ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსი მონარქისტი და დონბასში ომის დამფინანსებელი მალოფეევი ირაკლი კობახიძეს აქებს

რუსმა მონარქისტმა და ოლიგარქმა კონსტანტინ მალოფეევმა ტელეგრამ არხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეأყო და მის მიერ რუსოფობიასთან ჩანასახშივე ბრძოლის შესახებ გაკეთებული განცხადება მოიწონა. მალოფეევმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, საერთო რწმენასა და დასავლეთის კრიტიკაზეც ისაუბრა.

რუსი მონარქისტი და დონბასში ომის დამფინანსებელი მალოფეევი ირაკლი კობახიძეს აქებს
რუსი მონარქისტი და დონბასში ომის დამფინანსებელი მალოფეევი ირაკლი კობახიძეს აქებსTV პირველი

რუსი მონარქისტი მართლმადიდებელი ოლიგარქი, დონბასში ომის დამფინანსებელი და ევრაზიანისტ ალექსანდრ დუგინთან დაახლოებული კონსტანტინ მალოფეევი ირაკლი კობახიძეს აქებს.

ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვრცელს პოსტში მალოფეევი წერს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა "21-ე საუკუნეში თბილისიდან ყველაზე ბრძნული სიტყვები გააჟღერა".

რუსი მონარქისტი კობახიძის მიერ რუსოფობიასთან დაკავშირებულ განცხადებას გულისხმობს, რა დროსაც მთავრობის მეთაურმა განაცხაად, რომ "ქართული ოცნების მიზანი რუსოფობიასთან "ჩანასახშივე ბრძოლაა".

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა მიზანზე, "ძირეულად გაანადგუროს" რუსოფობია. ეს ყველაზე სასიამოვნო და ბრძნული სიტყვებია, რომელსაც 21-ე საუკუნეში თბილისიდან გაჟღერებულა.

სანამ მეზობელი სომხეთი საკუთარ თავს ღალატობს, საქართველო პოლიტიკურ რეალიზმს ირჩევს. სწორედ ესაა სახელმწიფოებრივი სიბრძნე.

ისტორია ციკლურია. მე-18 საუკუნის ბოლოს, დღევანდელი ქართველი პრემიერის სეხნიამ, ერეკლე II-მ გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა. ქართველმა პატრიოტებმა გადაარჩინეს საკუთარი მიწა და მისი უძველესი ღვთისმოსავი ერი ფიზიკური განადგურებისგან, გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი.

დიახ, რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და რჩება რთული პოსტსაბჭოთა აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა თავად ღმერთმა გადაწყვიტა ჩვენი ერების ერთად ყოფნა. ჩვენ გვაერთიანებს წმინდა მართლმადიდებლობა და სულიერი კავშირი.

დღეს, როგორც საუკუნენახევრის წინ, საერთო მტერი გვყავს. ამჯერად – გლობალური დასავლეთი, რომელსაც მოაქვს ნგრევა ჩვენი საერთო რწმენისთვის, ტრადიციებისთვისა და ჩვენს ხალხთა იდენტურობისთვის. ძმური კეთილმეზობლობის აღდგენა არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოსა და რუსეთისთვის. ეს ნაკარნახევია მეფე ერეკლე II-ისა და სრულიად საქართველოს მარადსახსენებელი პატრიარქი ილია II-ის მიერ", - წერს მალოფეევი.

კონსტანტინ მალოფეევი „როსტელეკომის“ აქციების და ტელეკომპანია „ცარიგრადის“ მფლობელია. რუსეთის ეკლესიასთან დაახლოებული მალოფეევი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „რუსული სამყაროს“ კონცეფციის მიმდევრებს აფინანსებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„21-ე საუკუნეში თბილისიდან ყველაზე ბრძნული სიტყვები გააჟღერა“
კონსტანტინ მალოფეევი
„რუსოფობია. ეს ყველაზე სასიამოვნო და ბრძნული სიტყვებია, რომელსაც 21-ე საუკუნეში თბილისიდან გაჟღერებულა. სანამ მეზობელი სომხეთი საკუთარ თავს ღალატობს, საქართველო პოლიტიკურ რეალიზმს ირჩევს. სწორედ ესაა სახელმწიფოებრივი სიბრძნე. ისტორია ციკლურია. მე-18 საუკუნის ბოლოს, დღევანდელი ქართველი პრემიერის სეხნიამ, ერეკლე II-მ გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა. ქართველმა პატრიოტებმა გადაარჩინეს საკუთარი მიწა და მისი უძველესი ღვთისმოსავი ერი ფიზიკური განადგურებისგან, გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი. დიახ, რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და რჩება რთული პოსტსაბჭოთა აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა თავად ღმერთმა გადაწყვიტა ჩვენი ერების ერთად ყოფნა. ჩვენ გვაერთიანებს წმინდა მართლმადიდებლობა და სულიერი კავშირი. დღეს, როგორც საუკუნენახევრის წინ, საერთო მტერი გვყავს. ამჯერად – გლობალური დასავლეთი, რომელსაც მოაქვს ნგრევა ჩვენი საერთო რწმენისთვის, ტრადიციებისთვისა და ჩვენს ხალხთა იდენტურობისთვის. ძმური კეთილმეზობლობის აღდგენა არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოსა და რუსეთისთვის. ეს ნაკარნახევია მეფე ერეკლე II-ისა და სრულიად საქართველოს მარადსახსენებელი პატრიარქი ილია II-ის მიერ“
კონსტანტინ მალოფეევი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან, პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები