ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“პოლიციელი გმირია არა ის! გმირი ვარ მე! დღეში შვიდ გაკვეთილს ვატარებ” – ალექსანდრე ბახტაძე

პედაგოგი ალექსანდრე ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს მასწავლებელთა მძიმე სამუშაო პირობებზე, ანაზღაურებაზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე, მიიჩნევს რა პედაგოგთა შრომას გმირობად.

“პოლიციელი გმირია არა ის! გმირი ვარ მე! დღეში შვიდ გაკვეთილს ვატარებ” – ალექსანდრე ბახტაძე
“პოლიციელი გმირია არა ის! გმირი ვარ მე! დღეში შვიდ გაკვეთილს ვატარებ” – ალექსანდრე ბახტაძეალია

პედაგოგი, ალექსანდრე ბახტაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

პოლიციელი გმირია არა ის!

გმირი ვარ მე!

დღეში შვიდ გაკვეთილს ვატარებ, პლუს მე-11 კლასის დამრიგებელი ვარ!

ამას ისიც დაამატეთ: მოსწავლე თუ ცუდ ხასიათზეა – ჩემი ბრალია, თუ კარგზე – მშობლებისა და ამინდის! თუ დაბალ ნიშანს წერ – მოსწავლის გენიალობის აღქმა არ შეგიძლია!

თუ წაახალისებ და მოუმატებ – დამსახურებული შეფასებაა!

ეს ყველაფერი შეაჯამეთ, დაუმატეთ მასწავლებლის ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი (სამსახური სახლში მიგყვება – გვიანობამდე მუშაობ, სანამ უძილობისგან არ ითიშები. სიზმარში მაღვიძარა ბევრჯერ რეკავს, ყოველ ჯერზე გეღვიძება და ისტერიულად ამოწმებ, ხომ არ ჩაგეძინა და პირველ გაკვეთილზე ხომ არ აგვიანებ(?!))! ბოლოს, ამ ფონის გათვალისწინებით, მაინც პროფესიაში ვრჩებით და ფიზიკურად არავისზე არ ვძალადობთ (არც ხელით და არც “დუბინკით”) და “განაწყენებულ” მშობელს/მშობლებს ჩვეულებრივი, სამოქალაქო ტანსაცმლით ვხვდებით, ფარის, კასკისა და ბრონის ჟილეტის გარეშე!

ჰოდა, გმირობა არის ეს! იცოდე, ჩემო ფსიქიატრიულის განყოფილებად ქცეულო სამშობლოვ!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძევერაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსწაიკითხე

უახლესი ამბები