ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ნაკრებმა ბოსნიას დაძაბულ მატჩში სძლია

საქართველოს ნაკრებმა ბოსნიას დაძაბულ მატჩში სძლია

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, საკუთარ მოედანზე ბოსნია და ჰერცეგოვინა 28:26 დაამარცხა.
მატჩის ყველაზე შედეგინი მოთამაშე 11 გოლით გიორგი ცხოვრებაძე გახდა. ის ასევე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ტიტე კალანდაძის გუნდი 2 ტურის შემდეგ 2 ქულით მე-2 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 16 მარტს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ჩაატარებს.
ევროპირველობაზე ჯგუფიდან პირდაპირ პირველ-მეორეადგილოსნები გადიან. ფინალური ეტაპს საგზურს აგრეთვე რვა ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.