გლობალური ეკონომიკა „კარგ ფორმაშია“ – OECD

გლობალური ეკონომიკა „კარგ ფორმაშია“ – OECD
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად, გლობალური ეკონომიკა „კარგ ფორმაშია“ და მოსალოდნელია, რომ მომავალ 2025 წელს დადებითი ტენდენცია გაგრძელდება.
OECD-ს ანგარიშის თანახმად, 2024 წელს გლობალური აქტივობა საერთო ჯამში მდგრადი იყო. ვაჭრობის მოცულობა აღდგენადი. თუმცა, მაღალი ინფლაცია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნახევარში დაფიქსირდა.
OECD ზოგიერთ ქვეყანას ეკონომიკის ზრდას უწინასწარმეტყველებს, წარმოგიდგენთ მათ:
გერმანია: 0.7%-ით მეტი
მოსალოდნელია, რომ გერმანიის ეკონომიკა 2025 წელს მხოლოდ მხოლოდ 0,7%-ით გაიზრდება.
OECD-ის ანგარიშით, ქვეყანაში სუსტი ინდუსტრიული აქტივობა იყო. გაურკვევლობა მოაქვს მმართველი კოალიციის დაშლას ქვეყანაში და 2025 წლის .
იტალია: 0.9%-ით მეტი
მოსალოდნელია, რომ იტალია 2025 წელს გერმანიას აჯობებს.
0,9%-იანი ზრდის შემთხვევაში, ის ასევე გადააჭარბებს 2024 წლის 0,5%-ს. ხოლო, სავარაუდოდ ეკონომიკური ზრდა 2026 წელი 1.2% იქნება.
მოსალოდნელია ხელფასების, ინვესტიციების ზრდა. ერთ-ერთი რისკია საბინაო ინვესტიციების პოტენციური კლება საგადასახადო კრედიტის შემცირების გამო.
საფრანგეთი: 0.9%-ით მეტი
საფრანგეთი პოლიტიკური არასტაბილურობის წინაშე დგას.
OECD-ის 2025 წლის ეკონომიკური პროგნოზი ძალიან მოკრძალებულ მაჩვენებელს ემყარება.
იტალიის მსგავსად, საფრანგეთს აქვს უზარმაზარი სახელმწიფო ვალი და აქვს მუდმივი წლიური დეფიციტი. ამ ვალების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება მომავალში.
კანადა: 2.0%-ით მეტი
კანადის 2025 წლის ზრდის ტემპი სექტემბრის შუალედური პროგნოზისგან განსხვავებით, სადაც 1.8%-იან მატებას ვარაუდობდნენ, გაიზარდა. მოსალოდნელია ხელფასების ზრდაც.
ესპანეთი: 2.3%-ით მეტი
2025 წლისთვის ესპანეთის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2.3%-ით არის განსაზღვრული.
ესპანეთის ეკონომიკა კვლავ მდგრადია და ის წამყვან ევროპულ ეკონომიკად ითვლება. უფრო მეტიც, ბრიტანულმა ჟურნალმა The Economist-მა ესპანეთი 2024 წლის საუკეთესო ეკონომიკად დაასახელა.
: 2.4%-ით მეტი
აპირებს ახალი ადმინისტრაციის დამტკიცებას და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ორგანიზაციას კონკრეტული მონაცემების მოყვანა უჭირს. თუმცა, OECD ელოდება, რომ 2025 წელს აშშ-ის ეკონომიკის ზრდა 2.4% იქნება.
ნოემბერში აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა მეორედ შეამცირა საპროცენტო განაკვეთები, რაც ინფლაციის შემსუბუქებასა და პროდუქტიულობის ძლიერ ზრდასთან ერთად ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას.
წყარო: lovemoney.com bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…