ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცრუ კამპანია ისტორიის წიგნის ირგვლივ - ავტორები გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობენ

ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობენ, თითქოს წიგნიდან საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი ამოღებულია. ავტორების განმარტებით, წიგნი თემატურად არის დაყოფილი და საბჭოთა ოკუპაციასა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებს მოსწავლეები სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში ვრცლად გაეცნობიან.

ცრუ კამპანია ისტორიის წიგნის ირგვლივ - ავტორები გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობენ
ცრუ კამპანია ისტორიის წიგნის ირგვლივ - ავტორები გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობენრუსთავი 2

"ეს არის სრულ დეზინფორმაციაზე აგებული კამპანია" - ასე პასუხობს ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას ავტორთა ჯგუფი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არაერთ ინფორმაციას, თითქოს წიგნიდან საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი ამოღებულია, გიორგი კალანდია მიზანმიმართულ ცრუ კამპანიას უწოდებს.

ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია - ასეთია ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს კიდევ ერთი ავტორის, თსუ-ს რექტორის პასუხი დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვის.

ჯაბა სამუშიამ "კურიერს" დეტალურად მოუყვა, თუ რა პრინციპით შეიქმნა სახელმძღვანელო - წიგნი თემატურად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი ეხება პიროვნებებს ყველა ეპოქიდან, საბჭოთა ოკუპაციას კი მოსწავლეები სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში ვრცლად გაეცნობიან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლებს ეხება.

ახალი სახელმძღვანელოთი პირველი გაკვეთილი უკვე ჩაუტარდათ მოსწავლეებს. პედაგოგები ამბობენ, რომ ახალ სახელმძღვანელოებში საქართველოს ისტორია ისეთი ფორმით არის გადმოცემული, რომ მოსწავლეების კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს.

განათლების მინისტრის მოადგილის შეფასებით, თემატური პრინციპით აგებული სახელმძღვანელო მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ისტორიული პროცესები სხვადასხვა ჭრილში განიხილოს და ერთმანეთთან დააკავშიროს. თამარ მახარაშვილმა "კურიერთან" საუბრისას აქცენტი ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით უკუკავშირის პლატფორმაზეც გააკეთა და თქვა, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა წიგნის შესახებ პოზიცია განათლების სამინისტროს გააცნოს.

ისტორიის მე-10 კლასის წიგნი თემატურად არის დაყოფილი და მოსწავლეები დეტალურად გაეცნობიან ისტორიულ პირებს, საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, დიპლომატიის განვითარებას და ყველა ისტორიულ დეტალს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიორგი კალანდია: ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო "ატეხილი აურზაური" და მთელი კამპანია ტყუილსა და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები