ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

მიტოცინი საინექციო

MITOCIN For lnj

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

მიტომიცინი C წარმატებით გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური სიმპტომების შესამსუბუქებლად სხვადასხვა ნეოპლაზიური მდგომარეობების დროს, ქრონიკული ლიმფური ლეიკემიის, ქრონიკული მიელოციტური ლეიკემიის, კუჭის კიბოს, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოს, ფილტვის კიბოს, პანკრეასის კიბოს, ჰეპატოკარცინომის, საშვილოსნოს ყელის …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
mitomycin
ფორმა და შეფუთვა
10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
KOREA UNITED PHARM. INC., კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, სხვა ციტოტოქსიური ანტიბიოტიკები
ATC კოდი
L01DC03
რეგისტრაციის ნომერი
რ-045475
რეგისტრირებულია
18 მაისი 2026, მოქმედებს 31 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
ურთიერთქმედების შემოწმებამიტოცინი საინექციო და სხვა წამალი ერთად

მიტოცინი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მიტომიცინი C წარმატებით გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური სიმპტომების შესამსუბუქებლად სხვადასხვა ნეოპლაზიური მდგომარეობების დროს, ქრონიკული ლიმფური ლეიკემიის, ქრონიკული მიელოციტური ლეიკემიის, კუჭის კიბოს, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოს, ფილტვის კიბოს, პანკრეასის კიბოს, ჰეპატოკარცინომის, საშვილოსნოს ყელის კიბოს, მასტოკარცინომის, თავისა და კისრის სიმსივნის, შარდის ბუშტის სიმსივნის ჩათვლით.

მიღების წესი და დოზირება

წყვეტილი გამოყენება:

მიტომიცინი C-ს 4-6 მგ (პოტენცია) დღეში ერთხელ ან კვირაში ორჯერ ინტრავენურად.

უწყვეტი გამოყენება: მიტომიცინ C-ს 2 მგ (პოტენცია) ყოველდღე ინტრავენურად.

მასიური წყვეტილი გამოყენება:

10-30 მგ (პოტენცია) დღეში 1-დან 3 კვირამდე ან უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით ინტრავენურად. სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენება:

მიტომიცინი C-ს 2-4 მგ (პოტენცია) გამოიყენება სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ერთდროულად ყოველდღიურად, ყოველ ერთ-ორ კვირაში ერთხელ.

სპეციფიკურ შემთხვევებში გამოყენებისას, მიტომიცინ C-ს 2-10 მგ (პოტენცია) შეყვანა შეიძლება პლევრის და მუცლის ღრუებში და არტერიული გზით დღეში ერთხელ.

შარდის ბუშტის სიმსივნეები: შარდის ბუშტის სიმსივნეების რეციდივის პროფილაქტიკისთვის ჩვეულებრივი დოზაა მიტომიცინ C-ს 4-10 მგ (პოტენცია), რომელიც შარდის ბუშტში შეჰყავთ ერთ ან ან ორ დღეში ერთხელ. შარდის ბუშტის სიმსივნეების მკურნალობისას, ჩვეულებრივი დოზაა მიტომიცინი C-ს 10-40 მგ (პოტენცია), რომელიც შარდის ბუშტში შეჰყავთ დღეში ერთხელ.

ინტრავენური ინექციის დროს, მაქსიმალური დღიური დოზირებაა 30 მგ (პოტენცია).

მიტომიცინ C-ს დოზირება უნდა იყოს დამყარებული პაციენტის ასაკსა და მდგომარეობაზე.

განსაზავებლად, 2 მგ (პოტენციის) ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 5 მლ საინექციო წყალში. უკუჩვენებები

პაციენტები, რომლებსაც წარსულში აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობა ან იდიოსინკრაზიული რეაქცია მის მიმართ.

პაციენტები თრომბოციტოპენიით, კოაგულაციის დარღვევით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული სისხლდენისადმი გაძლიერებული მიდრეკილებით.

სიფრთხილის ზომები

ღვიძლის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის, ძვლის ტვინის დათრგუნვის მქონე პაციენტებში. არასასურველი რეაქციები

ჰემატოლოგიური: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, სისხლდენა, ანემია.

ღვიძლის: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა.

თირკმლის: თირკმლის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს მიტომიცინის მიმღებ პაციენტებში ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის კომპონენტის სახით.

ჰიპერტენზია, შეშუპება, ჰემატურია, ალბუმინურია აღინიშნა მიტომიცინის მიმღებ ზოგიერთ პაციენტში. პაციენტებზე უნდა განხორციელდეს რეგულარული მონიტორინგი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გასტრიტი, დიარეა. ჰიპერმგრძნობელობა: იშვიათად დაფიქსირებულია გამონაყარი.

უროლოგიური: შარდის ბუშტში შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნეკროზული ცისტიტი, ურეთროსტენოზი.

სასუნთქი სისტემა: იშვიათად პნევმონიტი.

კარდიოლოგიური: იშვიათად დაფიქსირებულია გულის შეგუბებითი უკმარისობა.

სხვა: იშვიათად თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, ცნობიერების აბნევა, შეშუპება, ძილიანობა, გულის წასვლა, დაღლილობა, სისხლიანი ღებინება და ტკივილი.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული კიბოს ქიმიოთერაპიაში გამოცდილი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა გაუკეთდეს მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, რომლებსაც ხშირად უმოწმდებათ ჰემატოპოეზური, თირკმლის და ფილტვების ფუნქცია.

პაციენტები, რომლებიც იღებენ მიტომიცინ C-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი პრეპარატის პოტენციური ტოქსიკურობის, კერძოდ, ძვლის ტვინის დათრგუნვის შესახებ; აღწერილია მიტომიცინით გამოწვეული ლეიკოპენიით და შემდგომი სიკვდილის შემთხვევები.

პაციენტებზე, რომლებიც იღებენ მიტომიცინ C-ს, უნდა ხორციელდებოდეს თირკმლის ტოქსიკურობის ნიშნებზე მონიტორინგი. მიტომიცინ C არ უნდა მიეცეს პაციენტებს, რომელთა შრატის კრეატინინის დონე 1.7 მგ-ზე მეტია.

გამოყენება ორსულობის დროს

მიტომიცინმა გამოიწვია ტერატოგენული ეფექტები ცხოველებში. ორსულ ქალებში მიტომიცინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში

მიტომიცინ C-ს გამოყენების უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის.

გამოყენება პედიატრიულ პაციენტებში

საჭიროა სიფრთხილე არასასურველი ეფექტების გამოვლენის მხრივ.

ფარმაცევტული სიფრთხილის ზომები

ინექციის ადგილზე დაფიქსირებულია ცელულიტის განვითარება, რომელიც ზოგჯერ მძიმეა. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის ექსტრავატაციის თავიდან ასაცილებლად.

განზავებული ხსნარის საინფუზიო სითხეებში დამატებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი შეიცავენ დექსტროზას, შედეგად მიღებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

შენახვა

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 300C-ზე.

დაიცავით სინათლისგან.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

1 ფლაკონი/ყუთი

გადახედვის თარიღი: 2004 წლის 21 აპრილი

„კორეა იუნაითედ ფარმ. ინკ“ (KOREA UNITED PHARM. INC.)

107, გონგდან-რო, იეონსეო- მიეონ, სეჯონგ-სი, კორეა

3410201813 - 60630

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს:

მიტომიცინი C......................... 10 მგ (პოტენცია)

აღწერა

ლურჯ-იისფერი, ლიოფილიზებული ნალექის ტაბლეტი ან ფხვნილი ქარვისფერ ფლაკონში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო ვერსია

მიტოცინი ინექცია

მიტომიცინი 10 მგ

ანტინეოპლაზიური

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს:

მიტომიცინი C......................... 10 მგ (პოტენცია)

აღწერა

ლურჯ-იისფერი, ლიოფილიზებული ნალექის ტაბლეტი ან ფხვნილი ქარვისფერ ფლაკონში.

ჩვენებები

მიტომიცინი C წარმატებით გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური სიმპტომების შესამსუბუქებლად სხვადასხვა ნეოპლაზიური მდგომარეობების დროს, ქრონიკული ლიმფური ლეიკემიის, ქრონიკული მიელოციტური ლეიკემიის, კუჭის კიბოს, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოს, ფილტვის კიბოს, პანკრეასის კიბოს, ჰეპატოკარცინომის, საშვილოსნოს ყელის კიბოს, მასტოკარცინომის, თავისა და კისრის სიმსივნის, შარდის ბუშტის სიმსივნის ჩათვლით.

დოზირება და გამოყენების მეთოდი:

წყვეტილი გამოყენება:

მიტომიცინი C-ს 4-6 მგ (პოტენცია) დღეში ერთხელ ან კვირაში ორჯერ ინტრავენურად.

უწყვეტი გამოყენება: მიტომიცინ C-ს 2 მგ (პოტენცია) ყოველდღე ინტრავენურად.

მასიური წყვეტილი გამოყენება:

10-30 მგ (პოტენცია) დღეში 1-დან 3 კვირამდე ან უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით ინტრავენურად. სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენება:

მიტომიცინი C-ს 2-4 მგ (პოტენცია) გამოიყენება სხვა ანტინეოპლაზიურ საშუალებებთან ერთდროულად ყოველდღიურად, ყოველ ერთ-ორ კვირაში ერთხელ.

სპეციფიკურ შემთხვევებში გამოყენებისას, მიტომიცინ C-ს 2-10 მგ (პოტენცია) შეყვანა შეიძლება პლევრის და მუცლის ღრუებში და არტერიული გზით დღეში ერთხელ.

შარდის ბუშტის სიმსივნეები: შარდის ბუშტის სიმსივნეების რეციდივის პროფილაქტიკისთვის ჩვეულებრივი დოზაა მიტომიცინ C-ს 4-10 მგ (პოტენცია), რომელიც შარდის ბუშტში შეჰყავთ ერთ ან ან ორ დღეში ერთხელ. შარდის ბუშტის სიმსივნეების მკურნალობისას, ჩვეულებრივი დოზაა მიტომიცინი C-ს 10-40 მგ (პოტენცია), რომელიც შარდის ბუშტში შეჰყავთ დღეში ერთხელ.

ინტრავენური ინექციის დროს, მაქსიმალური დღიური დოზირებაა 30 მგ (პოტენცია).

მიტომიცინ C-ს დოზირება უნდა იყოს დამყარებული პაციენტის ასაკსა და მდგომარეობაზე.

განსაზავებლად, 2 მგ (პოტენციის) ფლაკონის შიგთავსი უნდა გაიხსნას 5 მლ საინექციო წყალში. უკუჩვენებები

პაციენტები, რომლებსაც წარსულში აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობა ან იდიოსინკრაზიული რეაქცია მის მიმართ.

პაციენტები თრომბოციტოპენიით, კოაგულაციის დარღვევით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული სისხლდენისადმი გაძლიერებული მიდრეკილებით.

გაფრთხილება

ღვიძლის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის, ძვლის ტვინის დათრგუნვის მქონე პაციენტებში. არასასურველი რეაქციები

ჰემატოლოგიური: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, სისხლდენა, ანემია.

ღვიძლის: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ღვიძლის უკმარისობა.

თირკმლის: თირკმლის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს მიტომიცინის მიმღებ პაციენტებში ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის კომპონენტის სახით.

ჰიპერტენზია, შეშუპება, ჰემატურია, ალბუმინურია აღინიშნა მიტომიცინის მიმღებ ზოგიერთ პაციენტში. პაციენტებზე უნდა განხორციელდეს რეგულარული მონიტორინგი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გასტრიტი, დიარეა. ჰიპერმგრძნობელობა: იშვიათად დაფიქსირებულია გამონაყარი.

უროლოგიური: შარდის ბუშტში შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნეკროზული ცისტიტი, ურეთროსტენოზი.

სასუნთქი სისტემა: იშვიათად პნევმონიტი.

კარდიოლოგიური: იშვიათად დაფიქსირებულია გულის შეგუბებითი უკმარისობა.

სხვა: იშვიათად თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, ცნობიერების აბნევა, შეშუპება, ძილიანობა, გულის წასვლა, დაღლილობა, სისხლიანი ღებინება და ტკივილი.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული კიბოს ქიმიოთერაპიაში გამოცდილი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა გაუკეთდეს მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, რომლებსაც ხშირად უმოწმდებათ ჰემატოპოეზური, თირკმლის და ფილტვების ფუნქცია.

პაციენტები, რომლებიც იღებენ მიტომიცინ C-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებულნი პრეპარატის პოტენციური ტოქსიკურობის, კერძოდ, ძვლის ტვინის დათრგუნვის შესახებ; აღწერილია მიტომიცინით გამოწვეული ლეიკოპენიით და შემდგომი სიკვდილის შემთხვევები.

პაციენტებზე, რომლებიც იღებენ მიტომიცინ C-ს, უნდა ხორციელდებოდეს თირკმლის ტოქსიკურობის ნიშნებზე მონიტორინგი. მიტომიცინ C არ უნდა მიეცეს პაციენტებს, რომელთა შრატის კრეატინინის დონე 1.7 მგ-ზე მეტია.

გამოყენება ორსულობის დროს

მიტომიცინმა გამოიწვია ტერატოგენული ეფექტები ცხოველებში. ორსულ ქალებში მიტომიცინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში

მიტომიცინ C-ს გამოყენების უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის.

გამოყენება პედიატრიულ პაციენტებში

საჭიროა სიფრთხილე არასასურველი ეფექტების გამოვლენის მხრივ.

ფარმაცევტული სიფრთხილის ზომები

ინექციის ადგილზე დაფიქსირებულია ცელულიტის განვითარება, რომელიც ზოგჯერ მძიმეა. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის ექსტრავატაციის თავიდან ასაცილებლად.

განზავებული ხსნარის საინფუზიო სითხეებში დამატებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი შეიცავენ დექსტროზას, შედეგად მიღებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

შენახვა

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 300C-ზე.

დაიცავით სინათლისგან.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა

1 ფლაკონი/ყუთი

გადახედვის თარიღი: 2004 წლის 21 აპრილი

„კორეა იუნაითედ ფარმ. ინკ“ (KOREA UNITED PHARM. INC.)

107, გონგდან-რო, იეონსეო- მიეონ, სეჯონგ-სი, კორეა

3410201813 - 60630

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა