ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ფეინოორდმა" "მილანთან" მატჩის წინა დღეს მწვრთნელი გაუშვა

"ფეინოორდმა" "მილანთან" მატჩის წინა დღეს მწვრთნელი გაუშვა

ნიდერლანდურმა "ფეინოორდმა" გვაუწყა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი დანიელი ბრაიან პრისკე გაათავისუფლა და ამის მიზეზად უარყოფითი შედეგები და გუნდური მუშაობის ნაკლებობა დაასახელა.
პრისკე როტერდამელებს მიმდინარე სეზონის დასაწყისში მას მერე ჩაუდგა სათავეში, რაც არნე სლოტმა "ლივერპულში" გადაინაცვლა.
კლუბი ერედივიზიონში მე-5 საფეხურზეა და წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლა პრაქტიკულად გამორიცხულია.
ჩემპიონთა ლიგაზე კი 1/16-ფინალში გასული "ფეინოორდი" ხვალ უკვე "მილანს" საშინაო კედლებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.