არქივი22 იანვარი, 2025, 17:59
"ვითხოვ, მომდევნო სემესტრიდან შემიჩერდეს აკადემიური სტატუსი"
"ვითხოვ, მომდევნო სემესტრიდან შემიჩერდეს აკადემიური სტატუსი. ვფიქრობ, უნივერსიტეტი, რომელმაც პარტიული მუშაკი დანიშნა რექტორის თანამდებობაზე, ვერაფერ სასარგებლოს ვერ მასწავლის. უნივერსიტეტი კი აუცილებლად დაუბრუნდება ხალხს, ამის გჯეროდეთ.
თავისუფლება მზია ამაღლობელს!
თავისუფლება სტუდენტებს!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!
თავისუფლება უნივერსიტეტს!" | ვკითხულობთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, მარიამ მუთიძის განცხადებაში, რომელიც მან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძის დანიშვნა გააპროტესტა.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.