არქივი28 აგვისტო, 2024, 15:56
"ბარსელონამ" მცველი ამჯერად "სელტიკში" გაანათხოვრა
შოტლანდიურმა "სელტიკმა" გვაუწყა, რომ "ბარსელონადან" 1 წლით 20 წლის ესპანელი მცველი ალექს ვალე ინათხოვრა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბლაუგრანას" აღზრდილია, თუმცა კატალონიელთა ძირითად გუნდში არასდროს უასპარეზია.
ვალე სხვადასხვა პერიოდში ქვედა დივიზიონის ბინადარ "ანდორასა" და გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტეში" იყო განათხოვრებული, სადაც გასულ სეზონში სწორედ ქართველის თანაგუნდელი გახლდათ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.