ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტის არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ და არის მცდელობები, რომ ინსტიტუტი ამ მიზნით იქნას გამოყენებული. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რეალურ სურათს შეხედავენ.

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არისიმედინიუსი

ევროპარლამენტში იწყებოდა ხოლმე ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით - არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არის, რომ ევროპარლამენტი იყოს გამოყენებული ამ საქმისთვის, - განაცხადა „იმედიLIVE“-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით.

ამ კონტექსტში მან ახსენა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში დაგეგმილი დისკუსიაც და იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ეცდებიან, რეალურ სურათს შეხედონ.

„ნახეთ დებატების მიმდინარეობაც - ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე განცხადებები, ზოგს სააკაშვილი ადარდებს, ზოგს რა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ინსტიტუტის ამგვარად გამოყენება ხდება. შესაძლოა შემდგომი რეზოლუცია საფუძვლად იყოს გამოყენებული ნეგატიური განცხადებების გასაკეთებლად. დაველოდოთ, მე მგონია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ეცდებიან, რომ რეალურ სურათს შეხედონ და რეალური საჭიროებები დაინახონ ევროკავშირის, რადგან აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს საჭიროებებზე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნახეთ დებატების მიმდინარეობაც - ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე განცხადებები, ზოგს სააკაშვილი ადარდებს, ზოგს რა. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ინსტიტუტის ამგვარად გამოყენება ხდება. შესაძლოა შემდგომი რეზოლუცია საფუძვლად იყოს გამოყენებული ნეგატიური განცხადებების გასაკეთებლად. დაველოდოთ, მე მგონია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ეცდებიან, რომ რეალურ სურათს შეხედონ და რეალური საჭიროებები დაინახონ ევროკავშირის, რადგან აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს საჭიროებებზე“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი განწყობები იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკასაც ევროკავშირის ბიუროკრატია აწარმოებს დღეს საქართველოსთან მიმართებაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები