ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები პარლამენტთან

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები პარლამენტთან
საქართველოს პარლამენტი პოლიციის ალყაშია მოქცეული. სამთავრობო კვარტალში ავტომობილების გაჩერებაც კი აკრძალულია. შენობის ყველა შესასვლელს პოლიციის ეკიპაჟები იცავენ და აკონტროლებენ. სპეცრაზმის თანამშრომლებით გადავსებულია სამთავრობო კვარტალიც.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაანონსებული აქციის გამო მიიღო. დემონსტრაციის დაწყებამდე საათზე ნაკლები რჩება. ივანიშვილის პარტია ცდილობს, მიიღოს კანონი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგაა მიმართული.
საკანონმდებლო პერიმეტრზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი გოგა მემანიშვილიც. “პირველების” დასმულ კითხვას, არის თუ არა პროპორციული ის ძალა, რომელიც მობილიზებულია პარლამენტთან, მემანიშვილი კონკრეტულ პასუხს არ იძლევა. პოლიციის ხელმძღვანელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ პოლიციის მობილიზება აქციის მშვიდად ჩასატარებლად არის უზრუნველყოფილი.
ყველა აქციაზე ასე ვართ, მშვიდად რომ ჩაიაროს აქციამ, – ამბობს მემანიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.