ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. საფრანგეთის ლიდერი კიევში ვიზიტს 13-14 თებერვალს გეგმავდა.

გამოცემა Challenges წერს, რომ მაკრონის ვიზიტი უსაფრთხოების მიზნით გადაიდო, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა როგორც ფრანგ, ისე უკრაინელ დიპლომატებში.

იგეგმებოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ჯერ ოდესას ეწვეოდა, რის შემდეგაც კიევში გაემგზავრებოდა. მას უნდა გამოეცხადებინა 200 მილიონი ევროს ოდენობის ფონდის შექმნა, რომელიც სამოქალაქო პროექტებისთვის შემოწირულობებში დაიხარჯებოდა.

ასევე მოსალოდნელი იყო, რომ მაკრონი გამოაცხადებდა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, უკრაინაში საფრანგეთის დახმარების კოორდინატორად გამოაცხადებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ვიზიტი გააუქმა ფრანგულ-უკრაინულმა ბიზნეს ასოციაციამ Medef International-მაც.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.