ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა, გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სჯობს ქვეყანა „ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო“ იყოს, ვიდრე „ქაღალდზე სახელმწიფო“. მისი თქმით, ბრიუსელისთვის რომ დაეჯერებინათ და ესკალაციაზე წასულიყვნენ, საქართველოს უკრაინის მსგავსად ომი და მოლდოვის მსგავსად ეკონომიკური სტაგნაცია დაემუქრებოდა.

შალვა პაპუაშვილი – მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა, გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
შალვა პაპუაშვილი – მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა, გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფოპირველი არხი

სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე ჰკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა“.

„მარტა კოსმა თქვა, რომ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს საქართველო, ცოტა გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს. ჩვენი ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენაა, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები. ასე რომ, ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას, რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა.

რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია – ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო. ასე იქნებოდა, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინის და მოლდოვის მდგომარეობაში. მოლდოვაში წლებია, უკვე არის ეკონომიკური სტაგნაცია და უკრაინაში წლებია, არის ომი. ზუსტად ორივე სცენარი ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა“
მარტა კოსი
„მარტა კოსმა თქვა, რომ ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს საქართველო, ცოტა გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ რაიმეს უწუნებს კომისარი კოსი ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ გვითხრას, რას უწუნებს. ჩვენი ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და ჩვენი რწმენაა, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები. ასე რომ, ქალბატონ კოსს თუ პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან, მაშინ გვითხრას, რა ასპექტში აქვს მას ეს პრობლემა. რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატობას, მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა ეს ყალბი ხატოვანი გამოთქმა გამოიყენოს, მაგრამ პასუხი ერთია – ჯობია, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო. ასე იქნებოდა, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით უკრაინის და მოლდოვის მდგომარეობაში. მოლდოვაში წლებია, უკვე არის ეკონომიკური სტაგნაცია და უკრაინაში წლებია, არის ომი. ზუსტად ორივე სცენარი ერთბაშად ემუქრებოდა საქართველოს ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?