“ჩვენს წინააღმდეგ ჟურნალისტური გამოძიება მზადდება” – რაგბის კავშირი
საქართველოს რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2023 წლის ანტისადოპინგო შემთხვევებთან დაკავშირებით მორიგი ჟურნალისტური გამოძიება მზადდება. კავშირის განცხადებით, შესაბამისი პროცედურები და სანქციები უკვე დასრულებულია, ხოლო საკითხის ხელახლა გააქტიურება ქართული რაგბის წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული კამპანიაა.

საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს და წერს:
საქართველოს რაგბის კავშირისთვის ცნობილია, რომ 2023 წელს მომხდარ ანტისადოპინგო შემთხვევებთან დაკავშირებით მორიგი ჟურნალისტური გამოძიება მზადდება.
აღნიშნულ საკითხზე ყველა შესაბამისი საერთაშორისო პროცედურა უკვე ჩატარდა, დადგინდა პასუხისმგებლობები, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები და დაწესდა სანქციები. საქართველოს რაგბის კავშირმა სრულად ითანამშრომლა მსოფლიო რაგბისთან და შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება.
შესაბამისად, 2023 წლის ანტისადოპინგო შემთხვევებთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია და მასზე შესაბამისი გადაწყვეტილებები უკვე არსებობს.
მიუხედავად ამისა, იმავე, უკვე დასრულებული საკითხის ხელახლა გააქტიურება და საზოგადოებრივ დღის წესრიგში დაბრუნების მცდელობა ახალი, მიზანმიმართული კამპანიის სახეს იღებს, რომელიც ქართული რაგბის წინააღმდეგ არის მიმართული.
მიგვაჩნია, რომ ამ კამპანიის რეალური შედეგი ქართული რაგბის განვითარების პროცესის შეფერხება და მისი წინსვლის მიზანმიმართული შეჩერება იქნება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…