ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლიმ" თავდამსხმელი "ესპანიოლში" გაანათხოვრა

"ნაპოლიმ" გუნდის 26 წლის მაროკოელი თავდამსხმელი ვალიდ ჩედირა 1 წლით "ესპანიოლში" გაანათხოვრა.
ფეხბურთელმა სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპი "პარტენოპეიში" გაატარა და სერია A-ს პირველ ტურში 12 წუთიც ითამაშა, თუმცა საბოლოოდ მისი იჯარით გაშვება გადაწყდა.
"ნაპოლიმ" ჩედირა 2023 წელს "ბარიდან" 7 მილიონ ევროდ შეიძინა. ის გასულ სეზონში "ფროზინონეში" გახლდათ განათხოვრებული, სადაც 36 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.