ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ღაზის ჩრდილოეთით სახმელეთო შეტევის "ინტენსიური ეტაპი" დასრულდა... მალე დასრულდება სამხრეთშიც" | გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა, განაცხადა, რომ ღაზის ჩრდილოეთით სახმელეთო შეტევის "ინტენსიური ეტაპი" დასრულდა, ზოლის სამხრეთით ხან იუნის რაიონში კი მალე იგეგმება.
"ღაზის სექტორის ჩრდილოეთში საბრძოლო მენევრების ფაზა დასრულდა.. სექტორის სამხრეთში ეს ფაზა დასასრულს უახლოვდება", - ამბობს გალანტი.
მისი თქმთ, IDF ჰამასის დარჩენილი ადგილების დადგენაზე და ტერორისტული ჯგუფების ლიდერები მოკვლაზე ან დაჭერაზე მუშაობს.
"ჩვენ ასევე გავწყვიტეთ გზები, რომლებიც მიდიან რაფაში, როგორც მიწის ზემოთ, ასევე ქვემოთაც", - თქვა განალტმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.