ნანა კაკაბაძე დავითაძის საქმის გარშემო დაწყებულ კამპანიაზე: ფიქრობენ, რომ როგორც სააკაშვილის დროს, ციხეებმა გადაიყოლა სააკაშვილის რეჟიმი, იქნებ, ეს მმართველობაც გადაიყოლოს ციხეებმა, მაგრამ ის იყო რეალური პროტესტი, რეალური ამბები მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დღეს ამის მსგავსი მტკიცებულებები არ არსებობს
ნანა კაკაბაძის განცხადებით, გიორგი დავითაძის საქმით ცდილობენ, სააკაშვილის დროის მსგავსად ციხეებმა გადაიყოლოს მოქმედი მმართველობა, თუმცა ამის მტკიცებულებები დღეს არ არსებობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის" დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმის გარშემო დაწყებული კამპანია შეაფასა.
„სხვა არაფერმა არ იმუშავა, რამდენიმე დამხობის მცდელობა ვიცით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. ახლა ფიქრობენ, რომ როგორც სააკაშვილის დროს, ციხეებმა გადაიყოლა სააკაშვილის რეჟიმი, იქნებ, ეს მმართველობაც გადაიყოლოს ციხეებმა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ის იყო რეალური პროტესტი, რეალური ამბები და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, და უამრავი ასეთი მტკიცებულება იყო და დღეს ამის მსგავსი მტკიცებულებები არ არსებობს”, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…