ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“რამდენი ადამიანი უნდა ჩავარდეს ამ მდინარეში, რამდენი სიცოცხლე უნდა დადგეს საფრთხის წინაშე?”– მარიამ უძილაური

მარიამ უძილაური სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი მამა დუშეთის რაიონის სოფელ კანატიაში ხის ხიდიდან არაგვში მანქანით გადავარდა და სასწაულებრივად გადარჩა. იგი მიმართავს ხელისუფლებას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ხიდის უსაფრთხოების საკითხზე რეაგირებისკენ.

“რამდენი ადამიანი უნდა ჩავარდეს ამ მდინარეში, რამდენი სიცოცხლე უნდა დადგეს საფრთხის წინაშე?”– მარიამ უძილაური
“რამდენი ადამიანი უნდა ჩავარდეს ამ მდინარეში, რამდენი სიცოცხლე უნდა დადგეს საფრთხის წინაშე?”– მარიამ უძილაურიალია

მარიამ უძილაური, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“დუშეთის რაიონი სოფელი კანატია.

მამაჩემი ხის ხიდიდან არაგვში ჩავარდა მანქანით. მდინარეში, სადაც ერთი შეცდომა, ერთი ფეხის დაცდენა ან ერთი წამი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს.

მამაჩემი გადარჩა – სასწაულებრივად.

მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ერთი კითხვა მაწუხებს:

რამდენი ადამიანი უნდა ჩავარდეს ამ მდინარეში, რამდენი ოჯახი უნდა შეშინდეს და რამდენი სიცოცხლე უნდა დადგეს საფრთხის წინაშე, რომ პასუხისმგებელმა პირებმა იმოქმედონ?

მივმართავ ხელისუფლებას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და ყველა იმ უწყებას, ვისაც ამ ხიდის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება:

ნუ დაელოდებით სიკვდილს, რომ პრობლემა დაინახოთ.

ხიდი, რომლითაც ადამიანები ყოველდღიურად გადაადგილდებიან, უნდა იყოს უსაფრთხო. ეს არ არის ფუფუნება – ეს არის ადამიანის სიცოცხლის ელემენტარული დაცვა.

დღეს ჩემი მამა ცოცხალია და ამისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი.

მაგრამ მე არ მინდა, რომ ოდესმე სხვა ოჯახმა დაწეროს ასეთი პოსტი და თქვას:

„ჩემი ოჯახის წევრი ვეღარ გადავარჩინეთ.“

გთხოვთ, იმოქმედეთ ახლა – სანამ კიდევ ერთი სიცოცხლე არ დაიკარგა.

ადამიანის სიცოცხლეს ფასი აქვს. ნუ დაველოდებით ტრაგედიას”,

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დუშეთის რაიონი სოფელი კანატია. მამაჩემი ხის ხიდიდან არაგვში ჩავარდა მანქანით. მდინარეში, სადაც ერთი შეცდომა, ერთი ფეხის დაცდენა ან ერთი წამი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს. მამაჩემი გადარჩა – სასწაულებრივად. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ერთი კითხვა მაწუხებს: რამდენი ადამიანი უნდა ჩავარდეს ამ მდინარეში, რამდენი ოჯახი უნდა შეშინდეს და რამდენი სიცოცხლე უნდა დადგეს საფრთხის წინაშე, რომ პასუხისმგებელმა პირებმა იმოქმედონ? მივმართავ ხელისუფლებას, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და ყველა იმ უწყებას, ვისაც ამ ხიდის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება: ნუ დაელოდებით სიკვდილს, რომ პრობლემა დაინახოთ. ხიდი, რომლითაც ადამიანები ყოველდღიურად გადაადგილდებიან, უნდა იყოს უსაფრთხო. ეს არ არის ფუფუნება – ეს არის ადამიანის სიცოცხლის ელემენტარული დაცვა. დღეს ჩემი მამა ცოცხალია და ამისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი. მაგრამ მე არ მინდა, რომ ოდესმე სხვა ოჯახმა დაწეროს ასეთი პოსტი და თქვას: „ჩემი ოჯახის წევრი ვეღარ გადავარჩინეთ.“ გთხოვთ, იმოქმედეთ ახლა – სანამ კიდევ ერთი სიცოცხლე არ დაიკარგა. ადამიანის სიცოცხლეს ფასი აქვს. ნუ დაველოდებით ტრაგედიას“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფშავში, სოფელ კანატიაში, მანქანის მოძრაობისას ხიდი ჩავარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები