როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის 21 საათიდან 10 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
________________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…