ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა დოლიძე - პროპაგანდას უჭირს, „ფეიკს“ „ფეიკზე“ აცხობენ

ანა დოლიძე - პროპაგანდას უჭირს, „ფეიკს“ „ფეიკზე“ აცხობენ

როგორც ჩანს, რეჟიმის პროპაგანდის მანქანას ძალიან გაუჭირდა აუხსნას ვინმეს რატომ ღუპავს ქვეყანას - წარმოგიდგენიათ როგორ უჭირს პროპაგანდას? - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „პროპაგანდა „ფეიკს“ „ფეიკზე“ აცხობს“.
„როგორც ჩანს, რეჟიმის პროპაგანდის მანქანას ძალიან გაუჭირდა აუხსნას ვინმეს რატომ ღუპავს ქვეყანას. ჯერ იყო „კანალ რასია“ და „ქოცები“ აზიარებდნენ ერთი ქერა ქალის ციტატას, რომელიც არც თანამდებობის პირია, ვირჯინიის სენატორის არჩევნები წააგო, ჰყავს 3 ათასი გამომწერი, "გუგლშიც" არც კი იძებნება. ანუ აიღეს ვიღაც ქერა ქალის ფოტო და აშშ ადმინისტრაციის პოზიციად ასაღებდნენ. წარმოგიდგენიათ, როგორ უჭირს პროპაგანდას? ახლა გამოაცხვეს აშშ ელჩის განცხადება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არ გაუკეთებია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.