სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ კომპლექსური ღონისძიებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 21 პირი დააკავეს, ხოლო 11 ობიექტი დალუქეს, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსიმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა.
"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ისინი მათ განკარგვაში არსებულ ობიექტებში ქალებს ფართებს უთმობდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი, ქალების მიერ სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტების შემოსავლის ძირითად წყაროს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხები წარმოადგენდა.
სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა ობიექტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს მსგავსი სახის უკანონო საქმიანობის გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე დანაშაულში ჩართული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით." - აღინიშნა ბრიფინგზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულაპროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს
- იმედინიუსისამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
- ტაბულაპროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით შსს-მ 21 პირი დააკავა, 11 ობიექტი კი დალუქა [VIDEO]
- ნეტგაზეთიპროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს
- რადიო თავისუფლებაპროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 21 ადამიანია დაკავებული, 11 ობიექტი დაილუქა - შსს
- TV პირველიპროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს - დალუქულია 11 ობიექტი
- იმედინიუსიპროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 21 პირს ბრალდება წარუდგინა
- რუსთავი 2პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 21 პირს ბრალდება წარუდგინა
- ინტერპრესნიუსიპროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 21 პირს ბრალდება წარუდგინა
- რუსთავი 2დაკავება პროსტიტუციის საქმეზე - რამდენი მასაჟის სალონი დაილუქა ქვეყნის მასშტაბით და რა ფარული ვიდეო მასალა დევს გამოძიების მასალებში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…