ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტრომუნიციპალური განვითარების ფონდისაქართველოს მთავრობა

ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის ღირებულება 14.5 მილიონ ლარზე მეტია და ის საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობსრუსთავი 2

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 700 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა.

ამ ეტაპზე, სკოლის შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები, ასევე, სკოლის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეების მოწყობას და მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნას.

სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 14.5 მილიონ ლარზე მეტია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები