დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ომი დასრულდეს, ზელენსკის სურს, რომ ის დასრულდეს

ვფიქრობ, რუსეთს სურს, ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ფეხს ითრევენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ისინი ფეხს ითრევენ. ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს და ვფიქრობ, ზელენსკის სურს, რომ ეს დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ორივე მხარე კვირაში, საშუალოდ, 2 500 ჯარისკაცს კარგავს.
”ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ თვალსაზრისით. ვხედავ ბრძოლის ველების სურათებს - მირჩევნია არ ვნახო. უბრალოდ მინდა, რომ ეს შეჩერდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.