ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენაა, რომ ეს არის ჭეშმარიტად ევროპული. ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, გვითხრას რა ასპექტში - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსს უპასუხა და განაცხადა: „სჯობს ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“. მისი მტკიცებით, ბრიუსელისთვის რომ დაეჯერებინათ, ქვეყანას ეკონომიკური სტაგნაცია და ომი დაემუქრებოდა.

საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენაა, რომ ეს არის ჭეშმარიტად ევროპული. ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, გვითხრას რა ასპექტში - შალვა პაპუაშვილი
საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენაა, რომ ეს არის ჭეშმარიტად ევროპული. ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, გვითხრას რა ასპექტში - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2

"სჯობს ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო", - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს რომ ბრიუსელისთვის დაეჯერებინა, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია და ომი იქნებოდა.

"ქალბატონმა კოსმა თქვა, რომ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს საქართველო - ცოტა გაუგებარია [ეს განცხადება]. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე, თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას თუ რას უწუნებს. ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენაა, რომ ეს ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული. ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა.

რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ შეუძლია ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია - სჯობს ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო. ასეც იქნებოდა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის, რომ დაგვეჯერებინა და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინისა და მოლდოვის მდგომარეობაში.

წლებია, მოლდოვაში არის ეკონომიკური სტაგნაცია და უკრაინაში კი ომი. ორივე სცენარი, ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სჯობს ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“
შალვა პაპუაშვილი
„ქალბატონმა კოსმა თქვა, რომ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს საქართველო - ცოტა გაუგებარია [ეს განცხადება]. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე, თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას თუ რას უწუნებს. ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენაა, რომ ეს ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული. ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა. რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ შეუძლია ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია - სჯობს ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო. ასეც იქნებოდა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის, რომ დაგვეჯერებინა და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინისა და მოლდოვის მდგომარეობაში. წლებია, მოლდოვაში არის ეკონომიკური სტაგნაცია და უკრაინაში კი ომი. ორივე სცენარი, ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?