კამალა ჰარისი – თითოეული ხმა მნიშვნელოვანია

თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა საარჩევნო კამპანიის ბოლო შეკრებაზე ფილადელფიელ ამომრჩევლებს განუცხადა.
„მარათონი ჯერ არ დასრულებულა და ჩვენ ძლიერად უნდა დავასრულოთ. შეიძლება ისტორიაში ყველაზე ახლო მარათონი იყოს. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პენსილვანიის შტატმა შეიძლება არჩევნების შედეგი გადაწყვიტოს.
„ეს კამპანია 107 დღის წინ დავიწყეთ და ვამთავრებთ ისე, როგორც დავიწყეთ – ოპტიმიზმით, ენერგიით, სიხარულით და იმის ცოდნით, რომ ხალხს გვაქვს ძალა ჩვენი მომავალი შევქმნათ“, – აღნიშნა კამალა ჰარისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?