თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წარმატებული მაგისტრანტების სემესტრული დაფინანსება 562 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, წარმატებული მაგისტრანტების სემესტრული დაფინანსება 562 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა. შეიცვალა სოციალურად დაუცველი, შშმ პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტების დაფინანსების წესიც. საკრებულოს სხდომაზე ასევე დაზუსტდა მცირე და მიკრობიზნესის ხელშეწყობის პროგრამის პირობები, განიხილეს ავარიული შენობების რეაბილიტაციის და განაშენიანების რეგულირების გეგმის საკითხები, როგორც ამას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს.
რუსთავი 2