გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ 22-ე შეხვედრაზე რამდენიმე სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის ინიციატივას კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძიების ინიციატივას ბელგია, , კანადა, ნიდერლანდები და ნორვეგია დააფინანსებენ.
გარდა ამისა, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთო, ლიეტუვა, რუმინეთი, და საფრანგეთი უკრაინას აღჭურვილობითა და რაკეტებით დახმარებას დაჰპირდნენ, ლატვიამ კი გამოთქვა სურვილი, ინიციატივას შეუერთდეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ არაოფიციალურად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უკრაინის დასახმარებლად, უკვე გამოცხადებული 7.1 მილიარდის გარდა, დამატებით 3.8 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი