არქივი23 მარტი, 2025, 14:05
"ნაპოლის" "ტორინოდან" მეკარის დამატება სურს

"ნაპოლი" "ტორინოს" მეკარის, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ალექს მერეტს ხელშეკრულებას 2+1 სისტემით გაუხანგრძლივებს, თუმცა "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მეკარეებს შორის კონკურენციის შექმნა სურს.
მიმდინარე სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა "ტორინოს" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა, 4-ჯერ კი პენალტი მოიგერია, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.