სიმონ ჯანაშია - სკოლებთან დაკავშირებით სინამდვილეში საქმე გვაქვს უპასუხისმგებლობასთან, არაკომპეტენტურობასთან და კორუფციასთან, ეს ყველაფერი კი სადღეგრძელოების ფონზე ხდება
„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერის, სიმონ ჯანაშიას განცხადებით, საქართველოს სკოლებში არსებული მდგომარეობა და სარეაბილიტაციო პროცესები უპასუხისმგებლობის, არაკომპეტენტურობისა და კორუფციის მაგალითია. მისი თქმით, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის კონტრაქტები ნაწილდება იმ კომპანიებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.
ინტერპრესნიუსი