ანა ნაცვლიშვილი – კიევში შეხვედრა დასტურია, რომ საქართველო ჩამოშორებულია „ტრიოს“ – ხელისუფლებამ ძვირფასი დრო დაგვაკარგვინა

სამწუხაროდ, კიევში შეხვედრა დასტურია, რომ საქართველო ჩამოშორებულია „ტრიოს“ , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს კიევში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ აღნიშნა, „ასოცირებული ტრიოდან“ საქართველოს ჩამოშორებას ერთადერთი ავტორი ჰყავს და ეს „ქართული ოცნებაა“.
„ჩვენ არა მხოლოდ ვიყავით „ტრიოს“ ნაწილი, არამედ მოწინავე სახელმწიფო ვიყავით. მიუხედავად დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით ბევრი გამოწვევისა, „ტრიოს“ სათავეში ვიდექით. დღეს, სამწუხაროდ, შეხვედრა კიევში იმის დასტურია, რომ საქართველო ჩამოშორებულია „ტრიოს“. ერთადერთი ავტორი ჰყავს ამ ჩამოშორებას, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ქვეყნისთვის არსებული შესაძლებლობა არა თუ არ გამოიყენა, არამედ საპირისპიროს აკეთებს იმისა, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე ორიენტირებული ხელისუფლების საქმე უნდა იყოს. არც წარმოდგენილი ვართ ამ შეხვედრაზე და არც გვახსენებენ, ეს ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი, რომლის მოლოდინშიც ვართ, ნამდვილად მხოლოდ ხალხის დამსახურებაა, იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ იყო, რუსეთზეა ორიენტირებული და არა დასავლეთზე და ევროპაზე. ეს არ არის საიდუმლო მათ შორს ბრიუსელისთვის.
იმედი მაქვს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. იმდენად დიდია საზოგადოების ყველა ჯგუფის სურვილი, რომ მათთვის ეს საკითხი ძალიან მკაფიო გახდა. თუმცა, ჩვენ იმ რეალობაში ვართ, რომ მაშინ, როდესაც ჯერ არ გვაქვს გარანტირებული, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მოლდოვა და უკრაინა მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ჩვენ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი ძვირფასი დრო დაგვაკარგვინა. ტრიოში მოწინავე ქვეყნიდან გადავიქეცით იმ ქვეყნად, რომელიც ან იქნება გაფართოების ამ ეტაპის მონაწილე, ან ძალიან ჩამოვრჩებით. სათუოდ გახადეს საქმე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ტრამპმა შექმნა „მშვიდობის საბჭო”, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე ტრანზიტი არ გაივლის – ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)