პრო-ფლექსი 5% დექსტროზის ხსნარი
Pro-Fleks® %5 DEKSTROZ ÇÖZELTİSİ
- მოქმედი ნივთიერება
- _ (Dextrose anhydrous)
- ფორმა და შეფუთვა
- 5% 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პაკეტი №1
- მწარმოებელი
- Çetinkaya İlaç Sanayi ve Ticaret A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ხსნარები პარენტერალური კვებისთვის
- ATC კოდი
- B05BA03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046239
- რეგისტრირებულია
- 2 სექტემბერი 2026, მოქმედებს 2 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „საბა“
პრო-ფლექსი 5% დექსტროზის ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
თუ;
სისხლში გლუკოზის დონე კრიტიკულად მაღალი გაქვთ(ჰიპერგლიკემია)
გაქვთ არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი
აღგენიშნებათ ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ორგანიზმში მეტაბოლური (ანაბოლურ-კატაბოლური) პროცესების შენელებით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობებით.
თქვენი ორგანიზმი იმყოფება უკიდურესი გაუწყლოების (დეჰიდრატაციის) მდგომარეობაში და ამ მდგომარეობის კორექციის მიზნით დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი სითხეების მიღების შედეგად განგივითარდათ კომატოზური მდგომარეობა (ჰიპეროსმოლარული კომა).
ორგანიზმში აღგენიშნებათ ნახშირწყლების კატაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი გვერდითი პროდუქტის, რძემჟავას დონის მომატება(ჰიპერლაქტატემია).
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) სიმინდის ან სიმინდისგან მიღებული პროდუქტების მიმართ.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ მდგომარეობებში:
თუ;
აღგენიშნებათ წყლით ინტოქსიკაცია.
გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, რომელიც მიმდინარეობს შარდის რაოდენობის შემცირებით ან შარდის სრული არარსებობით.
გაქვთ გულის უკმარისობა.
გაქვთ ფილტვის უკმარისობა.
თავის ტვინის სისხლძარღვების უცაბედი დახშობის ან სისხლჩაქცევის შედეგად განგივითარდათ ინსულტი (მწვავე იშემიური ინსულტი).
ბოლო 24 საათის განმავლობაში მიღებული გაქვთ თავის ტრავმა.
გაქვთ მომატებული ქალასშიდა წნევა.
თუ;
მოცემული პრეპარატის ადმინისტრირება ხორციელდება ელექტრონული საინფუზიო ტუმბოს მეშვეობით, აუცილებელია კონტროლი, რათა აპარატის ფუნქციონირება შეწყდეს საინფუზიო კონტეინერის სრულ დაცლამდე.
რეკომენდებულია ამ მედიკამენტის ინფუზიისას გამოყენებული საინფუზიო სისტემების შეცვლა ყოველ 24 საათში ერთხელ. გარდა ამისა, მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინფუზიო ტომარა დაზიანებული არ არის, არ აღინიშნება გაჟონვა და მასში არსებული ნალექი/სითხე არის გამჭვირვალე.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთვის აქტუალურია (ან წარსულის რომელიმე პერიოდში იყო აქტუალური), გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა წარმოადგენს ინტრავენური გზით მისაღებ მედიკამენტს; საკვებთან და სასმელთან მისი ცნობილი ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება არ ფიქსირდება.
სიფრთხილის ზომები
- როგორ გამოიყენება პრო-ფლექსი 5% დექსტროზა?
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
- პრო-ფლექსი 5% დექსტროზის შენახვის პირობები
მოცემულია შემდეგი თავები :
- რა არის პრო-ფლექსი 5% დექსტროზა და რისთვის გამოიყენება იგი?
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა არის ინტრავენური მოხმარებისთვის განკუთვნილი ხსნარი, რომელიც შეიცავს შაქარს, სახელწოდებით დექსტროზა. იგი აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა ხელმისაწვდომია 50, 100, 150, 250, 500 და 1000 მლ მოცულობის პოლიპროპილენის (PP) პარკებში. არსებობს მისი ორი ფორმა: საინფუზიო სისტემით (სეტით) და სისტემის გარეშე.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა გამოიყენება ორგანიზმის გაუწყლოების (დეჰიდრატაციის) მკურნალობისას ორგანიზმიდან დაკარგული სითხის აღსადგენად. გარდა ამისა, იგი გამოიყენება ორგანიზმიდან დაკარგული ან პერორალური გზით არასაკმარისად მიღებული შაქრის შესავსებად, ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილების ნაწილობრივ დაკმაყოფილების მიზნით.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა ასევე გამოიყენება ზოგიერთი კონცენტრირებული ფორმით არსებული, ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი მედიკამენტის გასაზავებლად მათ უშუალოდ ვენაში შეყვანამდე.
- სიფრთხილის ზომები პრო-ფლექსი 5% დექსტროზის გამოყენებამდე
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა პაციენტების უმრავლესობისთვის უსაფრთხო მედიკამენტია. თუმცა, თუ გაწუხებთ პრობლემები გულზე, თირკმელებზე, ღვიძლზე ან ფილტვებზე, ან თუ ხართ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, თქვენმა ექიმმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არ დაგინიშნოთ ეს პრეპარატი.
გარდა ამისა, აღნიშნული ხსნარის გამოყენება სისხლის ტრანსფუზიასთან ერთად, ინფუზიამდე ან მის შემდეგ, ერთი და იმავე საინფუზიო სისტემის მეშვეობით დაუშვებელია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა ორსულობის პერიოდში არ უნდა იქნას გამოყენებული, გარდა კლინიკური აუცილებლობის შემთხვევებისა.
თუ ხართ ორსულად ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს.
თუ თერაპიის კურსის მიმდინარეობისას აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
პრო-ფლექსი 5% დექსტროზით თერაპიის მიმდინარეობისას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა დაუშვებელია. მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ყოველდღიური აქტივობის განახლება, ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის ჩათვლით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრო-ფლექსი 5% დექსტროზის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
დამხმარე ნივთიერების სახით საინექციო წყლის შემცველობის გამო, მედიკამენტი არ საჭიროებს სპეციფიკურ გაფრთხილებებს.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება
თუ გეგმავთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას, ამჟამად იღებთ ან ახლახან მიიღეთ, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები, ვაქცინები და მცენარეული საშუალებები,გთხოვთ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზთან ერთად დამატებითი ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, შესაძლოა ეს მედიკამენტი არ დაგენიშნოთ, ან მისი ადმინისტრირება განხორციელდეს სისხლში გლუკოზის დონის ნეიტრალიზაციისთვის განკუთვნილ პრეპარატთან ერთად.
ამ თერაპიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ექთანს ნებისმიერი რეცეპტული თუ ურეცეპტო მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან გამოიყენეთ ნებისმიერი რეცეპტული თუ ურეცეპტო მედიკამენტი, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია მათ შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება პრო-ფლექსი 5% დექსტროზა?
მითითებები მართებული გამოყენების, დოზირებისა და ადმინისტრირების სიხშირის შესახებ:
- ამ მედიკამენტის საჭირო მოცულობასა და შეყვანის პერიოდულობას განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იგი მიიღებს თქვენი ასაკის, სხეულის მასისა და ამ პრეპარატის დანიშვნის კლინიკური ჩვენების გათვალისწინებით.
- მიჰყევით ამ მითითებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენი მკურნალი ექიმი გაძლევთ განსხვავებულ რეკომენდაციას. – არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროული მიღება. – პრო-ფლექსი 5% დექსტროზით თერაპიის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი მკურნალი ექიმი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, ვინაიდან შესაძლოა ვერ მიიღოთ სასურველი კლინიკური შედეგი.
მიღების წესი და მეთოდი:
ადმინისტრირება ხორციელდება ინტრავენურად შესაბამისი პლასტმასის საინფუზიო სისტემის მეშვეობით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებისთვის დოზირებასა და საინფუზიო სისტემის ზომას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
გამოიყენება ზრდასრულთა ანალოგიურად.
სპეციფიკური კლინიკური მდგომარეობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის დროს, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა არ დაგინიშნოთ ეს მედიკამენტი თქვენი დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე; ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას თერაპიის ჩატარების შესახებ, იგი უზრუნველყოფს თქვენს ყურადღებით მონიტორინგს ადმინისტრირების პროცესში.
თუ მიგაჩნიათ, რომ პრო-ფლექსი 5% დექსტროზის მოქმედება არის ზედმეტად ძლიერი ან სუსტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ პრო-ფლექსი 5% დექსტროზა იმაზე დიდი მოცულობით, ვიდრე გესაჭიროებოდათ:
თუ გამოიყენეთ პრო-ფლექსი 5% დექსტროზა იმაზე დიდი მოცულობით, ვიდრე გესაჭიროებოდათ, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პრო-ფლექსი 5% დექსტროზის გამოყენება:
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ეფექტები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს პრო-ფლექსი 5% დექსტროზით თერაპიის შეწყვეტისას:
არ აღინიშნება.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, პრო-ფლექსი 5% დექსტროზამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრო-ფლექსი 5% დექსტროზის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- გენერალიზებული ან ლოკალური ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ხიხინით მიმდინარე სუნთქვა, გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, არტერიული წნევის ვარდნა, მაღალი ტემპერატურა, შეუძლოდ ყოფნა, კუჭის ტკივილ) ან კანკალი/გრიპისმაგვარი სიმპტომები.
ყოველივე ეს წარმოადგენს უკიდურესად სერიოზულ გვერდით მოვლენას.
თუ აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია პრო-ფლექსი 5% დექსტროზის მიმართ. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყოველივე ეს უკიდურესად სერიოზული გვერდითი მოვლენაა და ხასიათდება საკმაოდ დაბალი გამოვლენის სიხშირით (იშვიათია).
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
- ორგანიზმში სითხის მოცულობის შემცირება და გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) – სისხლში იონების სახელით ცნობილი ნივთიერებების (კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფატი და ა.შ.) დონის კლება – სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერგლიკემია) – მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდა (ჰიპერვოლემია) – გამოყოფილი შარდის მოცულობის მომატება
- ინფუზიის არედან ხსნარის ვენისგარე ქსოვილებში გაჟონვა. – ინფუზიის არეში და მის გარშემო ტკივილი, გაწითლება, შეშუპება. – ინფუზიის არეში ანთებითი პროცესის განვითარება. – ინფუზიის ქვეშ მყოფი სისხლძარღვების გაღიზიანება. – ინფუზიის არედან დაწყებული და ვენური სისხლძარღვების გასწვრივ გავრცელებული ანთება. – ინფუზიის არედან დაწყებული სისხლძარღვების დამხშობი თრომბების წარმოქმნა.
ყოველივე ეს წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას.
თუ გამოგივლინდებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ, საქმის კურსში ჩააყენოთ თქვენი მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი.
გვერდითი მოვლენები
გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული ან არამითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, თქვენ მიერ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები აცნობეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr განთავსებულ განყოფილებაზე „მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შეტყობინება“ დაწკაპუნებით, ან გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე ნომრით: 0 800 314 00 08 დარეკვით. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეიტანთ წვლილს თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- პრო-ფლექსი 5% დექსტროზის შენახვის პირობები
პრო-ფლექსი 5% დექსტროზი შეინახეთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ, მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
პრეპარატი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნაწილობრივ გამოყენებული პარკების შენახვა დაუშვებელია; ისინი უნდა განადგურდეს იმ სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის პროცედურების შესაბამისად, სადაც ტარდება მანიპულაცია.
ვარგისობის ვადა მითითებულია თითოეულ პარკზე დატანილ ეტიკეტზე. თუ აღნიშნული ვადა გასულია, მედიკამენტი არ გამოიყენოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ პრო-ფლექსი 5% დექსტროზა / გამოიყენეთ ვარგისობის ვადის ამოწურვამდე. ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში! ჩააბარეთ გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
დასახელება: ჩეთინქაია ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
მისამართი: სუსუზქინიქ ორგანიზე სანაი ბოლგესი მაჰალესი N120/10 მერქეზ/ბოლუ
ტელ: (0 374) 243 95 85 ფაქსი: (0 374) 243 95 82
წარმოების ადგილი:

მისამართი: სუსუზქინიქ ორგანიზე სანაი ბოლგესიმაჰალესი N120/10 მერქეზ/ბოლუ

გამოყენების ეს ინსტრუქცია დამტკიცებულია .../.../... თარიღში.
მომზადება პროცედურისათვის: გამოყენებამდე აუცილებელია საინფუზიო ხსნარის ვიზუალური კონტროლი. ინფუზია ხორციელდება ინტრავენური გზით, სტერილიზებული, აპიროგენული საინფუზიო სისტემების გამოყენებით.
გამოყენებას ექვემდებარება მხოლოდ გამჭვირვალე, მყარი ნაწილაკებისგან თავისუფალი პროდუქტი, რომლის შეფუთვის მთლიანობაც არ არის დარღვეული. საინფუზიო სისტემის პროდუქტთან მიერთების შემდეგ, პროცედურა უნდა დაიწყოს უმოკლეს ვადებში. საინფუზიო კონტეინერში არსებული ნარჩენი ჰაერით გამოწვეული ჰაეროვანი ემბოლიის პრევენციის მიზნით, დაუშვებელია სისტემის თანმიმდევრული მიერთება სხვა საინფუზიო ხსნარებთან.
ხსნარის შეყვანა უნდა განხორციელდეს ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით, სტერილიზებული საინფუზიო სისტემის მეშვეობით. სისტემაში ჰაერის შეღწევის თავიდან აცილების მიზნით, გამოყენებამდე საჭიროა საინფუზიო სისტემის შევსება ხსნარით . სხვა საჭირო წამლების ჩამატება ამ ხსნარში შეიძლება გადასხმის დაწყებამდეც და გადასხმის პროცესშიც, ოღონდ სრული სტერილურობის დაცვით.
პარენტერალურ შეყვანამდე აუცილებელია მიღებული საბოლოო პროდუქტის იზოტონურობის განსაზღვრა. პროცედურის დაწყებამდე, დამატებული მედიკამენტი სრულად უნდა იყოს შერეული საინფუზიო ხსნართან. დამატებითი მედიკამენტების შემცველი ხსნარების გამოყენება უნდა მოხდეს წამლის ჩამატებისთანავე; მათი შენახვა შემდგომი გამოყენების მიზნით დაუშვებელია.
ხსნარში დამატებითი მედიკამენტების შეყვანამ ან არასწორმა საინფუზიო ტექნიკამ, პროდუქტის პიროგენული კონტამინაციის გამო, შესაძლოა გამოიწვიოს ცხელება. გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ნაწილობრივ გამოყენებული ხსნარების შენახვა დაუშვებელია. ნაწილობრივ გამოყენებული კონტეინერების ხელმეორედ მიერთება პაციენტის საინფუზიო სისტემებთან აკრძალულია. კონტეინერის გახსნის წესი: ყურადღება: უშუალოდ გამოყენებამდე პროდუქტი არ უნდა იქნას ამოღებული გარე კონტეინერიდან (შეფუთვიდან). შიდა კონტეინერი უზრუნველყოფს პროდუქტის სტერილურობის შენარჩუნებას.
- შეამოწმეთ გარე შეფუთვის მთლიანობა და ჰერმეტულობა. გაჟონვის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
- დამცავი გარე შეფუთვა გაგლეჯით გახსენით.
- ხელის მოჭერით შეამოწმეთ დამცავ შეფუთვაში არსებული კონტეინერის მთლიანობა.
- შეაფასეთ კონტეინერში არსებული ხსნარის გამჭვირვალობა და მინარევების არარსებობა.
მომზადება პროცედურისათვის:
ჩამოკიდეთ კონტეინერი.
მოხსენით დამცავი თავსახური საინფუზიო გასასვლელს.
- საინფუზიო სისტემის საჩხვლეტი ნემსი მყარად ჩაასვით კონტეინერის საინფუზიო გასასვლელში. ხსნარის პაციენტისთვის შესაყვანად დაცული უნდა იქნას სისტემის გამოყენების ინსტრუქცია.
დამატებითი მედიკამენტების ჩამატება: ყურადღება: როგორც ყველა პარენტერალური ხსნარის შემთხვევაში, პროდუქტში დასამატებელი ყველა ნივთიერება თავსებადი უნდა იყოს მასთან. თუ პროდუქტში ხდება ჩამატება, ინტრავენურ შეყვანამდე აუცილებელია საბოლოო ნაზავის თავსებადობის კონტროლი.
მედიკამენტის დამატება ინფუზიის დაწყებამდე
ხდება საინფუზიო ტომრის მედიკამენტის შესაყვანი პორტის დეზინფექცია.
დასამატებელი მედიკამენტი საინფუზიო ტომარაში შეჰყავთ 19-22 გეიჯის სისქის ნემსის მქონე შპრიცით.
საინფუზიო ხსნარი და მასში დამატებული მედიკამენტი საგულდაგულოდ უნდა შეერიოს ერთმანეთ
ყურადღება: საინფუზიო ტომრები, რომლებშიც დამატებულია დამატებითი მედიკამენტი, შენახვას არ ექვემდებარება.

- ხდება საინფუზიო ტომრის მედიკამენტის შესაყვანი პორტის დეზინფექცია.
- დასამატებელი მედიკამენტი საინფუზიო ტომარაში შეჰყავთ 19-22 გეიჯის სისქის ნემსის მქონე შპრიცით.
- საინფუზიო ხსნარი და მასში დამატებული მედიკამენტი საგულდაგულოდ უნდა შეერიოს ერთმანეთ

მედიკამენტის დამატება ინფუზიის მიმდინარეობისას:
იკეტება საინფუზიო სისტემის მომჭერი (კლემპი).
ხდება საინექციო პორტის დეზინფექცია.
დასამატებელი მედიკამენტი შეყავთ პაკეტში საინექციო პორტის მეშვეობით, 19-22 (გეიჯი) სისქის ნემსის მქონე შპრიცით.
პაკეტი იხსნება შტატივიდან და ბრუნდება თავდაყირა
აღნიშნულ პოზიციაში, სრულფასოვანი შერევის უზრუნველსაყოფად, საინფუზიო ხსნარისა და დამატებული მედიკამენტის გამოსასვლელ/საინექციო პორტების მიდამოზე ხდება მსუბუქი დაკაკუნება.
პაკეტი ბრუნდება საწყის პოზიციაში (კვლავ თავსდება შტატივზე), იხსნება მომჭერი და პროცედურა გრძელდება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
პრო-ფლექსი 5%-იანი დექსტროზის ხსნარი
სტერილური ხსნარი.
გამოიყენება ინტრავენურად.
აქტიური ნივთიერებები: ყოველი 100 მლ შეიცავს 5 გ. უწყლო დექსტროზას.
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო სტერილიზებული წყალი.
ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა, მომავალში მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული მედიკამენტი გამოწერილია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს.
ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იყენებთ აღნიშნულ მედიკამენტს.
ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. მედიკამენტის მიღებისას არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებული დოზისგან განსხვავებული (უფრო მაღალი ან დაბალი) დოზა.
მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში წარმოდგენილია:
- რა არის პრო-ფლექსი 5% დექსტროზა და რისთვის გამოიყენება იგი?
- სიფრთხილის ზომები პრო-ფლექსი 5% დექსტროზის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პრო-ფლექსი 5% დექსტროზა?
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
- პრო-ფლექსი 5% დექსტროზის შენახვის პირობები
მოცემულია შემდეგი თავები :
- რა არის პრო-ფლექსი 5% დექსტროზა და რისთვის გამოიყენება იგი?
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა არის ინტრავენური მოხმარებისთვის განკუთვნილი ხსნარი, რომელიც შეიცავს შაქარს, სახელწოდებით დექსტროზა. იგი აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა ხელმისაწვდომია 50, 100, 150, 250, 500 და 1000 მლ მოცულობის პოლიპროპილენის (PP) პარკებში. არსებობს მისი ორი ფორმა: საინფუზიო სისტემით (სეტით) და სისტემის გარეშე.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა გამოიყენება ორგანიზმის გაუწყლოების (დეჰიდრატაციის) მკურნალობისას ორგანიზმიდან დაკარგული სითხის აღსადგენად. გარდა ამისა, იგი გამოიყენება ორგანიზმიდან დაკარგული ან პერორალური გზით არასაკმარისად მიღებული შაქრის შესავსებად, ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილების ნაწილობრივ დაკმაყოფილების მიზნით.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა ასევე გამოიყენება ზოგიერთი კონცენტრირებული ფორმით არსებული, ინტრავენური შეყვანისთვის განკუთვნილი მედიკამენტის გასაზავებლად მათ უშუალოდ ვენაში შეყვანამდე.
- სიფრთხილის ზომები პრო-ფლექსი 5% დექსტროზის გამოყენებამდე
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა პაციენტების უმრავლესობისთვის უსაფრთხო მედიკამენტია. თუმცა, თუ გაწუხებთ პრობლემები გულზე, თირკმელებზე, ღვიძლზე ან ფილტვებზე, ან თუ ხართ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, თქვენმა ექიმმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არ დაგინიშნოთ ეს პრეპარატი.
გარდა ამისა, აღნიშნული ხსნარის გამოყენება სისხლის ტრანსფუზიასთან ერთად, ინფუზიამდე ან მის შემდეგ, ერთი და იმავე საინფუზიო სისტემის მეშვეობით დაუშვებელია.
არ გამოიყენოთ პრო-ფლექსი 5% დექსტროზა შემდეგ შემთხვევებში:
თუ;
სისხლში გლუკოზის დონე კრიტიკულად მაღალი გაქვთ(ჰიპერგლიკემია)
გაქვთ არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი
აღგენიშნებათ ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ორგანიზმში მეტაბოლური (ანაბოლურ-კატაბოლური) პროცესების შენელებით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობებით.
თქვენი ორგანიზმი იმყოფება უკიდურესი გაუწყლოების (დეჰიდრატაციის) მდგომარეობაში და ამ მდგომარეობის კორექციის მიზნით დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი სითხეების მიღების შედეგად განგივითარდათ კომატოზური მდგომარეობა (ჰიპეროსმოლარული კომა).
ორგანიზმში აღგენიშნებათ ნახშირწყლების კატაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი გვერდითი პროდუქტის, რძემჟავას დონის მომატება(ჰიპერლაქტატემია).
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) სიმინდის ან სიმინდისგან მიღებული პროდუქტების მიმართ.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა გამოიყენეთ სიფრთხილით შემდეგ მდგომარეობებში:
თუ;
აღგენიშნებათ წყლით ინტოქსიკაცია.
გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, რომელიც მიმდინარეობს შარდის რაოდენობის შემცირებით ან შარდის სრული არარსებობით.
გაქვთ გულის უკმარისობა.
გაქვთ ფილტვის უკმარისობა.
თავის ტვინის სისხლძარღვების უცაბედი დახშობის ან სისხლჩაქცევის შედეგად განგივითარდათ ინსულტი (მწვავე იშემიური ინსულტი).
ბოლო 24 საათის განმავლობაში მიღებული გაქვთ თავის ტრავმა.
გაქვთ მომატებული ქალასშიდა წნევა.
თუ;
მოცემული პრეპარატის ადმინისტრირება ხორციელდება ელექტრონული საინფუზიო ტუმბოს მეშვეობით, აუცილებელია კონტროლი, რათა აპარატის ფუნქციონირება შეწყდეს საინფუზიო კონტეინერის სრულ დაცლამდე.
რეკომენდებულია ამ მედიკამენტის ინფუზიისას გამოყენებული საინფუზიო სისტემების შეცვლა ყოველ 24 საათში ერთხელ. გარდა ამისა, მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინფუზიო ტომარა დაზიანებული არ არის, არ აღინიშნება გაჟონვა და მასში არსებული ნალექი/სითხე არის გამჭვირვალე.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთვის აქტუალურია (ან წარსულის რომელიმე პერიოდში იყო აქტუალური), გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა წარმოადგენს ინტრავენური გზით მისაღებ მედიკამენტს; საკვებთან და სასმელთან მისი ცნობილი ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედება არ ფიქსირდება.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზა ორსულობის პერიოდში არ უნდა იქნას გამოყენებული, გარდა კლინიკური აუცილებლობის შემთხვევებისა.
თუ ხართ ორსულად ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს.
თუ თერაპიის კურსის მიმდინარეობისას აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
პრო-ფლექსი 5% დექსტროზით თერაპიის მიმდინარეობისას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა დაუშვებელია. მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ყოველდღიური აქტივობის განახლება, ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის ჩათვლით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრო-ფლექსი 5% დექსტროზის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
დამხმარე ნივთიერების სახით საინექციო წყლის შემცველობის გამო, მედიკამენტი არ საჭიროებს სპეციფიკურ გაფრთხილებებს.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება
თუ გეგმავთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტის მიღებას, ამჟამად იღებთ ან ახლახან მიიღეთ, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები, ვაქცინები და მცენარეული საშუალებები,გთხოვთ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
პრო-ფლექსი 5% დექსტროზთან ერთად დამატებითი ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი, შესაძლოა ეს მედიკამენტი არ დაგენიშნოთ, ან მისი ადმინისტრირება განხორციელდეს სისხლში გლუკოზის დონის ნეიტრალიზაციისთვის განკუთვნილ პრეპარატთან ერთად.
ამ თერაპიის დაწყებამდე მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ექთანს ნებისმიერი რეცეპტული თუ ურეცეპტო მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან გამოიყენეთ ნებისმიერი რეცეპტული თუ ურეცეპტო მედიკამენტი, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია მათ შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება პრო-ფლექსი 5% დექსტროზა?
მითითებები მართებული გამოყენების, დოზირებისა და ადმინისტრირების სიხშირის შესახებ:
- ამ მედიკამენტის საჭირო მოცულობასა და შეყვანის პერიოდულობას განსაზღვრავს თქვენი მკურნალი ექიმი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას იგი მიიღებს თქვენი ასაკის, სხეულის მასისა და ამ პრეპარატის დანიშვნის კლინიკური ჩვენების გათვალისწინებით.
- მიჰყევით ამ მითითებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენი მკურნალი ექიმი გაძლევთ განსხვავებულ რეკომენდაციას. – არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროული მიღება. – პრო-ფლექსი 5% დექსტროზით თერაპიის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი მკურნალი ექიმი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, ვინაიდან შესაძლოა ვერ მიიღოთ სასურველი კლინიკური შედეგი.
მიღების წესი და მეთოდი:
ადმინისტრირება ხორციელდება ინტრავენურად შესაბამისი პლასტმასის საინფუზიო სისტემის მეშვეობით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებისთვის დოზირებასა და საინფუზიო სისტემის ზომას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
გამოიყენება ზრდასრულთა ანალოგიურად.
სპეციფიკური კლინიკური მდგომარეობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის დროს, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა არ დაგინიშნოთ ეს მედიკამენტი თქვენი დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე; ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას თერაპიის ჩატარების შესახებ, იგი უზრუნველყოფს თქვენს ყურადღებით მონიტორინგს ადმინისტრირების პროცესში.
თუ მიგაჩნიათ, რომ პრო-ფლექსი 5% დექსტროზის მოქმედება არის ზედმეტად ძლიერი ან სუსტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ პრო-ფლექსი 5% დექსტროზა იმაზე დიდი მოცულობით, ვიდრე გესაჭიროებოდათ:
თუ გამოიყენეთ პრო-ფლექსი 5% დექსტროზა იმაზე დიდი მოცულობით, ვიდრე გესაჭიროებოდათ, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პრო-ფლექსი 5% დექსტროზის გამოყენება:
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ეფექტები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს პრო-ფლექსი 5% დექსტროზით თერაპიის შეწყვეტისას:
არ აღინიშნება.
- რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა მედიკამენტის მსგავსად, პრო-ფლექსი 5% დექსტროზამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრო-ფლექსი 5% დექსტროზის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
- გენერალიზებული ან ლოკალური ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ხიხინით მიმდინარე სუნთქვა, გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, არტერიული წნევის ვარდნა, მაღალი ტემპერატურა, შეუძლოდ ყოფნა, კუჭის ტკივილ) ან კანკალი/გრიპისმაგვარი სიმპტომები.
ყოველივე ეს წარმოადგენს უკიდურესად სერიოზულ გვერდით მოვლენას.
თუ აღნიშნული სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია პრო-ფლექსი 5% დექსტროზის მიმართ. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყოველივე ეს უკიდურესად სერიოზული გვერდითი მოვლენაა და ხასიათდება საკმაოდ დაბალი გამოვლენის სიხშირით (იშვიათია).
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
- ორგანიზმში სითხის მოცულობის შემცირება და გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) – სისხლში იონების სახელით ცნობილი ნივთიერებების (კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფატი და ა.შ.) დონის კლება – სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერგლიკემია) – მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდა (ჰიპერვოლემია) – გამოყოფილი შარდის მოცულობის მომატება
- ინფუზიის არედან ხსნარის ვენისგარე ქსოვილებში გაჟონვა. – ინფუზიის არეში და მის გარშემო ტკივილი, გაწითლება, შეშუპება. – ინფუზიის არეში ანთებითი პროცესის განვითარება. – ინფუზიის ქვეშ მყოფი სისხლძარღვების გაღიზიანება. – ინფუზიის არედან დაწყებული და ვენური სისხლძარღვების გასწვრივ გავრცელებული ანთება. – ინფუზიის არედან დაწყებული სისხლძარღვების დამხშობი თრომბების წარმოქმნა.
ყოველივე ეს წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას.
თუ გამოგივლინდებათ ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ, საქმის კურსში ჩააყენოთ თქვენი მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი.
გვერდითი მოვლენების ანგარიში
გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული ან არამითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, თქვენ მიერ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები აცნობეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr განთავსებულ განყოფილებაზე „მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შეტყობინება“ დაწკაპუნებით, ან გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე ნომრით: 0 800 314 00 08 დარეკვით. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეიტანთ წვლილს თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- პრო-ფლექსი 5% დექსტროზის შენახვის პირობები
პრო-ფლექსი 5% დექსტროზი შეინახეთ ბავშვებისთვის შეუმჩნეველ, მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
პრეპარატი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნაწილობრივ გამოყენებული პარკების შენახვა დაუშვებელია; ისინი უნდა განადგურდეს იმ სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის პროცედურების შესაბამისად, სადაც ტარდება მანიპულაცია.
ვარგისობის ვადა მითითებულია თითოეულ პარკზე დატანილ ეტიკეტზე. თუ აღნიშნული ვადა გასულია, მედიკამენტი არ გამოიყენოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ პრო-ფლექსი 5% დექსტროზა / გამოიყენეთ ვარგისობის ვადის ამოწურვამდე. ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში! ჩააბარეთ გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
დასახელება: ჩეთინქაია ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
მისამართი: სუსუზქინიქ ორგანიზე სანაი ბოლგესი მაჰალესი N120/10 მერქეზ/ბოლუ
ტელ: (0 374) 243 95 85 ფაქსი: (0 374) 243 95 82
წარმოების ადგილი:
დასახელება: ჩეთინქაია ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
მისამართი: სუსუზქინიქ ორგანიზე სანაი ბოლგესიმაჰალესი N120/10 მერქეზ/ბოლუ
ტელ: (0 374) 243 95 85 ფაქსი: (0 374) 243 95 82
გამოყენების ეს ინსტრუქცია დამტკიცებულია .../.../... თარიღში.
მომზადება პროცედურისათვის: გამოყენებამდე აუცილებელია საინფუზიო ხსნარის ვიზუალური კონტროლი. ინფუზია ხორციელდება ინტრავენური გზით, სტერილიზებული, აპიროგენული საინფუზიო სისტემების გამოყენებით.
გამოყენებას ექვემდებარება მხოლოდ გამჭვირვალე, მყარი ნაწილაკებისგან თავისუფალი პროდუქტი, რომლის შეფუთვის მთლიანობაც არ არის დარღვეული. საინფუზიო სისტემის პროდუქტთან მიერთების შემდეგ, პროცედურა უნდა დაიწყოს უმოკლეს ვადებში. საინფუზიო კონტეინერში არსებული ნარჩენი ჰაერით გამოწვეული ჰაეროვანი ემბოლიის პრევენციის მიზნით, დაუშვებელია სისტემის თანმიმდევრული მიერთება სხვა საინფუზიო ხსნარებთან.
ხსნარის შეყვანა უნდა განხორციელდეს ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით, სტერილიზებული საინფუზიო სისტემის მეშვეობით. სისტემაში ჰაერის შეღწევის თავიდან აცილების მიზნით, გამოყენებამდე საჭიროა საინფუზიო სისტემის შევსება ხსნარით . სხვა საჭირო წამლების ჩამატება ამ ხსნარში შეიძლება გადასხმის დაწყებამდეც და გადასხმის პროცესშიც, ოღონდ სრული სტერილურობის დაცვით.
პარენტერალურ შეყვანამდე აუცილებელია მიღებული საბოლოო პროდუქტის იზოტონურობის განსაზღვრა. პროცედურის დაწყებამდე, დამატებული მედიკამენტი სრულად უნდა იყოს შერეული საინფუზიო ხსნართან. დამატებითი მედიკამენტების შემცველი ხსნარების გამოყენება უნდა მოხდეს წამლის ჩამატებისთანავე; მათი შენახვა შემდგომი გამოყენების მიზნით დაუშვებელია.
ხსნარში დამატებითი მედიკამენტების შეყვანამ ან არასწორმა საინფუზიო ტექნიკამ, პროდუქტის პიროგენული კონტამინაციის გამო, შესაძლოა გამოიწვიოს ცხელება. გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.
ნაწილობრივ გამოყენებული ხსნარების შენახვა დაუშვებელია. ნაწილობრივ გამოყენებული კონტეინერების ხელმეორედ მიერთება პაციენტის საინფუზიო სისტემებთან აკრძალულია. კონტეინერის გახსნის წესი: ყურადღება: უშუალოდ გამოყენებამდე პროდუქტი არ უნდა იქნას ამოღებული გარე კონტეინერიდან (შეფუთვიდან). შიდა კონტეინერი უზრუნველყოფს პროდუქტის სტერილურობის შენარჩუნებას.
- შეამოწმეთ გარე შეფუთვის მთლიანობა და ჰერმეტულობა. გაჟონვის შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
- დამცავი გარე შეფუთვა გაგლეჯით გახსენით.
- ხელის მოჭერით შეამოწმეთ დამცავ შეფუთვაში არსებული კონტეინერის მთლიანობა.
- შეაფასეთ კონტეინერში არსებული ხსნარის გამჭვირვალობა და მინარევების არარსებობა.
მომზადება პროცედურისათვის:
ჩამოკიდეთ კონტეინერი.
მოხსენით დამცავი თავსახური საინფუზიო გასასვლელს.
- საინფუზიო სისტემის საჩხვლეტი ნემსი მყარად ჩაასვით კონტეინერის საინფუზიო გასასვლელში. ხსნარის პაციენტისთვის შესაყვანად დაცული უნდა იქნას სისტემის გამოყენების ინსტრუქცია.
დამატებითი მედიკამენტების ჩამატება: ყურადღება: როგორც ყველა პარენტერალური ხსნარის შემთხვევაში, პროდუქტში დასამატებელი ყველა ნივთიერება თავსებადი უნდა იყოს მასთან. თუ პროდუქტში ხდება ჩამატება, ინტრავენურ შეყვანამდე აუცილებელია საბოლოო ნაზავის თავსებადობის კონტროლი.
მედიკამენტის დამატება ინფუზიის დაწყებამდე
ხდება საინფუზიო ტომრის მედიკამენტის შესაყვანი პორტის დეზინფექცია.
დასამატებელი მედიკამენტი საინფუზიო ტომარაში შეჰყავთ 19-22 გეიჯის სისქის ნემსის მქონე შპრიცით.
საინფუზიო ხსნარი და მასში დამატებული მედიკამენტი საგულდაგულოდ უნდა შეერიოს ერთმანეთ
ყურადღება: საინფუზიო ტომრები, რომლებშიც დამატებულია დამატებითი მედიკამენტი, შენახვას არ ექვემდებარება.
მედიკამენტის დამატება ინფუზიის დაწყებამდე
- ხდება საინფუზიო ტომრის მედიკამენტის შესაყვანი პორტის დეზინფექცია.
- დასამატებელი მედიკამენტი საინფუზიო ტომარაში შეჰყავთ 19-22 გეიჯის სისქის ნემსის მქონე შპრიცით.
- საინფუზიო ხსნარი და მასში დამატებული მედიკამენტი საგულდაგულოდ უნდა შეერიოს ერთმანეთ
ყურადღება: საინფუზიო ტომრები, რომლებშიც დამატებულია დამატებითი მედიკამენტი, შენახვას არ ექვემდებარება.
მედიკამენტის დამატება ინფუზიის მიმდინარეობისას:
იკეტება საინფუზიო სისტემის მომჭერი (კლემპი).
ხდება საინექციო პორტის დეზინფექცია.
დასამატებელი მედიკამენტი შეყავთ პაკეტში საინექციო პორტის მეშვეობით, 19-22 (გეიჯი) სისქის ნემსის მქონე შპრიცით.
პაკეტი იხსნება შტატივიდან და ბრუნდება თავდაყირა
აღნიშნულ პოზიციაში, სრულფასოვანი შერევის უზრუნველსაყოფად, საინფუზიო ხსნარისა და დამატებული მედიკამენტის გამოსასვლელ/საინექციო პორტების მიდამოზე ხდება მსუბუქი დაკაკუნება.
პაკეტი ბრუნდება საწყის პოზიციაში (კვლავ თავსდება შტატივზე), იხსნება მომჭერი და პროცედურა გრძელდება.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.