უკრაინაში ომმა სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში უპრეცედენტო ნახტომი გამოიწვია, ტემპი, რომელიც მშვიდობიან დროს შეუძლებელი იქნებოდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
კანცლერის თქმით, 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაცილებით თავდაჯერებულად გრძნობს თავს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ის მთავარ ფაქტორად ტექნოლოგიური ხარვეზის უკიდურესად სწრაფ შემცირებას და არმიის მოდერნიზაციას მიიჩნევს.
“ახლა, 2026 წლის დასაწყისში ან პირველ ან მეორე კვარტალში, მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე ორი ან სამი წლის წინ ვიყავი, რადგან ვხედავ, რამდენად სწრაფად ვეწევით ტემპს“, – განაცხადა მერცმა.
მისივე თქმით, სწორედ რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა აიძულა მსოფლიოში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება ისეთი ტემპით, რაც მშვიდობიან დროს შეუძლებელი იქნებოდა.
“ჩვენ ვხედავთ სამხედრო-ტექნოლოგიურ განვითარებას, რომელიც ისეთი ტემპით მიმდინარეობს, როგორიც ამ ომის გარეშე არ მოხდებოდა. და ამაში, ამ ომის ტრაგედიისა და საშინელი ტკივილის მიუხედავად… ასევე არსებობს დიდი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.



