კორგლიკონი
Corglycon
აუტანლობის დროს).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Corglycon)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,6მგ/მლ 1მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (1X10)
- მწარმოებელი
- «CORPORATION «ZDOROVYA» LLC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, საგულე სხვა გლიკოზიდები
- ATC კოდი
- C01AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046263
- რეგისტრირებულია
- 8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «CORPORATION «ZDOROVYA» LLC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კორგლიკონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აუტანლობის დროს).
უკუჩვენებები
საგულე გლიკოზიდების მიმართ. გულის უკმარისობა დიასტოლური ფუნქციის დარღვევისას, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სხვადასხვა ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, ბრადიკარდია, ექსტრასისტოლია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი იმპლანტირებული რითმის მატარებლის გარეშე, არასტაბილური სტენოკარდია, კაროტიდული სინუსის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, მწვავე მიოკარდიტი, ენდოკარდიტი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული
კარდიომიოპათია, კონსტრიქტიული პერიკარდიტი, აორტის გულმკერდის ნაწილის ანევრიზმა, იზოლირებული მიტრალური სტენოზი, WPW სინდრომი, ჰიპერკალცემია, ჰიპოკალემია, გლიკოზიდური ინტოქსიკაცია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ადრენომიმეტური საშუალებები. ეფედრინის ჰიდროქლორიდის, ადრენალინის ჰიდროქლორიდის ან ნორადრენალინის ჰიდროტარტრატის ერთდროულმა გამოყენებამ, ასევე სელექტიური ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებების გამოყენებამ საგულე გლიკოზიდებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია.
კალციუმის ანტაგონისტები (განსაკუთრებით ვერაპამილი), ქინიდინი, ერითრომიცინი, ტეტრაციკლინი, ამიოდარონი ანელებენ პრეპარატის გამოყოფას და
ზრდიან მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში კორგლიკონის დოზას 2-ჯერ ამცირებენ.
ამინაზინი და სხვა ფენოთიაზინური წარმოებულები. საგულე გლიკოზიდების მოქმედება მცირდება.
ანტიქოლინესთერაზული პრეპარატები. ანტიქოლინესთერაზული პრეპარატების საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ბრადიკარდია. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მისი აღმოფხვრა ან შესუსტება ატროპინის სულფატის შეყვანით.
გლუკოკორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ჰიპოკალემიის განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების არასასურველი ეფექტების გაზრდა.
დიურეზული საშუალებები. დიურეზული საშუალებების საგულე გლიკოზიდებთან
ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება უკანასკნელთა მოქმედება. მათი ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ოპტიმალური დოზირების შერჩევა.
კალიუმის პრეპარატები. კალიუმის პრეპარატების ზემოქმედებით საგულე გლიკოზიდების არასასურველი ეფექტები მცირდება.
კალციუმის პრეპარატები. საგულე გლიკოზიდებით მკურნალობისას სახიფათოა კალციუმის პრეპარატების პარენტერალური გამოყენება, ვინაიდან კარდიოტოქსიკური ეფექტები ძლიერდება.
ინსულინი. ინსულინთან ერთადროული გამოყენებისას იზრდება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის რისკი.
ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას (EDTA) დინატრიუმის მარილი. აღინიშნება საგულე
გლიკოზიდების ეფექტურობის და ტოქსიურობის შემცირება.
კორტიკოტროპინის პრეპარატები. საგულე გლიკოზიდების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს კორტიკოტროპინის ზემოქმედებით.
ქსანტინის წარმოებულები. კოფეინის ან თეოფილინის პრეპარატები ზრდიან გულის
რითმის დარღვევის რისკს.
ნატრიუმის ადენოზინტრიფოსფატი. არ არის რეკომენდირებული ნატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული დანიშვნა.
ერგოკალციფეროლი. ერგოკალციფეროლით გამოწვეული ჰიპერვიტამინოზის დროს
შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება, რომელიც განპირობებულია ჰიპერკალცემიის განვითარებით.
ნარკოტიკული ანალგეტიკები. ფენტანილის და საგულე გლიკოზიდების კომბინაცია
შეიძლება გახდეს არტერიული ჰიპოტენზიის მიზეზი.
პარაცეტამოლი. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის საკმარისად შესწავლილი, მაგრამ არსებობს მონაცემები საგულე გლიკოზიდების თიკმლებით გამოყოფის შემცირების შესახებ პარაცეტამოლის ზეგავლენით.
გამოყენების თავისებურებანი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში, ხანდაზმული ასაკის პირებში, დასუსტებულ პაციენტებიში, იმპლანტირებული ელექტროსტიმულატორით, აუცილებელია დოზის სათანადო შერჩევა. კორგლიკონის გამოყენებისას საჭიროა ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი. თირკმლის გამოყოფის ფუნქციის დარღვევის დროს აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის წარმოქმნის პრევენციისთვის. გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების ალბათობა იზრდება ასევე ჰიპოკალემიის, ჰიპომაგნემიის, ჰიპერკალცემიის, გულის ღრუების გამოხატული დილატაციის, ფილტვისმიერი გულის, ალკალოზის დროს, ხანდაზმული ასაკის პირებში.
სწრაფი ინტრავენური შეყვანისას შესაძლებელია ბრადიარითმიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის და გულის გაჩერების განვითარება. ამ ეფექტის პროფილაქტიკისთვის დღიური დოზა უნდა განაწილდეს 2-3 შეყვანაზე. მკურნალობა ტარდება ელექტროკარდიოგრამის მუდმივი კონტროლის ქვეშ. საჭიროა
სიფრთხილის დაცვა პრეპარატის დანიშვნისას თირეოტოქსიკოზის და წინაგულოვანი ექსტრასისტოლიის დროს წინაგულების ფიბრილაციაში გადასვლის შესაძლებლობის შედეგად.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატი უკუნაჩვენებია
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. კორგლიკონის გამოყენების დროს არ არის რეკომენდირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა, რომლებიც მოითხოვენ სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
გამოყენების წესი და დოზირება. კორგლიკონი შეჰყავთ ინტრავენურად. შეყვანა ხდება ნელა 5-6 წუთის განმავლობაში (პრეპარატი იხსნება მხოლოდ 10-20 მლ 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში) 1-2 ჯერ დღეში. მოზრდილებში შეჰყავთ ერთჯერადი დოზით 0,5-1 მლ, 2-დან 5 წლამდე ბავშვებში - 0,2 - 0,5 მლ; 6-დან 12 წლამდე - 0,5-0,75 მლ. ორჯერ დღეში შეყვანისას ინტერვალი ინიექციებს შორის უნდა იყოს 8-12 საათი.
მაქსიმალური დოზები მოზრდილებისთვის ინტრავენურად შეყვანისას: ერთჯერადი
- 1 მლ, სადღეღამისო - 2 მლ.
ბავშვები. გამოიყენება 2 წლიდან ასაკის ბავშვებში.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევები ავტომატიზმსა და გამტარობაზე ზემოქმედების გამო, განსაკუთრებით სწრაფი შეყვანისას (ექსტრასისტოლია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ბრადიარითმია, პარკუჭოვანი არითმიები, AV გამტარობის შენელება).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, პირის სიმშრალე, ანორექსია, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
ნერვული სისტემისა და გრძნობის ორგანოების მხრივ: გონების დაბინდვა, კიდურებში ტკივილი და პარესთეზია, აპათია, სისუსტე, უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფერების აღქმის დარღვევა; ხანგრძლივი გამოყენებისას — მხედველობის ველების შევიწროება და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
კანის მხრივ: გამონაყარი.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, მათ შორის ჭინჭრის ციება, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ჰიპოკალიემია, გინეკომასტია (ხანგრძლივი გამოყენებისას); ცვლილებები ინექციის ადგილზე.
ჭარბი დოზა
სიმპტომები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმიები, მათ შორის ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან ექსტრასისტოლია, პარკუჭების ფიბრილაცია;
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა;
ცენტრალური ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა, იშვიათად - ფერების აღქმის
დარღვევა, მხედველობის სიმახვილის შემცირება, სკოტომა, მაკრო- და მიკროფსია, ძალიან იშვიათად - ცნობიერების არევა, სინკოპალური მდგომარეობა.
მკურნალობა. გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარებისას, არითმიების გაჩენის
დროს ინტრავენურად წვეთოვნად შეჰყავთ კალიუმის პრეპარატები, სასურველია ინსულინის გარეშე (შეყვანას წყვეტენ სისხლის შრატში კალიუმის კონცეტრაციისას 5
mEq/L). კალიუმის პრეპარატები უკუნაჩვენებია AV-გამტარობის დარღვევის დროს. გამოხატული ბრადიკარდის დროს ინიშნება ატროპინის სულფატის ხსნარი. ნაჩვენებია ოქსიგენოთერაპია. ანტიდოტის სახით გამოიყენება უნითიოლი (პირველი 2 დღე შეჰყავთ კანქვეშ პრეპარატის 0,05 გ (5%-ანი ხსნარის 1 მლ) ავადმყოფის 10 კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით 3-4 ჯერ დღეში, შემდეგ 1-2 ჯერ დღეში კორგლიკონის კარდიოტოქსიკური მოქმედების შეწყვეტამდე). თერაპია სიმპტომატურია.
გვერდითი რეაქციები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევები ავტომატიზმზე და გამტარობაზე ზეგავლენის გამო, განსაკუთრებით სწრაფი შეყვანისას (ექსტრასისტოლია, ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა, ბრადიარითმია, პარკუჭოვანი არითმიები, AV-გამტარობის შენელება).
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, პირის სიმშრალე, ანორექსია, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრალურ არეში.
ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: ცნობიერების არევა, ტკივილი
და პარესთეზია კიდურებში, აპათია, სისუსტე, უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფერების აღქმის დარღვევა, ხანგრძლივი გამოყენებისას - მხედველობის ველის ამოვარდნა, მხედველობის სიმახვილის შემცირება;
კანის მხრივ: გამონაყარი.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციების, ქავილის, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
სხვა: ჰიპოკალემია, გინეკომასტია (ხანგრძლივი გამოყენებისას); ცვლილებები შეყვანის ადგილას.
ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.
შენახვის პირობები. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა. არ არის რეკომენდირებული ერთ მოცულობაში პრეპარატის სხვა
სამკურნალო საშუალებებთან შერევა.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში # 10, ბლისტერში, მოთავსებული კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი.
საზოგადოება შეზღუდული პასუხისმგებლობით „კორპორაცია „ზდოროვიე“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის
მისამართი.
უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ., სახლი 22.
ბოლო გადახედვის თარიღი. 05.01.2017.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0,6 მგ კორგლიკონს;
დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი, საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე სითხე, ოდნავ მოყვითალო
ელფერით, სუსტი სპეციფიკური სუნით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- 5 პირველადი შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
1 მლ ამპულებში.
- 6 გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტის ან მისი ნარჩენების განადგურებისას განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები
არ არის საჭირო.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კორპორაცია ზდოროვიე“.
უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქალაქი ხარკოვი, შევჩენკოს ქუჩა, სახლი 22.
მწარმოებელი

- რეგისტრაციის მოწმობის ნომერი
- სამკურნალო პროდუქტის პირველი რეგისტრაციის თარიღი
- მოკლე დახასიათების ტექსტის გადახედვის თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
კორგლიკონი მიეკუთვნება საგულე გლიკოზიდების ჯგუფს და თავისი სპეციფიკური
ეფექტით ახლოსაა სტროფანტინთან, მაგრამ გააჩნია უფრო ხანგრძლივი მოქმედება. სამკურნალო საშუალების კორგლიკონის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია კარდიომიოციტებში Na+ K+ - ატფ-აზას ბლოკადასთან, მიოფიბრილების კუმშვითი პროცესის ენერგეტიკულ უზრუნველყოფაზე ზემოქმედებასთან. პრეპარატს აქვს დადებითი მიოტროპული მოქმედება, უარყოფითი ქრონო- და დრომოტროპული ეფექტი, უმნიშვნელოდ ანელებს გულის რითმს და ჰისის კონის გამტარობას. პრეპარატი აუმჯობესებს ჰემოდინამიკას, ამცირებს სიმპათოადრენალური სისტემის აქტივობას. პრეპარატს გააჩნია სედაციური ზეგავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ფარმაკოკინეტიკა.
ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატის ეფექტი აღინიშნება 3-5 წუთის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 30 წუთის განმავლობაში. პრეპარატი არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში. ექსკრეტირდება უცვლელი სახით უპირატესად შარდით. პრაქტიკულად არ გააჩნია კუმულაციური მოქმედება. ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (უპირატესად თირკმლებით) - დაახლოებით 28 საათია.
კლინიკური მახასიათებლები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
კორგლიკონი
(CORGLYCON)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0,6 მგ კორგლიკონს;
დამხმარე ნივთიერებები: ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი, საინიექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინიექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე სითხე, ოდნავ მოყვითალო
ელფერით, სუსტი სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საგულე გლიკოზიდები. ათქ კოდი C01AX.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
კორგლიკონი მიეკუთვნება საგულე გლიკოზიდების ჯგუფს და თავისი სპეციფიკური
ეფექტით ახლოსაა სტროფანტინთან, მაგრამ გააჩნია უფრო ხანგრძლივი მოქმედება. სამკურნალო საშუალების კორგლიკონის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია კარდიომიოციტებში Na+ K+ - ატფ-აზას ბლოკადასთან, მიოფიბრილების კუმშვითი პროცესის ენერგეტიკულ უზრუნველყოფაზე ზემოქმედებასთან. პრეპარატს აქვს დადებითი მიოტროპული მოქმედება, უარყოფითი ქრონო- და დრომოტროპული ეფექტი, უმნიშვნელოდ ანელებს გულის რითმს და ჰისის კონის გამტარობას. პრეპარატი აუმჯობესებს ჰემოდინამიკას, ამცირებს სიმპათოადრენალური სისტემის აქტივობას. პრეპარატს გააჩნია სედაციური ზეგავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ფარმაკოკინეტიკა.
ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატის ეფექტი აღინიშნება 3-5 წუთის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 30 წუთის განმავლობაში. პრეპარატი არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში. ექსკრეტირდება უცვლელი სახით უპირატესად შარდით. პრაქტიკულად არ გააჩნია კუმულაციური მოქმედება. ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი (უპირატესად თირკმლებით) - დაახლოებით 28 საათია.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები. გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა (დიგიტალისის პრეპარატების
აუტანლობის დროს).
უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, ასევე სხვა
საგულე გლიკოზიდების მიმართ. გულის უკმარისობა დიასტოლური ფუნქციის დარღვევისას, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სხვადასხვა ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, ბრადიკარდია, ექსტრასისტოლია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი იმპლანტირებული რითმის მატარებლის გარეშე, არასტაბილური სტენოკარდია, კაროტიდული სინუსის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი, მწვავე მიოკარდიტი, ენდოკარდიტი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული
კარდიომიოპათია, კონსტრიქტიული პერიკარდიტი, აორტის გულმკერდის ნაწილის ანევრიზმა, იზოლირებული მიტრალური სტენოზი, WPW სინდრომი, ჰიპერკალცემია, ჰიპოკალემია, გლიკოზიდური ინტოქსიკაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ადრენომიმეტური საშუალებები. ეფედრინის ჰიდროქლორიდის, ადრენალინის ჰიდროქლორიდის ან ნორადრენალინის ჰიდროტარტრატის ერთდროულმა გამოყენებამ, ასევე სელექტიური ბეტა-ადრენომიმეტური საშუალებების გამოყენებამ საგულე გლიკოზიდებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია.
კალციუმის ანტაგონისტები (განსაკუთრებით ვერაპამილი), ქინიდინი, ერითრომიცინი, ტეტრაციკლინი, ამიოდარონი ანელებენ პრეპარატის გამოყოფას და
ზრდიან მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში კორგლიკონის დოზას 2-ჯერ ამცირებენ.
ამინაზინი და სხვა ფენოთიაზინური წარმოებულები. საგულე გლიკოზიდების მოქმედება მცირდება.
ანტიქოლინესთერაზული პრეპარატები. ანტიქოლინესთერაზული პრეპარატების საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ბრადიკარდია. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მისი აღმოფხვრა ან შესუსტება ატროპინის სულფატის შეყვანით.
გლუკოკორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ჰიპოკალემიის განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების არასასურველი ეფექტების გაზრდა.
დიურეზული საშუალებები. დიურეზული საშუალებების საგულე გლიკოზიდებთან
ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება უკანასკნელთა მოქმედება. მათი ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ოპტიმალური დოზირების შერჩევა.
კალიუმის პრეპარატები. კალიუმის პრეპარატების ზემოქმედებით საგულე გლიკოზიდების არასასურველი ეფექტები მცირდება.
კალციუმის პრეპარატები. საგულე გლიკოზიდებით მკურნალობისას სახიფათოა კალციუმის პრეპარატების პარენტერალური გამოყენება, ვინაიდან კარდიოტოქსიკური ეფექტები ძლიერდება.
ინსულინი. ინსულინთან ერთადროული გამოყენებისას იზრდება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის რისკი.
ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას (EDTA) დინატრიუმის მარილი. აღინიშნება საგულე
გლიკოზიდების ეფექტურობის და ტოქსიურობის შემცირება.
კორტიკოტროპინის პრეპარატები. საგულე გლიკოზიდების მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს კორტიკოტროპინის ზემოქმედებით.
ქსანტინის წარმოებულები. კოფეინის ან თეოფილინის პრეპარატები ზრდიან გულის
რითმის დარღვევის რისკს.
ნატრიუმის ადენოზინტრიფოსფატი. არ არის რეკომენდირებული ნატრიუმის ადენოზინტრიფოსფატის საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული დანიშვნა.
ერგოკალციფეროლი. ერგოკალციფეროლით გამოწვეული ჰიპერვიტამინოზის დროს
შესაძლებელია საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება, რომელიც განპირობებულია ჰიპერკალცემიის განვითარებით.
ნარკოტიკული ანალგეტიკები. ფენტანილის და საგულე გლიკოზიდების კომბინაცია
შეიძლება გახდეს არტერიული ჰიპოტენზიის მიზეზი.
პარაცეტამოლი. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა არ არის საკმარისად შესწავლილი, მაგრამ არსებობს მონაცემები საგულე გლიკოზიდების თიკმლებით გამოყოფის შემცირების შესახებ პარაცეტამოლის ზეგავლენით.
გამოყენების თავისებურებანი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში, ხანდაზმული ასაკის პირებში, დასუსტებულ პაციენტებიში, იმპლანტირებული ელექტროსტიმულატორით, აუცილებელია დოზის სათანადო შერჩევა. კორგლიკონის გამოყენებისას საჭიროა ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი. თირკმლის გამოყოფის ფუნქციის დარღვევის დროს აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის წარმოქმნის პრევენციისთვის. გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების ალბათობა იზრდება ასევე ჰიპოკალემიის, ჰიპომაგნემიის, ჰიპერკალცემიის, გულის ღრუების გამოხატული დილატაციის, ფილტვისმიერი გულის, ალკალოზის დროს, ხანდაზმული ასაკის პირებში.
სწრაფი ინტრავენური შეყვანისას შესაძლებელია ბრადიარითმიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის და გულის გაჩერების განვითარება. ამ ეფექტის პროფილაქტიკისთვის დღიური დოზა უნდა განაწილდეს 2-3 შეყვანაზე. მკურნალობა ტარდება ელექტროკარდიოგრამის მუდმივი კონტროლის ქვეშ. საჭიროა
სიფრთხილის დაცვა პრეპარატის დანიშვნისას თირეოტოქსიკოზის და წინაგულოვანი ექსტრასისტოლიის დროს წინაგულების ფიბრილაციაში გადასვლის შესაძლებლობის შედეგად.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატი უკუნაჩვენებია
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. კორგლიკონის გამოყენების დროს არ არის რეკომენდირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა, რომლებიც მოითხოვენ სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
გამოყენების წესი და დოზირება. კორგლიკონი შეჰყავთ ინტრავენურად. შეყვანა ხდება ნელა 5-6 წუთის განმავლობაში (პრეპარატი იხსნება მხოლოდ 10-20 მლ 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში) 1-2 ჯერ დღეში. მოზრდილებში შეჰყავთ ერთჯერადი დოზით 0,5-1 მლ, 2-დან 5 წლამდე ბავშვებში - 0,2 - 0,5 მლ; 6-დან 12 წლამდე - 0,5-0,75 მლ. ორჯერ დღეში შეყვანისას ინტერვალი ინიექციებს შორის უნდა იყოს 8-12 საათი.
მაქსიმალური დოზები მოზრდილებისთვის ინტრავენურად შეყვანისას: ერთჯერადი
- 1 მლ, სადღეღამისო - 2 მლ.
ბავშვები. გამოიყენება 2 წლიდან ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არითმიები, მათ შორის ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან ექსტრასისტოლია, პარკუჭების ფიბრილაცია;
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა;
ცენტრალური ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა, იშვიათად - ფერების აღქმის
დარღვევა, მხედველობის სიმახვილის შემცირება, სკოტომა, მაკრო- და მიკროფსია, ძალიან იშვიათად - ცნობიერების არევა, სინკოპალური მდგომარეობა.
მკურნალობა. გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარებისას, არითმიების გაჩენის
დროს ინტრავენურად წვეთოვნად შეჰყავთ კალიუმის პრეპარატები, სასურველია ინსულინის გარეშე (შეყვანას წყვეტენ სისხლის შრატში კალიუმის კონცეტრაციისას 5
mEq/L). კალიუმის პრეპარატები უკუნაჩვენებია AV-გამტარობის დარღვევის დროს. გამოხატული ბრადიკარდის დროს ინიშნება ატროპინის სულფატის ხსნარი. ნაჩვენებია ოქსიგენოთერაპია. ანტიდოტის სახით გამოიყენება უნითიოლი (პირველი 2 დღე შეჰყავთ კანქვეშ პრეპარატის 0,05 გ (5%-ანი ხსნარის 1 მლ) ავადმყოფის 10 კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით 3-4 ჯერ დღეში, შემდეგ 1-2 ჯერ დღეში კორგლიკონის კარდიოტოქსიკური მოქმედების შეწყვეტამდე). თერაპია სიმპტომატურია.
გვერდითი რეაქციები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევები ავტომატიზმზე და გამტარობაზე ზეგავლენის გამო, განსაკუთრებით სწრაფი შეყვანისას (ექსტრასისტოლია, ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა, ბრადიარითმია, პარკუჭოვანი არითმიები, AV-გამტარობის შენელება).
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, პირის სიმშრალე, ანორექსია, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრალურ არეში.
ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: ცნობიერების არევა, ტკივილი
და პარესთეზია კიდურებში, აპათია, სისუსტე, უძილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფერების აღქმის დარღვევა, ხანგრძლივი გამოყენებისას - მხედველობის ველის ამოვარდნა, მხედველობის სიმახვილის შემცირება;
კანის მხრივ: გამონაყარი.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციების, ქავილის, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
სხვა: ჰიპოკალემია, გინეკომასტია (ხანგრძლივი გამოყენებისას); ცვლილებები შეყვანის ადგილას.
ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.
შენახვის პირობები. ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა. არ არის რეკომენდირებული ერთ მოცულობაში პრეპარატის სხვა
სამკურნალო საშუალებებთან შერევა.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში # 10, ბლისტერში, მოთავსებული კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი.
საზოგადოება შეზღუდული პასუხისმგებლობით „კორპორაცია „ზდოროვიე“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის
მისამართი.
უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ., სახლი 22.
ბოლო გადახედვის თარიღი. 05.01.2017.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.