ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოფთალმოლოგიური საშუალებები

ნაფლოქსი

Naflox

ურეცეპტოდ3მგ/მლინსტრუქცია ქართულადიტალია
მოქმედი ნივთიერება
ნორფლოქსაცინ (norfloxacin)
ფორმა და შეფუთვა
3მგ/მლ 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
Farmigea S.p.A., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები, ფტორქინოლონები
ATC კოდი
S01AE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045577
რეგისტრირებულია
29 მაისი 2026, მოქმედებს 29 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ომმურ“
ურთიერთქმედების შემოწმებანაფლოქსი და სხვა წამალი ერთად

ნაფლოქსი — ინსტრუქცია ქართულად

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ ნორფლოქსაცინზე, ქილონოლებთან ქიმიურად დაკავშირებულ ნებისმიერ ანტიმიკრობულ აგენტზე ან წინამდებარე მედიკამენტში შემავალ ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე.

სიფრთხილის ზომები

ნაფლოქსის (NAFLOX) გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მიმართეთ ექიმს თუ მედიკამენტის გამოყენების შემდეგ აგეღნიშნათ თვალის ზემგრძნობელობა / უჩვეულო შეგრძნება თვალში, წვა ან ტკივილი.

მედიკამენტის გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და გაიკეთეთ გამოყენებიდან მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ (იხ. „ნაფლოქსი (NAFLOX) 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს“).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იმ შემთხვევაში თუ ბოლო პერიოდში იღებდით ან ახლა იღებთ ან უახლოეს მომავალში აპირებთ სხვა მედიკამენტის მიღებას, აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, მედიკამენტის მიღებამდე მიიღეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.

მედიკამენტის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არაა.

სატრანსპორტო საშულების მართვა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენება

ნაფლოქსი (NAFLOX) არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენების უნარზე. თუმცა, ნაფლოქსისთვის (NAFLOX) დამახასიათებელ ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, შეუძლიათ მოახდინონ უარყოფითი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენების უნარზე (იხ. სექცია 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ განგივითარდათ აღნიშნული გვერდითი მოვლენები, რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენებისგან მანამ, სანამ ზემოხსეენბული გვერდითი მოვლენები არ ალაგდება.

ნაფლოქსი (NAFLOX) შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ნაფლოქსის (NAFLOX) 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი - მრავალდოზიანი ბოთლი.

მედიკამენტის 0,00125 მგ/მლ ერთი წვეთი შეიცავს 0,025 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს. ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილმა ლინზებმა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს ლინზის ფერის ცვლილება. ამიტომ, მედიკამენტის გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და გაიკეთეთ გამოყენებიდან მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდს, ასევე, შეუძლია გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ თვალის სიმშრალე ან რქოვანას ანუ თვალის გარეთა გამჭვირვალე ფენის დაავადება. თუ მედიკამენტის გამოყენების შემდეგ განგივითარდათ თვალის ზემგრძნობელობა / უჩვეულო შეგრძნება თვალში, წვა ან ტკივილი, მიმართეთ ექიმს.

როგორ გამოიყენოთ ნაფლოქსი (NAFLOX)

ნაფლოქსის (NAFLOX) გამოყენებისას ზედმიწევნით დაიცავით ექიმის ან პარმაცევტის მითითებები. თუ დარწმუნებული არ ხართ როგორ გამოიყენოთ მედიკამენტი, დააზუსტეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თქვენი ექიმი განგისაზღვრავთ მედიკამენტის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

რეკომენდებული დოზაა ნაფლოქსის (NAFLOX) ერთი ან ორი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში დღეში ოთხჯერ.

ინფექციის სიმწვავის მიხედვით, მკურნალობის პირველ დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ან ორი წვეთი ნაფლოქსი (NAFLOX) ყოველ 2 საათში ერთხელ გაღვიძებიდან დაძინებამდე.

მრავალდოზიანი ბოთლის გამოყენების ინსტრუქცია

ბოთლის გასახსნელად დააწექით დალუქულ სახურავს და მყისიერად მოაბრუნეთ იგი.

მსუბუქად დააწექით კონტეინერის მთავარ ნაწილს და ისე ჩაიწვეთეთ თვალში წვეთები.

ბოთლში არსებული ხსნარი სტერილურია. ამგვარად, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბოთლის წვერის შეხება თვალთან და ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად დახუროთ ბოთლი.

ერთდოზიანიანი კონტეინერის გამოყენების ინსტრუქცია

განაცალკევეთ კონტეინერი სხვა კონტეინერებისგან;

კონტეინერის გასახსნელად მოაბრუნეთ და გამოქაჩეთ სახურავი; მომძვრალი სახურავი, ამობრუნებულ მდგომარეობაში, შეგიძლიათ ბოთლის დროებით დასახურად გამოიყენოთ;

წვეთების თვალში ჩასაწვეთებლად, მსუბუქად დააწექით კონტეინერის მთავარ ნაწილს.

54038520637500

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ნაფლოქსი (NAFLOX)

იმ შემთხვევაში თუ თვალში ზედმეტი დოზა ჩაისხით ან შემთხვევით გადაგეყლაპათ ბოთლის შიგთავსი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ნაფლოქსის (NAFLOX) მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას ჩაგდებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ ნაფლოქსის (NAFLOX) მოხმარებას

ხსენებული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა კითხვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულ მედიკამენტის გამოყენებასაც შეიძლება ახლდეს თან გვერდითი მოვლენები, თუმცა სავალდებულო არა, რომ ყველა პაციენტს განუვითარდეს ისინი.

ყველაზე ხშირად ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება წვისა და მწვავე ტკივილის შეგრძნება.

სხვა, ნაკლებად ხშირ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება:

კონიუქტივას შეშუპება (ქემიოზი)

თვალის სიწითლე (კონიუქტივის ჰიპერემია)

თვალის გადაჭარბებული მგრძნობელობა სინათლეზე (ფოტოფობია)

მწარე გემო წვეთების მიღების შემდეგ

ვის უნდა მიმართოთ გვერდითი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში

თუ განგივითარდათ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდით მოვლენებში იგულისხმება მათ შორის ის გვერდითი მოვლენებიც, რომლებიც არაა ნახსენები წინამდებარე ბროშურაში. თქვენ, აგრეთვე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადი გააკეთოთ უშუალოდ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით: https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადის გაკეთებით თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოებაზე არსებული ინფორმაციის გამდიდრებას.

როგორ გამოიყენოთ ნაფლოქსი (NAFLOX)

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის პირობები

რა შედის შეფუთვაში და სხვა

რა არის ნაფლოქსი (NAFLOX) და რისთვის გამოიყენება იგი

ნაფლოქსი (NAFLOX) შეიცავს ნორფლოქსაცინის აქტიურ ნივთიერებას და მიეკუთვნება ფტორქილონოლების მედიკამენტთა ჯგუფს.

ნაფლოქსი (NAFLOX) განკუთვნილია ნორფლოქსაცილინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალისა და თვალის დამატებითი სტრუქტურების ინფექციების სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეთ, სანამ დაიწყებდეთ ნაფლოქსის (NAFLOX) გამოყენებას

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ნაფლოქსი(NAFLOX) 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი

ნორფლოქსაცინი

გენერიკული მედიკამენტი

წამლის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ბროშურას, რადგან ბევრ საინტერესო ინფორმაციას იპოვით მასში.

შეინახეთ ბროშურა, ის შეიძლება მომავალშიც გამოგადგეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული მედიკამენტი გამოწერილია თქვენთვის და ნუ მისცემთ მას სხვას, რადგან შეიძლება ზიანი მიაყენოთ, თუნდაც თქვენი დაავადების მსგავსი ნიშნები აღენიშნებოდეს.

გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდით მოვლენებში იგულისხმება ის მოვლენები, რომლებიც არაა აღნიშნული წინამდებარე ბროშურაში. იხ. სექცია 4.

წინამდებარე ბროშურაში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

რა არის ნაფლოქსი (NAFLOX) და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ, სანამ დაიწყებდეთ ნაფლოქსის (NAFLOX) გამოყენებას

როგორ გამოიყენოთ ნაფლოქსი (NAFLOX)

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნაფლოქსის (NAFLOX) შენახვის წესი

რა შედის შეფუთვაში და სხვა

რა არის ნაფლოქსი (NAFLOX) და რისთვის გამოიყენება იგი

ნაფლოქსი (NAFLOX) შეიცავს ნორფლოქსაცინის აქტიურ ნივთიერებას და მიეკუთვნება ფტორქილონოლების მედიკამენტთა ჯგუფს.

ნაფლოქსი (NAFLOX) განკუთვნილია ნორფლოქსაცილინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალისა და თვალის დამატებითი სტრუქტურების ინფექციების სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეთ, სანამ დაიწყებდეთ ნაფლოქსის (NAFLOX) გამოყენებას

არ გამოიყენოთ ნაფლოქსი (NAFLOX)

თუ ალერგიული ხართ ნორფლოქსაცინზე, ქილონოლებთან ქიმიურად დაკავშირებულ ნებისმიერ ანტიმიკრობულ აგენტზე ან წინამდებარე მედიკამენტში შემავალ ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ნაფლოქსის (NAFLOX) გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მიმართეთ ექიმს თუ მედიკამენტის გამოყენების შემდეგ აგეღნიშნათ თვალის ზემგრძნობელობა / უჩვეულო შეგრძნება თვალში, წვა ან ტკივილი.

მედიკამენტის გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და გაიკეთეთ გამოყენებიდან მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ (იხ. „ნაფლოქსი (NAFLOX) 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს“).

სხვა მედიკამენტები და ნაფლოქსი (NAFLOX)

იმ შემთხვევაში თუ ბოლო პერიოდში იღებდით ან ახლა იღებთ ან უახლოეს მომავალში აპირებთ სხვა მედიკამენტის მიღებას, აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში მკურნალი ექიმი ან ფარმაცევტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა ან ეჭვი გაქვთ ორსულობაზე ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, მედიკამენტის მიღებამდე მიიღეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.

მედიკამენტის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არაა.

სატრანსპორტო საშულების მართვა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენება

ნაფლოქსი (NAFLOX) არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენების უნარზე. თუმცა, ნაფლოქსისთვის (NAFLOX) დამახასიათებელ ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება, შეუძლიათ მოახდინონ უარყოფითი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენების უნარზე (იხ. სექცია 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები). თუ განგივითარდათ აღნიშნული გვერდითი მოვლენები, რეკომენდებულია თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალების მართვისა და ხელსაწყო-დანადგარების გამოყენებისგან მანამ, სანამ ზემოხსეენბული გვერდითი მოვლენები არ ალაგდება.

ნაფლოქსი (NAFLOX) შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ნაფლოქსის (NAFLOX) 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი - მრავალდოზიანი ბოთლი.

მედიკამენტის 0,00125 მგ/მლ ერთი წვეთი შეიცავს 0,025 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს. ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიძლება შეიწოვოს რბილმა ლინზებმა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს ლინზის ფერის ცვლილება. ამიტომ, მედიკამენტის გამოყენებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები და გაიკეთეთ გამოყენებიდან მინიმუმ 15 წუთის გასვლის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდს, ასევე, შეუძლია გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ თვალის სიმშრალე ან რქოვანას ანუ თვალის გარეთა გამჭვირვალე ფენის დაავადება. თუ მედიკამენტის გამოყენების შემდეგ განგივითარდათ თვალის ზემგრძნობელობა / უჩვეულო შეგრძნება თვალში, წვა ან ტკივილი, მიმართეთ ექიმს.

როგორ გამოიყენოთ ნაფლოქსი (NAFLOX)

ნაფლოქსის (NAFLOX) გამოყენებისას ზედმიწევნით დაიცავით ექიმის ან პარმაცევტის მითითებები. თუ დარწმუნებული არ ხართ როგორ გამოიყენოთ მედიკამენტი, დააზუსტეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თქვენი ექიმი განგისაზღვრავთ მედიკამენტის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

რეკომენდებული დოზაა ნაფლოქსის (NAFLOX) ერთი ან ორი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში დღეში ოთხჯერ.

ინფექციის სიმწვავის მიხედვით, მკურნალობის პირველ დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ან ორი წვეთი ნაფლოქსი (NAFLOX) ყოველ 2 საათში ერთხელ გაღვიძებიდან დაძინებამდე.

მრავალდოზიანი ბოთლის გამოყენების ინსტრუქცია

ბოთლის გასახსნელად დააწექით დალუქულ სახურავს და მყისიერად მოაბრუნეთ იგი.

მსუბუქად დააწექით კონტეინერის მთავარ ნაწილს და ისე ჩაიწვეთეთ თვალში წვეთები.

ბოთლში არსებული ხსნარი სტერილურია. ამგვარად, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბოთლის წვერის შეხება თვალთან და ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად დახუროთ ბოთლი.

ერთდოზიანიანი კონტეინერის გამოყენების ინსტრუქცია

განაცალკევეთ კონტეინერი სხვა კონტეინერებისგან;

კონტეინერის გასახსნელად მოაბრუნეთ და გამოქაჩეთ სახურავი; მომძვრალი სახურავი, ამობრუნებულ მდგომარეობაში, შეგიძლიათ ბოთლის დროებით დასახურად გამოიყენოთ;

წვეთების თვალში ჩასაწვეთებლად, მსუბუქად დააწექით კონტეინერის მთავარ ნაწილს.

54038520637500

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ნაფლოქსი (NAFLOX)

იმ შემთხვევაში თუ თვალში ზედმეტი დოზა ჩაისხით ან შემთხვევით გადაგეყლაპათ ბოთლის შიგთავსი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ნაფლოქსის (NAFLOX) მიღება

ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას ჩაგდებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ ნაფლოქსის (NAFLOX) მოხმარებას

ხსენებული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა კითხვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულ მედიკამენტის გამოყენებასაც შეიძლება ახლდეს თან გვერდითი მოვლენები, თუმცა სავალდებულო არა, რომ ყველა პაციენტს განუვითარდეს ისინი.

ყველაზე ხშირად ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება წვისა და მწვავე ტკივილის შეგრძნება.

სხვა, ნაკლებად ხშირ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება:

კონიუქტივას შეშუპება (ქემიოზი)

თვალის სიწითლე (კონიუქტივის ჰიპერემია)

თვალის გადაჭარბებული მგრძნობელობა სინათლეზე (ფოტოფობია)

მწარე გემო წვეთების მიღების შემდეგ

ვის უნდა მიმართოთ გვერდითი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში

თუ განგივითარდათ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდით მოვლენებში იგულისხმება მათ შორის ის გვერდითი მოვლენებიც, რომლებიც არაა ნახსენები წინამდებარე ბროშურაში. თქვენ, აგრეთვე, შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადი გააკეთოთ უშუალოდ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით: https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse.

გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადის გაკეთებით თქვენ ხელს შეუწყობთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოებაზე არსებული ინფორმაციის გამდიდრებას.

როგორ გამოიყენოთ ნაფლოქსი (NAFLOX)

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მედიკამენტის ვარგისიანობის ბოლო ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

მრავალდოაიანი ბოთლი

მრავალდოანიანი ბოთლი გამოიყენეთ მისი გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

ერთდოზიანი კონტეინერი

ერთდოზიანი კონტეინერები ვარგისია ალუმინის ფოლგის გახსნიდან 3 თვის განმავლობაში. მედიკამენტი გამოიყენეთ ერთდოზიანი კონტეინერის გახსნისთანავე, თავად კონტეინერი კი გადააგდეთ გამოყენების შემდეგ, მაშინაც, თუ მხოლოდ ნაწილობრივ იქნება გამოყენებული. მედიკამენტი არ გააყოლოთ წყალს ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. იმის შესახებ თუ როგორ გადააგდოთ მედიკამენტი, რომელსაც აღარ გამოიყენებთ, ჰკითხეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

რა შედის შეფუთვაში და სხვა

ნაფლოქსის (NAFLOX) შემადგენლობა

ნაფლოქსის (NAFLOX) 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი - მრავალდოზიანი ბოთლი

აქტიური ნივთიერება - ნორფლოქსაცილინი. 1 მლ ნაფლოქსი (NAFLOX) შეიცავს 3 მგ ნორფლოქსაცილინს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის აცეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ნაფლოქსის (NAFLOX) 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი - ერთდოზიანი კონტეინერი

აქტიური ნივთიერება - ნორფლოქსაცილინი. ერთდოზიანი კონტეინერი შეიცავს 1,5 მგ ნორფლოქსაცილინს.

სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის აცეტატი, ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ნაფლოქსი (NAFLOX) და რა შედის შეფუთვაში

ნაფლოქსის (NAFLOX) 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი - მრავალდოზიანი ბოთლი

შეფუთვაში შედის 1 ცალი 10 მლ ბოთლი.

ნაფლოქსის (NAFLOX) 3 მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი - ერთდოზიანი კონტეინერი

შეფუთვაში შედის 25 ცალი 0,5 მლ ერთჯერადი კონტეინერი.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

D.M.G. Italia S.r.l., Via Laurentina km 26,700-00071 Pomezia (Rome) Italy.

მწარმოებელი

Farmigea S.p.A., Via G. B. Oliva, 6/8 - 56121 Pisa (Pisa) – Italy.

ბროშურის ბოლო განახლების თარიღი: 27/12/2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა