ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ
30 სექ 202611:45
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი მთავარი მოთხოვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის დათმობა და მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სურთ, საზოგადოებას მათი დაკავებული შვილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
მათი თქმით, მსგავსი 24-საათიანი აქცია ივნისშიც გამართეს, თუმცა მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. მათ შორის არიან ზვიად ცეცხლაძისა და გიორგი ტერიშვილის ოჯახის წევრები.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.