ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ოფიცერმა აღიარა, რომ გამოგონილი საიდუმლო პროგრამებით სახელმწიფოს თითქმის 200 მილიონი დოლარი მოჰპარა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ოფიცერმა აღიარა, რომ გამოგონილი პროგრამებით სახელმწიფოს თითქმის 200 მილიონი დოლარი მოჰპარა. გამოძიების ცნობით, მან ფიქციური კომპანიის გამოყენებით ქონება იყიდა, ხოლო სახლის ჩხრეკისას ოქროს ზოდები, ნაღდი ფული და ძვირად ღირებული საათები ამოიღეს. მას ასევე ბრალი ედება უცხოელი ოფიციალური პირისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ოფიცერმა აღიარა, რომ გამოგონილი საიდუმლო პროგრამებით სახელმწიფოს თითქმის 200 მილიონი დოლარი მოჰპარა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ოფიცერმა აღიარა, რომ გამოგონილი საიდუმლო პროგრამებით სახელმწიფოს თითქმის 200 მილიონი დოლარი მოჰპარაიმედინიუსი

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ოფიცერმა აღიარა, რომ გამოგონილი საიდუმლო პროგრამებით სახელმწიფოს თითქმის 200 მილიონი დოლარი მოჰპარა. ინფორმაციას ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა აგენტმა ფიქციური კომპანიის გამოყენებით 145 მილიონი დოლარით ფლორიდაში ძვირად ღირებული უძრავი ქონება იყიდა.

ვირჯინიაში მდებარე მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 46 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 298 ოქროს ზოდი, 2 მილიონი დოლარი ნაღდი ფული და 35 ცალი ძვირად ღირებული მაჯის საათი აღმოაჩინა.

მასშტაბურ თაღლითობასთან ერთად, ყოფილმა ოფიცერმა ასევე აღიარა უცხოელი ოფიციალური პირისთვის განსაკუთრებით საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა. ბრალდებულს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები