გერმანიის პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალი ედება რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობაში
გერმანიის პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა, რომელიც პროკურატურის ცნობით, სამხედრო წარმოებასა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ინფორმაციას აგროვებდა. კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დაკავებას წარმატება უწოდა, თუმცა გააფრთხილა, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ იქნება.