“კალა-არითმეტიკით თბილისში ცხოვრობს მინიმუმ 4 მილიონი ადამიანი” – ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კახა კალაძის მიერ დასახელებულ პიკის საათში მოძრავი ავტომობილების რაოდენობაზე დაყრდნობით, ირონიული გამოთვლებით აცხადებს, რომ თბილისში მინიმუმ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“პიკის საათში ქალაქში 900 000 ავტომობილი გადაადგილდება” – თქვა კალაძემ.
ძალიან უხეშად რომ დავთვალოთ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტაქსების გათვალისწინებით თითო მანქანას საშუალოდ გადაყავს მინიმუმ 2-3 ადამიანი.
ამ დროს სახლში სავარაუდოდ არის დაახლოებით იმდენივე ბავშვი, პენსიონერი, დიასახლისი და უბრალოდ უმუშევარი.
დავამატოთ მეტრო.
შესაბამისად, კალა-არითმეტიკით თბილისში ცხოვრობს მინიმუმ 4 მილიონი ადამიანი…
ციტატები სტატიიდან
„პიკის საათში ქალაქში 900 000 ავტომობილი გადაადგილდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…