ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში კარიერისა და თანამდებობისთვის არ მოსულა და თავის მთავარ მოტივად საქართველოს სიყვარული და პასუხისმგებლობა დაასახელა.