექცია და თანმხლები მკურნალობის რისკი/სარგებლის შეფასება (იხილეთ პუნქტი 4.5). როზუვასტატინის დღიური დოზა შეიძლება შემოიფარგლოს 10 მგ-მდე იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ატაზანავირი/რიტონავირის ან ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციას.
- 3. უკუჩვენებები
როზუვინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგი მდგომარეობების დროს:
ჰიპერმგრძნობელობა როზუვასტატინინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ;
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შრატში ტრანსამინაზების დონის აუხსნელი მომატება და ღვიძლის აქტიური დაავადება შრატის ტრანსამინაზების მომატებით 3-ჯერ მეტად დაშვებულ ზღვარზე (3xULN),
პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ),
მიოპათიის მქონე პაციენტებში,
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ციკლოსპორინს,
ორსულობა და ლაქტაცია, და ფერტილობა ქალებში, რომლებიც არ მიმართავენ შესაფერის კონტრაცეპტულ მეთოდებს.
როზუვინი 40 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებში მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორებით. აღნიშნული ფაქტორები მოიცავს:
თირკმლის ზომიერი უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ);
ჰიპოთიროიდიზმი;
კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების ინდივიდუალური ან ოჯახური ანამნეზი;
კუნთების ტოქსიურობის ანამნეზი გამოწვეული ნებისმიერი სხვა HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორების ან ფიბრატების (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) გამოყენებით;
ალკოჰოლიზმი;
აზიური წარმოშობის პაციენტები;
ფიბრატებთან (მაგალითად, გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) ერთად გამოყენება;
მდგომარეობები, როდესაც შეიძლება გაიზარდოს პლაზმური დონეები (იხილეთ პუნქტები 4.4, 4.5 და 5.2).
- 4. განსაკუთრებული მითითებანი და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
თირკმლის ეფექტები
პაციენტებში, რომლებიც როზუვინის მაღალ დოზებს ღებულობდნენ, განსაკუთრებით 40 მგ-ს, ტესტ-ჩხირებით გამოვლინდა პროტეინურია, ჩვეულებრივ მილაკოვანი, რომელიც შემთხვევათა უმრავლესობაში იყო ტრანზიტორული და წყვეტილი. აღნიშნული არ არის თირკმლის მწვავე ან პროგრესული დაავადები მაჩვენებელი (იხილეთ პუნქტი 4.8). პოსტ-მარკეტინგული პრაქტიკაში, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების სიხშირე უფრო მაღალია > 40 მგ დოზირების დროს. 40 მგ როზუვინით ნამკურნალევ პაციენტებში, რუტინული შემოწმების დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის შეფასება.
ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე
პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინით მკურნალობენ, ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე, როგორიცაა მიალგია, მიოპათია და იშვიათად რაბდომიოლიზი აღინიშნებოდა ყველა დოზაზე, განსაკუთრებით > 20 მგ დოზებზე. HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორებისა და ეზეტიმიბის ერთად გამოყენების შედეგად აღინიშნებოდა რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები. პირიქით, ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების იგნორირება არ შეიძლება (იხილეთ პუნქტი 4.5) და მათი ერთად გამოყენებისას სიფრთხილის ზომების დაცვა არის აუცილებელია. HMG-CoA სხვა რედუქტაზა ინჰიბიტორების მსგავსად, როზუვასტატინთან დაკავშირებული რაბდომიოლიზის შემთხვევები პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში უფრო მეტია 40 მგ დოზაზე.
კრეატინ კინაზას განსაზღვრა
კრეატინ კინაზას (CK) განსაზღვრა არ შეიძლება დაძაბული ვარჯიშის შემდეგ, ვინაიდან შეიძლება მცდარი შედეგები მივიღოთ, და ისეთი პირობების არსებობისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კრეატინინ კინაზას მატება. თუ კრეატინინ კინაზას საწყისი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია (>5xULN), შედეგის დასადასტურებლად 5-7 დღის განმავლობაში ანალიზი უნდა განმეორდეს. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ანალიზი დაადასტურებს, რომ CK-ს საწყისი მაჩვენებელი არის >5xULN, მკურნალობის დაწყება არ შეიძლება.
მკურნალობის დაწყებამდე
სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მსგავსად, როზუვინი სიფრთხილით გამოიყენება მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ფაქტორებია:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
ჰიპოთიროიდიზმი-
კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების ინდივიდუალური ან ოჯახური ანამნეზი;
კუნთების ტოქსიურობის ანამნეზი გამოწვეული ნებისმიერი სხვა HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორების ან ფიბრატების (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) გამოყენებით;
ალკოჰოლიზმი;
ასაკი 70 წელს ზემოთ;
პირობები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ პლაზმური დონეები (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.5 და 5.2);
ფიბრატებთან (მაგალითად, გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) ერთად გამოყენება.
ასეთ პაციენტებში, უნდა შეფასდეს როზუვინით მკურნალობის რისკი, მისაღწევი სარგებლის მიხედვით, აუცილებელია პაციენტის კლინიკური მონიტორინგი. თუ კრეატინინ კინაზას საწყისი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალია (CK>5xULN), მკურნალობის დაწყება არ შეიძლება.
მკურნალობის დროს
პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია, უცნობი მიზეზით კუნთების ტკივილის, სისუსტის ან უეცარი სპაზმების, განსაკუთრებით ცხელებისა თუ ადვილად დაღლილობის შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ექიმს. აღნიშნულ პაციენტებში უნდა განისაზღვროს CK-ს დონე. იმ შემთხვევაში, თუ CK-ს დონე მნიშვნელოვნად გაზრდილია (>5xULN) ან თუ კუნთების სიმპტომები მძიმეა და იწვევს დისკომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში (მაშინაც კი, თუ CK ≤5xULN), მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ სიმპტომები გაქრება და CK დონე მიაღწევს ნორმალურ დონეს, შეიძლება როზუვინით მკურნალობის განახლების ან სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის გამოყენების განხილვა, პაციენტის მონიტორინგისა და მინიმალური ეფექტიანი დოზის გამოყენების პირობით. ასიმპტომატურ პაციენტებში არ არის აუცილებელი CK დონის რუტინული მონიტორინგი. იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია (IMNM) აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად სტატინებით (როზუვასტატინით) მკურნალობის დროს და მას შემდეგ. IMNM კლინიკურად ხასიათდება მიმდინარე პროქსიმალური კუნთების სისუსტით და შრატში მომატებული კრეატინ კინაზით სტატინებით თერაპიის შეწყვეტის მიუხედავად.
კლინიკურ კვლევებში, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ როზუვინის ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე მომატებულია პაციენტების მცირე ჯგუფში, რომლებიც იტარებენ თანმხლებ მკურნალობას როზუვინით. მიუხედავად ამისა, მიოზიტისა და მიოპათიის მომატებული სიხშირე აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს ფიბრატების წარმოებულებთან კომბინაციაში, გემფიბროზილის, ციკლოსპორინის, ნიკოტინის მჟავას, აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების, პროტეაზას ინჰიბიტორებისა და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჩათვლით. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის რისკს HMG-CoA რედუქტაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენებისას. ამიტომ, როზუვინის კომბინირება გემფიბროზილთან რეკომენდებული არ არის. ლიპიდების დონის შემდგომი ცვლილებების უპირატესობები როზუვინის გამოყენებისას კომბინაციაში ფიბრატებთან (როგორიცაა გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) და ნიაცინთან სათანადოდ უნდა იქნას განხილული აღნიშნული კომბინაციების შესაძლო რისკების გათვალისწინებით. როზუვინის 40 მგ დოზის გამოყენება ფიბრატებთან (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტი 4.5 და პუნქტი 4.8). როზუვასტატინისა და ფუსიდის მჟავას კომბინაცია რეკომენდებული არ არის. აღნიშნული კომბინაციის გამოყენებისას აღწერილია რაბდომიოლიზის (ლეტალური შედეგის ჩათლით) შემთხვევები.
როზუვინის გამოყენება არ შეიძლება მძიმე მწვავე მოვლენების მქონე არცერთ პაციენტში (მაგალითად, სეფსისი, ჰიპოტენზია, ქირურგიული ჩარავები, ტრავმა, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები თუ არაკონტროლირებული კრუნჩხვები), რაც შეიძლება მიანიშნებდეს მიოპათიის ან რაბდომიოლიზის მეორადად განვითარებული თირკმლის უკმარისობაზე.
ზეგავლენა ღვიძლზე
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, როზუვინი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ ალკოჰოლის ჭარბ რაოდენობას და/ან აქვთ ღვიძლის დაავადების ანამნეზი.
როზუვინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები. თუ ტრანსამინაზების დონე შრატში 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, როზუვინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ან შემცირდეს დოზა. ღვიძლის მძიმე დარღვევების შესახებ შეტყობინებების სიხშირე (განსაკუთრებით ღვიძლის მომატებული ტრანსამინაზები) პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში უფრო მაღალია 40 მგ დოზის გამოყენების დროს.
პაციენტებში მეორადი ჰიპერქოლისტერინემიით გამოწვეული ჰიპოთიროიდიზმით ან ნეფროზული სინდრომით, როზუვინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოსწორდეს გამომწვევი დაავადება.
ეთნიკურობა
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა უჩვენეს, რომ სისტემური ზემოქმედება გაზრდილია აზიური წარმოშობის პაციენტებში, თეთრი რასის პაციენტებთან შედარებით (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.3 და 5.2).
პროტეაზას ინჰიბიტორები
როზუვასტატინის მომატებული სისტემური ზემოქმედება აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პროტეაზას სხვადასხვა ინჰიბიტორებს რიტონავირთან კომბინაციაში როზუვასტატინთან ერთად. როზუვინით ლიპიდების დონის შემცირების სარგებელი აივ პაციენტებში პროტეაზას ინჰიბიტორების გამოყენებით და როზუვასტატინის მომატებული პლაზმური კონცენტრაციების პოტენციალი გასათვალისწინებელია როზუვინით მკურნალობის დაწყების დროს, როზუვინის დოზა იზრდება იმ პაციენტებში, რომლებიც პროტეაზას ინჰიბიტორებით მკურნალობენ. როზუვინის გამოყენება კომბინაციაში გარკვეულ პროტეაზას ინჰიბიტორებთან არ არის რეკომენდებული, სანამ არ მოხდება როზუვინის დოზის კორექცია (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.5).
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება
აღინიშნებოდა ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, განსაკუთრებით სტატინების ხანგრძლივი მკურნალობის დროს და გამონაკლის შემთხვევებში (იხილეთ ასევე ცხრილი 3 და პუნქტი 4.8). შესაძლებელია ქოშინი, არაპროდუქტიული (ნახველის გარეშე) ხველა და ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესება (დაღლილობა, წონაში კლება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციული დაავადების განვითარებაზე ეჭვის დროს, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
შაქრიანი დიაბეტი
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, HbA1c და შრატში გლუკოზის დონის მომატება აღინიშნებოდა როზუვინით ნამკურნალევ პაციენტებში. დიაბეტის სიხშირის მატება როზუვინით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. მიუხედავად ამისა, სტატინებით სისხლძარღვოვანი რისკის შემცირების სარგებლის გათვალისწინებით, აღნიშნული რისკი არ უნდა წარმოადგენდეს სტატინებით თერაპიის შეწყვეტის მიზეზს. ეროვნული გაიდლაინების შესაბამისად ხორციელდება რისკის ქვეშ არსებული პაციენტების (სისხლში გლუკოზის დონე უზმოზე 101-124 მგ/დლ, BMI > 30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მატება, ჰიპერტენზია) კლინიკური და ბიოქიმიური მონიტორინგი.
JUPITER კვლევაში, შაქრიანი დიაბეტის საერთო სიხშირე ჩვეულებრივ იყო 2.8% როზუვასტატინის და 2.3% - პლაცებოს ჯგუფში პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონით უზმოზე 101-124 მგ/დლ.
პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონით უზმოზე 100-125 მგ/დლ, როზუვასტატინით მკურნალობა დაკავშირებულია დიაბეტის განვითარების მომატებულ რისკთან.
პედიატრიული პოპულაცია
6-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც როზუვასტატინს ღებულობენ, სქესობრივი მომწიფების მეორადი ნიშნების შეფასება ხაზოვანი ზრდით (სიმაღლე), წონით, BMI (სხეულის მასის ინდექსი) და ტანერის კლასიფიკაციით შემოიფარგლება ორწლიანი პერიოდით. კვლევის ორი წლის შემდეგ, ზეგავლენა ზრდაზე, წონაზე, BMI თუ სქესობრივ მომწიფებაზე არ აღინიშნებოდა (იხილეთ პუნქტი 5.1).
52-კვირიან კლინიკურ კვლევაში ბავშვებსა და მოზარდებში, კრეატინ კინაზას > 10xULN მომატება და კუნთების სიმპტომები ვარჯიშის ან მომატებული ფიზიკური აქტივობის შემდეგ აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილების კლინიკური კვლევების დაკვირვებებში (იხილეთ პუნქტი 4.8).
ლაქტოზას აუტანლობა
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა, იშვიათი მემკვიდრეობითი გალაქტოზას აუტანლობით, Lapp ლაქტოზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
- 5. ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებები
როზუვასტატინთან კომბინაციაში გამოყენებული სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა როზუვასტატინზე.
მატარებელი ცილის ინჰიბიტორები: როზუვასტატინი წარმოადგენს სუბსტრატს ზოგიერთი გადამტანი ცილისთვის, ღვიძლის მიტაცების OAТP1B1 გადამტანის და BCRP ეფლუქსიური გადამტანის ჩათვლით. როზუვატატინის და იმ პრეპარატების ერთდროულ გამოყენებას, რომლებიც წარმოადგენს ამ სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორებს, შესაძლოა თან ახლდეს პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატება და მიოპათიის განვითარების მომატებული რისკი (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.4 და 4.5 ცხრილი 1)
ციკლოსპორინი:
როზუვინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის AUС მნიშვნელობები იყო საშუალოდ 7-ჯერ უფრო მაღალი ჯანმრთელ მოხალისეებში (იხილეთ ცხრილი 1). როზუვინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს (იხილეთ პუნქტი 4.3). პრეპარატების ერთდროული გამოყენება გავლენას არ ახდენს ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.
პროტეაზას ინჰიბიტორები:
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, როზუვასტატინის პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის მომატება (იხილეთ ცხრილი 1). მაგალითად, ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, 10 მგ როზუვასტატინის და პროტეაზას ორი ინჰიბიტორის შემცველი (300 მგ ატაზანავირი/100 მგ რიტონავირი) კომბინირებული პრეპარატის ერთდროული მიღება ჯანმრთელ მოხალისეებში, დაკავშირებული იყო როზუვასტატინის AUC დაახლოებით 3-ჯერ და Cmax-ის 7-ჯერ მომატებასთან. როზუვინისა და პროტეაზას ინჰიბიტორების ზოგიერთი კომბინაციის ერთდროული გამოყენება შესაძლებელია როზუვინის დოზის გულდასმით შერჩევის შემდეგ, რომელიც დაფუძნებულია როზუვასტატინის ექსპოზიციის მოსალოდნელ ზრდაზე (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.4 და 4.5 და ცხრილი 1). როზუვასტატინის დღიური მიღება უნდა შემოიფარგლოს 10 მგ-ით იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ატაზანავირი/რიტონავირის ან ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციას.
გემფიბროზილი და სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებები:
როზუვინისა და გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების (Cmax) და AUC-ის 2-ჯერ გაზრდას (იხილეთ პუნქტი 4.4). სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების საფუძველზე, მოსალოდნელი არ არის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ფენოფიბრატთან, თუმცა შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. გემფიბროზილის, ფენოფიბრატის, სხვა ფიბრატებისა და ნიაცინის (ნიკოტინის მჟავა) ჰიპოლიპიდემიური დოზები ზრდიან მიოპათიის განვითარების რისკს HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას იმის გამო, რომ მათ შესაძლოა გამოიწვიონ მიოპათია მონოთერაპიის სახით მიღების დროსაც. 40 მგ როზუვინის და ფიბრატების (გემფიბროზილი და ფენოფიბრატი) ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.4). მოცემული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის საწყისი დოზა უნდა იყოს 5 მგ.
ეზეტიმიბი:
10 მგ როზუვასტატინის და 10 მგ ეზეტიმიბის ერთად გამოყენებისას ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როზუვასტატინის AUC გაიზარდა 1.2-ჯერ (იხილეთ ცხრილი 1). გვერდითი მოვლენების თვალსაზრისით როზუვინსა და ეზეტიმიბს შორის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არსებობს (იხილეთ პუნქტი 4.4).
ანტაციდები:
როზუვასტატინის და ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდორულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის დახლოებით 50%-ით დაქვეითება. ეს მოქმედება გამოხატულია უფრო სუსტად, თუ ანტაციდი გამოიყენება როზუვინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. აღნიშნული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის.
ერითრომიცინი:
როზუვინის და ერითრომიცინის ერთდორულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის AUС-ის (0-t) 20%-ით და Cmax-ის 30%-ით შემცირება. ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს ერითრომიცინის მომატებული მოძრაობით ნაწლავებში.
ციტოქრომა P450 ფერმენტები:
In vitro და in vivo ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ წარმოადგენს ციტოქრომა P450-ის იზოფერმენტების არც ინჰიბიტორს და არც ინდუქტორს. გარდა ამისა, როზუვასტატინი წარმოადგენს აღნიშნული იზოფერმენტების სუსტ სუბსტრატს. ამიტომ, ციტოქრომა P450 მეტაბოლიზმთან დაკავშირებული რაიმე მეტაბოლური ურთიერთქმედება, მოსალოდნელი არ არის. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (СYP2С9 და СYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორი) ან კეტოკონაზოლს (СYP2A6 და СYP3A4 ინჰიბიტორი) შორის გამოვლენილი არ არის.
ურთიერთქმედებები, რომლებიც საჭიროებენ როზუვასტატინის დოზის კორექციას (იხილეთ ცხრილი 1): პრეპარატ როზუვინის დოზის კორექცია საჭიროა მისი იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდიან როზუვასტატინის ექსპოზიციას. თუ მოსალოდნელია ექსპოზიციის (AUC) გაზრდა 2-ჯერ და მეტად, პრეპარატ როზუვინის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. საჭიროა როზუვინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის კორექცია ისე, რომ როზუვასტატინის მოსალოდნელი ექსპოზიცია არ აღემატებოდეს როზუვინის 40 მგ სადღეღამისო დოზის შესაბამის მაჩვენებელს, რომელიც მიიღება როზუვასტატინთან ურთიერთმოქმედი სამკურნალო საშუალებების მიღების გარეშე, მაგალითად, 20 მგ პრეპარატი როზუვინი გემფიბროზილთან ერთად (ექსპოზიციის მატება 1,9-ჯერ), და 10 მგ პრეპარატი როზუვინი რიტონავირთან/ატაზანავირთან კომბინაციაში (ექსპოზიციის მატება 3,1-ჯერ).
ცხრილი 1: როზუვასტატინთან კომბინაციაში გამოყენებული სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა როზუვასტატინის ექსპოზიციაზე – გამოქვეყნებული კლინიკური კვლევების შედეგები (EAA; კლების მიხედვით)
თანმხლები მკურნალობის რეჟიმის
როზუვასტატინის დპზორების რეჟიმი
როზუვასტატინის EAA* ცვლილება
ციკლოსპორინი 75-200 მგ 2 ჯერ დღეში, 6 თვე
10 მგ დღეში ერთხელ, 10 დღე
- 1-ჯერ
ატაზანავირი 300 მგ/ რიტონავირი 100 მგ ერთხელ დღეეში, 8 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 1-ჯერ
სიმეპრევირი 150 მგ ერთხელ დღეში, 7 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 8-ჯერ
ლოპინავირი 400 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2 ჯერ დღეში, 17 დღე
20 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე
- 1-ჯერ
კლოპიდოგრელი 300 მგ დატვირთვის დოზა, შემდეგ 75 მგ 24 საათში
20 მგ, ერთჯერადი დოზა
2-ჯერ
გემფიბროზილი 600 მგ 2 ჯერ დღეში, 7 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
- 9-ჯერ
ელტრომბოპაგი 75 მგ ერთხელ დღეში, 10 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 6-ჯერ
დარუნავირი 600 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2 ჯერ დღეში, 7 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 7 დღე
- 5-ჯერ
ტიპრანავირი 500 მგ/ რიტონავირი 200 მგ 2 ჯერ დღეში, 11 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 4-ჯერ
დრონედარონი 400 მგ დღეში ორჯერ
არ არის ხელმისაწვდომი
- 4-ჯერ
იტრაკონაზოლი 200 მგ დღეში ერთხელ, 5 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
- 4-ჯერ * *
ეზეტიმიბი 10 მგ დღეში ერთხელ, 14 დღე
10 მგ დღეში ერთხელ, 14 დღე
- 2-ჯერ * *
ფოსამპრენავირი 700 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2-ჯერ დღეში, 8 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
ალეგლიტაზარი 0,3 მგ 7 დღე
40 მგ, 7 დღე
სილიმარინი 140 მგ 3 ჯერ დღეში, 5 დღე
10 მგ, ერთჯერადი დოზა
ფენოფიბრატი 67 მგ 3 ჯერ დღეში, 7 დღე
10 მგ, 7 დღე
რიფამპინი 450 მგ ერთხელ დღეში, 7 დღე
20 მგ, ერთჯერადი დოზა
კეტოკონაზოლი 200 მგ 2 ჯერ დღეში, 7 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
ფლუკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღეში, 11 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
ერითრომიცინი 500 მგ 4 ჯერ დღეში, 7 დღე
80 მგ, ერთჯერადი დოზა
28%
ბაიკალინი 50 მგ 3 ჯერ დღეში, 14 დღე
20 მგ, ერთჯერადი დოზა
47%
- x-ჯერ ცვლილებების სახით წარმოდგენილი მონაცემები წარმოადგენენ ერთად გამოყენებისა და მხოლოდ როზუვასტატინის გამოყენების მარტივ თანაფარდობას. % ცვლილებების სახით მოცემული მონაცემები წარმოადგენენ პროცენტულ სხვაობს მხოლოდ როზუვასტატინთან შედარებით.
მატება გამოსახულია ნიშნით „“, ცვლილები გარეშე ნიშნით „ “ და შემცირება, როგორც „“.
- * როზუვასტატინის სხვადასხვა დოზებზე ჩატარდა ურთიერთქმედების შემსწავლელი ბევრი კვლევა, ცხრილში მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი თანაფარდობები.
როზუვასტატინის ზეგავლება სამკურნალო პრეპარატებზე კომბინაციაში
ვიტამინი K-ს ანტაგონისტები
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, INR (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა) დონე შეიძლება გაიზარდოს როზუვინით მკურნალობის დაწყების დროს ან როდესაც როზუვინის დოზა იზრდება იმ პაციენტებში, რომლებიც K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგალითად ვარფარინი და სხვა კუმარინული ანტიკოაგულანტი) ღებულობენ. მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება ამცირებს INR-ის დონეს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია INR-ის მონიტორინგი.
პერორალური კონტრაცეპტივები/ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (HRT):
როზუვასტატინის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდორული გამოყენება იწვევდა ეთინილ ესტრადიოლის და ნორგესტრელის AUС-ის ზრდას 26%-ით და 34%-ით, შესაბმისად. პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას, საჭიროა პლაზმური კონცენტრაციის ამგვარი მატების გათვალისწინება. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები როზუვინის და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის მედიკამენტების გამოყენებაზე არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება ამგვარი კომბინაციის დროს ანალოგიური მოქმედების გამორიცხვა. თუმცა, კლინიკური კვლევების ჩატარებისას პრეპარატების ამგვარი კომბინაცია საკმარისად ფართოდ გამოიყენებოდა ქალებში და ხასიათდებოდა კარგი ამტანობით.
სხვა სამკურნალო საშუალებები:
დიგოქსინი: სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევის მონაცემების საფუძველზე, დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ფუზიდის მჟავა: როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავის ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. სხვა სტატინების მსგავსად, პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავას ერთად გამოყენებისას აღინიშნებოდა კუნთებთან დაკავშირებული მოვლენები, რაბდომიოლიზის ჩათვლით.
შესაბამისად, როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავას კომბინაცია რეკომენდებული არ არის. თუ კომბინაცია აუციებელია, საჭიროა პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციის შესახებ
პედიატრიული ინფორმაცია
ურთიერთქმედების კვლევები მხოლოდ მოზრდილებში ჩატარდა. ბავშვებში ურთიერთქმედების ინტენსივობა უცნობია.
- 6. ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია: X
რეპროდუქციული ასაკის ქალები/შობადობის კონტროლი (კონტრაცეფცია)
როზუვინით ნამკურნალევმა ქალებმა, რომელთაც შეუძლიათ დაორსულება, კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდები უნდა გამოიყენონ. თუ პაციენტი დაორსულდება პრეპარატით მკურნალობის დროს, მკურნალობა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
ორსულობის პერიოდი
როზუვინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ვინაიდან ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა ნივთიერებები მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისათვის, რისკები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს HMG-CoA რედუქტაზას ფერმენტის ინჰიბირებით, ორსულობის დროს ხელს უშლიან როზუვინით მკურნალობის სარგებელს. რეპროდუქციული ტოქსიურობის შესახებ ინფორმაცია ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში შეზღუდულია (იხილეთ პუნქტი 5.3).
ლაქტაციის პერიოდი
როზუვინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს.
როზუვასტატინი გადადის ვირთხების რძეში. ინფორმაცია იმის შესახებ, გადადის თუ არა ის ადამიანებში დედის რძეში უცნობია. იხილეთ პუნქტი 4.3.
რეპროდუქცია/ფერტილობა
რეპროდუქციული ტოქსიურობის შესახებ ინფორმაცია ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში შეზღუდულია (იხილეთ პუნქტი 5.3).
- 7. ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე
ავტომობილის მართვისა თუ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები როზუვინით არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე მოსალოდნელი არ არის. ინსტრუმენტებთან და მანქანა-დანადგარებთან მუშობის დროს გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.
- 8. გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები ხშირად არის მსუბუქი და ტრანზიტორული. კონტროლირებულ კლინიკური კვლევებში პაციენტების <4% როზუვასტატინით მკურნალობის დროს გამოირიცხა კვლევიდან გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.
გვერდითი მოვლენების სიხშირე შეიძლება აღინიშნოს შემდეგნაირად:
ხშირი (≥1 / 100; <1/10); არახშირი (≥1 / 1,000; < 1/100); იშვიათი (≥1 / 10,000; <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
სისხლი და ლიმფური სისტემის დარღვევები
იშვიათი: თრომბოციტოპენია
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანგიოედემას ჩათვლით
ენდოკრინული დარღვევები
ხშირი: შაქრიანი დიაბეტი1
ფსიქიატრიული დარღვევები
უცნობი: დეპრესია
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ძალიან იშვიათი: პოლინევროპათია, მეხსიერების დაკარგვა
უცნობი: პერიფერიული ნევროპათია, ძილის დარღვევები (უძილობისა და ღამის კოშმარების ჩათლით)
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები
უცნობი: ხველა, ქოშინი
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
ხშირი: შეკრულობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი
იშვიათი: პანკრეატიტი
უცნობი: ფაღარათი
ჰეპატობილიარული დარღვევები
იშვიათი: ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება
ძალიან იშვიათი: სიყვითლე, ჰეპატიტი
კანი და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
არახშირი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
უცნობი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი
ჩონჩხკუნთვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები და ძვლის დაავადებები
ხშირი: მიალგია
იშვიათი: მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით) და რაბდოიოლიზი
ძალიან იშვიათი: ართრალგია
უცნობი: მყესების დარღვევები, ზოგჯერ გართულებული გახევა, იმუნიტეტგანპირობებული ნეკროზული მიოპათია
თირკმელი და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰემატურია
რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვლის დარღვევები
ძალიან იშვიათი: გინეკომასტია
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილას
ხშირი: ასთენია
უცნობი: შეშუპება
1რისკ ფაქტორების (სისხლში გლუკოზის დონე უზმოზე ≥101 მგ/დლ, BMI > 30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მატება, ჰიპერტენზია ანამნეზში). JUPITER კვლევაში, ის ყველაზე მეტად აღინიშნებოდა პაციენტებში სისხლის დონით უზმოზე 100-125 მგ/დლ.
HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, გვერდითი მოვლენების სიხშირე მატულობს დოზის მატებასთან ერთად.
ზეგავლენა თირკმლებზე:
როზუვინით ნამკურნალევ პაციენტებში, აღინიშნებოდა მილაკოვანი პროტეინურია დადგენილი ტესტ-ჩხირებით. 10 მგ და 20 მგ როზუვინით მკურნალობის პერიოდის შემდეგ, 0- ან მიკროკონცენტრაციებიდან შარდში ცილის ++ ან უფრო მაღალ დონეზე გადასვლა იყო 1%, 40 მგ - დაახლოებით 3%. ნულიდან მიკროკონცენტრაციებამდე + გადასვლის მცირე მატება აღინიშნებოდა 20 მგ დოზით. შემთხვევათა უმრავლესობაში, პროტეინურია სპონტანურად მცირდება ან საერთოდ ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. კლინიკური კვლევების და პოსტმარკეტინგული მონაცემების მონაცემების მიმოხილვის შედეგად მიზეზობრივი კავშირი პროტეინურიასა და თირკმლის მწვავე ან პროგრესულ დაავადებას შორის გამოვლენილი არ არის.
ჰემატურია აღინიშნებოდა როზუვინით ნამკურნალევ პაციენტებში, და კლინიკური კვლევების მონაცემები უჩვენებენ, რომ ჰემატურია დაბალია.
ზეგავლენა ჩონჩხის კუნთებზე:
როზუვინით ნამკურნალევ პაციენტებში, ზეგავლენა მიალგიაზე, მიოპათიაზე (მიოზიტის ჩათვლით) და იშიათად ჩონჩხის კუნთებზე, როგორიცაა რაბდომიოლიზი, თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე, აღინიშნება ყველაზე დოზაზე, განსაკუთრებით > 20 მგ დოზებზე.
CK დონის მომატება აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ როზუვასტატინს; აღნიშნული უმეტეს შემთხვევაში იყო მსუბუქი, ასიმპტომატური და ტრანზიტორული. CK-ს მომატების შემთხვევაში (> 5xULN), მკურნალობა უნდა შეწყდეს (იხილეთ პუნქტი 4.4).
ზეგავლენა ღვიძლზე
HMG CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, პაციენტების მცირე ნაწილს, რომელიც როზუვასტატინს ღებულობდა. აღენიშნებოდა ტრანსამინაზების დონის დოზა-დამოკიდებული მატება. აღნიშნული მატება იყო მსუბუქი, ასიმპტომატური და უმეტეს შემთხვევაში ტრანზიტორული.
ზოგიერთი სტატინების გაამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სქესობრივი დარღვევები;
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს (იხილეთ პუნქტი 4.4).
რაბდომიოლიზის, თირკმლის მძიმე მოვლენებისა და ღვიძლის მძიმე მოვლენების განვითარების სიხშირე (განსაკუთრებით ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება) უფრო მაღალია 40 მგ დოზაზე.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციისათვის
პედიატრიული პოპულაცია:
52-კვირიან კლინიკურ კვლევაში ბავშვებსა და მოზარდებში, კრეატინ კინაზას > 10xULN მომატება და კუნთების სიმპტომები ვარჯიშის ან მომატებული ფიზიკური აქტივობის შემდეგ აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილებში (იხილეთ პუნქტი 4.4). სხვა მხრივ, როზუვინის პროფილი ბავშვებსა თუ მოზარდებში და მოზრდილებში მსგავსია.
საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება
პოსტ-ლიცენზიურ პერიოდში, საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ანგარიშგება სამკურნალო პრეპარატის სარგებელი/რისკების უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ შეატყობინონ გერმანიის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ.ფოსტა: [email protected]; ტელ.: 0800 314 00 08; ფაქსი: 0312 218 35 99).
- 9. ჭარბი დოზირება და ჭარბი დოზირების მკურნალობა
ჭარბი დოზირების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, გამოიყენება სიმპტომატური მკურნალობა და საჭირო დამხმარე ზომები. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯებისა და CK დონის მონიტორინგი.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორები
ათქ კოდი: C10A A07
მოქმედების მექანიზმი:
როზუვასტატინი არის HMG-CoA რედუქტაზას სელექტიური და კონკურენტული ინჰიბიტორის, სიჩქარის-შემზღუდველი ფერმენტი, რომ 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, ქოლესტერინის წინამორბედად. როზუვასტატინი ძირითადად მოქმედებს, როგორც სამიზნე ორგანო ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
როზუვასტატინი ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედის ზედაპირზე, აძლიერებს LDL-შესვლას და კატაბოლიზმს ღვიძლში, და ამცირებს VLDL და LDL ნაწილაკების რაოდენობას ღვიძლში VLDL-ის სინთეზის ინჰიბირების გზით.
ფარმაკოდინამიკური ზეგავლენა:
როზუვინი აქვეითებს LDL-ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს, და ზრდის HDL ქოლესტერინის დონეს. როზუვინი ასევე აქვეითებს ApoB, nonHDL-C, VLDL-C, VLDL და TGs, და ზრდის ApoA-I-ს (იხილეთ ცხრილი 2). ის ასევე ამცირებს LDL-C / HDL-C, საერთო ქოელსტერინი/HDL-C, არა-HDL-C/HDL-C, და ApoB / ApoA-I თანაფარდობებს.
ცხრილი 2: პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების დოზა-დამოკიდებული მონაცემები (ტიპი IIa და IIb) (საშუალო % ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან)
დოზა
N
LDL-C
საერთო-C
HDL-C
TG
არაHDL-C
ApoB
ApoA-1
პლაცებო
13
- - 7
- - 5
3
- - 3
- - 7
- - 3
0
5
17
- - 45
- - 33
13
- - 35
- - 44
- - 38
4
10
17
- - 52
- - 36
14
- - 10
- - 48
- - 42
4
20
17
- - 55
- - 40
8
- - 23
- - 51
- - 46
5
40
18
- - 63
- - 46
10
- - 28
- - 60
- - 54
0
თერაპიული პასუხი იწყება როზუვინით მკურნალობის ერთი კვირის განმავლობაში. და ჩვეულებრივ მაქიმალური თერაპიული პასუხის 90%-ს 2 კვირის განმავლობაში აღწევს. სრული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნებდა 4 კვირაში და მტკიცეა.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება:
როზუვინი ეფექტიანია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე (ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან მის გარეშე) მოზრდილი პაციენტების ჯგუფში, მიუხედავად რასისა, სქესისა თუ ასაკისა, ასევე პაციენტების სპეციალურ ჯგუფებში, როგორებიც არიან შაქრიანი დიაბეტის ან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტები.
III ფაზის კვლევების საერთო მონაცემებმა უჩვენეს, რომ როზუვინი ეფექტიანია ათეროსკლეროზის ევროპული საზოგადოების (EAS; 1998) თერაპიული მიზნების გადილანების მიღწევაში IIა და IIბ ტიპის ქოლესტერინემიის მქონე პაციენტების უმრავლესობაში (საშუალო საწყისი LDL-C დაახლოებით 185 მგ/დლ); 10 მგ როზუვინით ნამკურნალევი პაციენტების 80%-ში, მიღწეულ იქნა EAS-დამიზნებული LDL-C დონეები (<116 მგ/დლ).
ფართო კვლევაში, რომელიც მოიცავდა პაციენტებს ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, 435 პაციენტმა მიიღო დოზის აუცილებელი ტიტრაცია 20-80 მგ როზუვინით. როზუვინის ყველა დოზას აქვს სასარგებლო ეფექტი ლიპიდების პარამეტრებზე და მკურნალობის მიზნების მიღწევაზე. დოზის 40 მგ-მდე (მკურნალობის 12 კვირა) ტიტრაციის შემდეგ, LDL-C შემცირდა 53%-ით. პაციენტების 33%-ში, EAS გაიდლაინებში განსაზღვრილი LDL-C დონეები (< 116 მგ/დლ) იქნა მიღწეული.
სავალდებულო ტიტრაციის ღია კვლევაში. ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 42 პაციენტმა უპასუხა 20-40 მგ როზუვინს. საერთო პაციენტების ჯგუფში, LDL-C დაახლოებით 22%-ით შემცირდა.
შეზღუდული რაოდენობის პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, ნაჩვენები იყო, რომ როზუვინს გააჩნია ადიტიური ეფექტი ტრიგლიცერიდების შემცირებაში ფენოფიბრატთან ერთად გამოყენებისას და HDLC მატებაში ნიაცინთან ერთად კომბინაციაში გამოყენების დროს (იხილეთ პუნქტი 4.4).
მრავალცენტრულ, ორმაგ-ბრმა, პლაცებო კონტოლირებულ კლინიკურ კვლევაში METEOR, ჩართული იყო 984 პაციენტი LDL-C საშუალო მაჩვენებლით 154.5 მგ/დლ (4 მმოლ/ლ), სუბკლინიკური ათეროსკლეროზით (განსაზღვრული საერთო საძილე არტერიის ინტიმა მედიის სისქით (CIMT)) და კორონარული არტერიის დაავადების განვითარების დაბალი რისკით (10 წელი ფრამინგამის რისკის შკალით < 10%), 45-70 წლის ფარგლებში რანდომიზებულნი იყვნენ 2 წლის განმავლობაში სამკურნალოდ როზუვასტატინის 40 მგ დოზის ან პლაცებოს მისაღებად დღეში ერთხელ. როზუვასტატინი მნიშვნელოვნად ანელებს CIMT მატებას პლაცებოსთან შედარებით. საძილე არტერიის CIMT მაქსიმალური მაჩვენებლის ცვლილების სიჩქარის სხვაობა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინით და პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს ღებულობენ არის - 0.0145 მმ/წელში (95% სანდოობის ინტერვალი -0.0196, -0.0093; p < 0.0001). პლაცებოთი გამოვლენილ +0.0313 მმ/წელი (1.12%/წელი (p<0.0001) პროგრესთან შედარებით, როზუვასტატინის დაწყებიდან აღნიშნული ცვლილება არის -0.0014 მმ/წელიწადში (-0.12%/წელი (უმნიშვნელო). CIMT შემცირებასა და გულსისხლძარღვოვანი მოვლენების განვითარების შემცირებულ რისკებს შორის პირდაპირი კორელაცია ჯერ არ არის გამოვლენილი. METEOR კვლევაში შესწავლილ პოპულაციას აქვს გულის კორონარული დაავადების განვითარების დაბალი რისკი და არ წარმოადგენს 40 მგ როზუვასტატინით მკკურნალ სამიზნე პოპულაციას. 40 მგ დოზა ინიშნება მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში მაღალი კარდიოვასკულური რისკით (იხილეთ პუნქტი 4.2).
პირველადი დაცვისათვის სტატინების გამოყენების დამტკიცება: როზუვასტატინის შეფასების ინტერვენციულ კვლევაში (JUPITER), როზუვასტატინის ეფექტიანობა მძიმე ათეროსკლეროზული გულსისხლძარღვოვანი დაავადების განვითარების მიმართ შეფასდა 17,802 მამაკაცში (ასაკი ≥50) და ქალებში (ასაკი ≥60).
კვლევის მონაწილეები რანდომულად დაყვეს ჯგუფებად, პლაცებოს ჯგუფი (n = 8901) ან 20 მგ როზუვასტატინის ჯგუფი (n = 8901) დღეში ერთჯერადი დოზირებით და საშუალოდ 2 წლიანი დაკვირვების პერიოდით.
როზუვასტატინის ჯგუფში, LDL-ქოლესტერინის კონცენტრაცია შემცირდა 45%-ით (p<0.001) პლაცებოს ჯგუფთან შდერაბით.
მაღალი რისკის პირების (ფრამინგამის რისკის შკალით >20%) ქვეჯგუფის (1558) ანალიზის დროს როზუვასტატინის მკურნალობის დროს პლაცებოსთან შედარებით აღინიშნებოდა გულსისხლძარღვოვანი სიკვდილიანობის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მნიშვნელოვანი შემცირება. (p = 0.028). რისკის აბსოლუტური შემცირება არის 8.8 ყოველ 1000 პაციენტზე წელიწადში. საერთო სიკვდილიანობა აღნიშნულ მაღალი-რისკის ჯგუფში არ შეცვლილა (P = 0.193). მაღალი რისკის ქვეჯგუფის პაციენტების (სულ 9302 პირი) რეტროსპექტული ანალიზის დროს, საწყისი SCORE რისკით ≥ 5% (ექსტრაპოლირებულია > 65 წელის პაციენტებზე), გულსისხლძარღვოვანი სიკვდილიანობის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული საბოლოო წერტილი შედარებულ იქნა პლაცებოსთან როზუვასტატინით მკურნალობის დროსმ აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი შემცირება (p=0.0003). დაავადების მაჩვენებლის შემცირების აბსოლუტური რისკი არის 5.1 ყოველ 1000 პაციენტზე წელიწადში. აღნიშნულ მაღალი რისკის ჯგუფში სიკვდილიანობა არ შეცვლილა (p = 0.076).
JUPITER კვლევაში, 6.6% პაციენტებმა, რომლებიც როზუვასტატინს ღებულობდნენ და პაციენტების 6.2%-მა შეწყვიტა პრეპარატის მიღება გვერდითი მოვლენების გამო. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებმაც გამოიწვიეს მკურნალობის შეწყვეტა იყო შემდეგი: მიალგია (0.3% როზუვასტატინი, 0.2% პლაცებო), მუცლის ტკივილი (0.03 როზუვასტატინი, 0.02% პლაცებო) და გამონაყარი (0.02 როზუვასტატინი, 0.03% პლაცებო). ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა, რომელიც თანაბრამ ან მეტად განვითარდა, ვიდრე პლაცებოში არის: საშარდე გზები ინფექციები (8.7% როზუვასტატინი, 8.6% პლაცებო), ნაზოფარინგიტი (7.6% როზუვასტატინი, 7.2% პლაცებო), წელის ტკივილი (7.6% როზუვასტატინი, 6.9% პლაცებო) და მიალგია (7.6% როზუვასტატინი, 6.6% პლაცებო).
პედიატრიული პოპულაცია:
12-კვირიანი, ორმაგი-ბრმა, რანდომიზებული, მრავალცენტრული, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა (n = 176,97 მამაკაცი და 79 ქალი), რასაც მოყვა 40 კვირიანი (n = 17396 მამაკაცი და 77 ქალი), ღია, როზუვასტატინის დოზის ტიტრაციის ფაზა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-დან 17 წლამდე ასაკის პაციენტებში (ტანერის სტადია II-V, სულ მცირე 1 წელი გოგონებში პირველი მენსტრუაციის შემდეგ), 5, 10 ან 20 მგ როზუვასტატინის ან პლაცებოს 1 დოზა მიღებული იყო 12 კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ყველამ მიიღო როზუვასტატინის 1 დოზა დღეში 40 კვირის განმავლობაში. კვლევის დასაწყისში, პაციენტების დაახლოებით 30% იყო 10-13 წლის, ხოლო პაციენტების 17%, 18%, 40%, და 25% იყო ტანერის II, III, IV და V სტადიებზე, შესაბამისად.
პლაცებოსათვის 0.7% მაჩვენებელთან შედარებით, როზუვასტატინის მიღებისას დოზით 5, 10 და 20 მგ აღინიშნებოდა LDL-C დონის შემცირება შესაბამისად 33.8%, 44.6% და 50.0%-ით.
ღია კვლევის 40-კვირიანი პერიოდის ბოლოს, როდესაც სამიზნესათვის ჩატარდა ტიტრაცია, დღეში მაქსიმუმ 20 მგ-ით დოზირებისას, 173 პაციენტიდან 70-ში (40.5%) მიღწეული იყო < 108 მგ/მლ LDL-C.
კვლევაში 52-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ზეგავლენა არ აღინიშნებოდა ზრდაზე, წონაზე, BMI ან სქესობრივ მომწიფებაზე (იხილეთ პუნქტი 4.4). აღნიშნული კვლევა (n=176) არ გამოდგება იშვიათი გვერდითი მოვლენების შესადარებლად.
როზუვასტატინი შემდეგ შესწავლილ იქნა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 6-17 წლის 198 პაციენტების (88 მამაკაცი და 110 გქალი, ტანერის სტადია <II-V) ღია, სამიზნე-ტიტრირებულ კვლევაში. საწყისი დოზა ყველა პაციენტში იყო 5 მგ როზუვასტატინი დღეში ერთხელ. 6-9 წლის პაციენტებში (n=64) გააკეთეს ტიტრაცია მაქსიმალურ დოზამდე 10 მგ დღეში ერთხელ, და 10-17 წლის პაციენტებში (n=134) გააკეთეს ტიტრაცია მაქსიმალურ დოზამდე 20 მგ დღეში ერთხელ.
როზუვასტატინით მკურნალობის 24 თვის შემდეგ, 6 წლის ასაკობრივ ჯგუფში <10, 10 წლის და <14, 14 და <18, LDL-C საწყის მაჩვებლებთან შედარებით, LS-ის საშუალო პროცენტული შემცირება შესაბამისად არის 43% (საწყისი: 236 მგ/დლ, 24. თვე: 133 მგ/დლ), -45% (საწყისი: 234 მგ/დლ, 24. თვე: 124 მგ/დლ) და -35% (საწყისი: 241 მგ/დლ, 24. თვე: 153 მგ/დლ).
5 მგ, 10 მგ და 20 მგ როზუვასტატინმა უჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები საწყისი მაჩვენებლებიდან შემდეგი ლიპიდებისა და ლიპოპროტეინების მეორადი ცვლადებით: HDL-C, TK, არა-HDL-C, LDL-C/HDL-C, TC/HDL-C, TG/HDL-C, non HDL C/HDL-C, ApoB, ApoB/ApoA-1. თითოეული ამ ცვლილებიდან კორელირებდა გაუმჯობესებულ ლიპიდურ პასუხთან და შესაბამისად შენარჩუნებული იყო 2 წლის განმავლობაში.
მკურნალობის 24 თვის შემდეგ, ზეგავლენა ზრდაზე, წონაზე, BMI ან სქესობრივ მომწიფებაზე არ აღინიშნებოდა (იხილეთ პუნქტი 4.4).
ევროპული წამლის სააგენტომ, ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის, პირველადი კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიის, და გულსისხლძარღვოვანი მოვლენებისა და პეიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში როზუვასტატინით მკურნალობის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულება გააუქმა (პედიატრიაში გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პუნქტში 4.2).
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი თვისებები
შეწოვა
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური დოზირებიდან დაახლოებით 5 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით არის 99%.
დაშლა
უმთავრესად როზუვასტატინი გადადის ღვიძლში, სადაც ძირითადად ქოლესტერინის სინთეზი და LDL-C კლირენსი მიმდინარეობს. როზუვასტატინის დეზინტეგრაციის მოცულობა დაახლოებით არის 134 ლ. როზუვასტატინი 90%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
როზუვასტატინის მეტაბოლიზმი შეზღუდულია (დაახლოებით 10%). In vitro მეტაბოლიზმის კვლევებმა, ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით, გამოავლინა, რომ როზუვასტატინი არის ციტოქრომა P450-სტიმულირებული მეტაბოლიზმის სუსტი სუბსტრატი. ძირითადი იზოფერმენტი არის CYP2C9 და 2C19, 3A4 და 2D9-ს ნაკლებად სუსტია. ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტებია N-დესმეთილო და ლაქტონ მეტაბოლიტები. N-დესმეთილ მეტაბოლიტი 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, მაშინ როდესაც ლაქტონის ფორმა კლინიკურად აქტიური არ არის. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის 90% -ზე მეტი რეალიზდება როზუვასტატინით.
გამოყოფა:
როზუვასტატინის დაახლოებით 90% გამოიყოფა განავალში (შედგენილი აბსორბირებული და აბსორბირებული ნივთიერებებისაგან), შეუცვლელი პრეპარატის სახით, ხოლო დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა შარდით. დაახლოებით 5% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. პლაზმის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 საათს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება მაღალი დოზებით. პლაზმური საშუალო გეომეტრიული კლირენსი არის დაახლოებით 50 ლიტრი/საათში (ვარიაციის კოეფიციენტი 21,7%). ისევე, როგორც სხვა HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების დროს, როზუვასტატინის მიტაცება ღვიძლის მიერ მიიღწევა მემბრანის ტრანსპორტიორი OATP-C-ის საშუალებით. აღნიშნული ტრანსპორტიორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როსუვასტატინის ღვიძლიდან გამოყოფაში.
ხაზოვნება
როზუვასტატინის სისტემური ეფექტიანობა იზრდება დოზასთან ერთად. ყოველდღიური მრავალჯერადი დოზირების შემდგომ პერიოდში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეცვლა არ ხდება.
პაციენტების მახასიათებლები
ასაკი და სქესი:
ასაკსა და სქესს არ აქვს კლინიკური გავლენა როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში. როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში იგივეა, რაც მოზრდილ მოხალისეებში (იხილეთ ქვემოთ „პედიატრიული პოპულაცია“).
ეთნიკურობა:
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ აზიელი პაციენტების (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი და კორეელი) საშუალო EAA და Cmax მაჩვენებლები გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ, კავკასიური რასის პაციენტებთან შედარებით, საშუალო EAA და Cmax მაჩვენებლები ინდური წარმოშობის აზიელებში დაახლოებით 1.3-ჯერ გაიზარდა. პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა კავკასიელთა და ფერადკანიან ადამიანებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ გამოავლინა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
სხვადასხვა ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების კვლევამ უჩვენა, რომ თირკმლის მსუბუქ და ზომიერ უკმარისობას როზუვასტატინის ან N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმურ კონცენტრაციებზე ზეგავლენა არ აქვს. თუმცა, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 3-ჯერ და N-დესმეთილ მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია გაიზარდა 9-ჯერ ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. პაციენტებში, რომლებამც გაიკეთეს ჰემოდიალიზი, როზუვასტატინის წონასწროული პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
სხვადასხვა ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში, არ არის იმის მტკიცებულება, რომ როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია მომატებულია ღვიძლის დარღვევები მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს კლასიფიკაციით ≤7 ქულა). თუმცა, 2 პაციენტში ჩაილდ პიუს ქულით 8 და 9 აღინიშნებოდა, რომ როზუვასტატინის სისტემური ზემოქმედება გაიზარდა სულ მცირე ორჯერ, ჩაილდ პიუს უფრო დაბალი ქულის მქონე პაციენტებთან შედარებით. ჩაილდ პიუს ≥ 9 ქულის მქონე პაციენტების გამოცდილება არ არსებობს.
გენეტიკური პოლიმორფიზმი:
HMG-CoA რედუქტაზა ინჰიბიტორების დაშლა, როზუვასტატინის ჩათვლით, განპირობებულია OATP1B1 და BCRP ტრანსპორტიორი ცილებით. პაციენტებს SLCO1B1 (OATP1B1) და/ან ABCG2 (BCRP) გენეტიკური პოლიმორფიზმით აქვთ როზუვასტატინის ზემოქმედების მომატებული რისკი. რამდენიმე LCO1B1 c.521CC და ABCG2 c.421AA პოლიმორფიზმი დაკავშირებულია როზუვასტატინის ექსპოზიციის მატებასთან (EAA) 1,7-ჯერ და 2,4-ჯერ SLCO1B1 c.521TT ან ABCG2 c.421CC გენოტიპებთან შედარებით. აღნიშნული კონკრეტული გენოტიპი დადგენილი არ არის კლინიკურ პრაქტიკაში, თუმცა ასეთი პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია როზუვინის უფრო დაბალი დოზები.
პედიატრიული პოპულაცია:
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-17 ან 6-17 წლის პედიატრიულ პაციენტებში (სულ 214 პაციენტი) როზუვასტატინით (ტაბლეტების სახით მიღებული) ჩატარდა ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა, რომლებმაც უჩვენეს, რომ როზუვასტატინის ექსპოზიცია პედიატრიულ პაციენტებში იგივე ან ნაკლებია, მოზრდილ პაციენტებთან შედარებით. როზუვასტატინის ზემოქმედება შეიძლება შეფასებულიყო დოზისა და დროის მიხედვით, 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
- 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა, რომლებიც უკავშირდებოდა უსაფრთხოების, მრავალჯერადი დოზირების ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენული პოტენციალის თანამედროვე კვლევებს, რაიმე კონკრეტული მავნე ზემოქმედება ადამიანებზე არ გამოავლინა. hERG გენის გავლენა კონკრეტული ტესტებით არ შეფასებულა. გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევების დროს, თუმცა შეინიშნებოდა ზემოქმედების დონეზე, რომელიც ცხოველებში კლინიკური ზემოქმედების დონის მსგავსი იყო: განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის გამოკვლევებმა თაგვებსა და ვირთხებზე გამოავლინეს ღვიძლის ჰისტოპათოლოგიური ცვლილებები როზუვასტატინის ფარმაკოლოგიური ეფექტის გამო. აღნიშნული ცვლილებები ნაკლებად იქნა დაფიქსირებული ძაღლებზე ჩატარებულ კვლევებში, ნაღვლის ბუშტზე ზემოქმედებით და არ აღინიშნებოდა მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევებში. გარდა ამისა, სათესლე ჯირკვლის ტოქსიკურობა დაფიქსირდა მაიმუნებსა და ძაღლებში უფრო მაღალ დოზაზე. რეპროდუქციულობის ტოქსიურობა გამოვლინდა ვირთხებში დედის ტოქსიკური დოზებით, რომლებიც რამდენჯერმე აღემატებოდა თერაპიული ზემოქმედების დონეს, ნაშიერის ზომის და წონის შემცირებით და შესაბამისად, ნაშიერის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებით.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1. დამხმარე ნივთიერებების სია
ლაქტოზას მონოჰიდრატი
კროსპოვიდონი
კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატის დიჰიდრატი
მიკროკრისტალური ცელულოზა (PH 102)
მაგნიუმის სტეარატი
ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა
მიკროკრისტალური ცელულოზა
სტეარის მჟავა 50
ტიტანის დიოქსიდი (E171)
რკინის წითელი ოქსიდი (E172)
- 2. არათავსებადობა
რაიმე ცნობილი არათავსებადობა არ არსებობს.
- 3. შენახვის ვადა
24 თვე
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.
- 5. შეფუთვა
14, 28 და 90 ტაბლეტი კოლოფში, პვქ/პე/პვდქ გაუმჭვირე/ალუმინის ბლისტერში.
- 6. ადამიანის მირე გამოყენებისთვის განკუთვნილი სამკურნალო პრეპარატების ნარჩენების გაუვნებელყოფის განსაკუთრებული პირობები
გამოუყენებელი პრეპარატების ან ნარჩენი მასალის გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ რეგულაციების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- ლიცენზიის მფლობელი
Helba İlaç İç ve Dış San. Tic. A.S.
Camhk Mah. Pamuk sok. A Blok Apt. No:12-16/17
უმრანიე /სტამბული/თურქეთი
ტელ.: +90 216 365 41 47
ფაქსი: +90 216 365 41 48
ელ.ფოსტა: [email protected]
- რეგისტრაციის ნომერი
- პირველი ლიცენზიის გაცემის / ლიცენზიის განახლების თარიღი:
პირველი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 11.09.2014 წ.
ლიცენზიის განახლების თარიღი: >>>
- პროდუქტის ზოგადი დახასიათების განახლების თარიღი
<<<<<
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.



