აფხაზეთში ინტერნეტის შეზღუდვის საკითხი განიხილება

აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბმა, ელექტროენერგიის დეფიციტის ფონზე, ინტერნეტ პროვაიდერებს ხვალ 00:00-დან 07:00 საათამდე ინტერნეტის გამორთვის თხოვნით მიმართა.
დღეიდან, 9 დეკემბრიდან ს დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის გათიშვის კიდევ უფრო მკაცრი გრაფიკი ამოქმედდება. ამის შესახებ კომპანია “ჩერნომორენერგო” იტყობინება, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა არა გამორთვის, არამედ ჩართვის გრაფიკი. “რესპუბლიკის ენერგომომარაგებაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, 2024 წლის 9 დეკემბრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. 21.00-დან 7.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვის გარეშე იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.07:00 საათიდან 21:00 საათამდე აბონენტები ელექტროენერგიას დღეში ორჯერ, 2 საათისა და 20 წუთის განმავლობაში მიიღებენ. ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტი იქნება მხოლოდ ღამით – 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე 9 საათისა და 20 წუთის განმავლობაში დარჩება.მანამდე, ენერგეტიკულ პრობლემებზე გამართულ შეხვედრაზე, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დან კომერციული ნაკადების შეჩერების შემთხვევაში, მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 7-8 საათის განმავლობაში ექნება.
მიმდინარე ვითარება დაკავშირებულია ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალ დონესთან და დან კომერციული ნაკადების კომერციული ფასად გადახდის აუცილებლობასთან.