თორნიკე ჭეიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენაზე: თავის დროზე, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, განპირობებული იყო კონკრეტული პოლიტიკური ფონით
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა შეაფასა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენა. მისი თქმით, წევრობის ადანდელი შეჩერება პოლიტიკური ფონით იყო განპირობებული და ახლა სამართლიანობამ გაიმარჯვა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის რეგისტრაციის აღდგენას ეხმაურება.
მისი თქმით, თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ, პოლიტიკური ფონით იყო განპირობებული და მისასალმებელია, რომ სიმართლემ გაიმარჯვა.
„თავის დროზე, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, განპირობებული იყო კონკრეტული პოლიტიკური ფონით. მისასალმებელია ის, რომსიმართლემ გაიმარჯვა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რეალურად ყველა მიმართულებით. რაციონალური აზრი და სამართლიანი მიდგომები გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების რეგისტრაცია აღუდგა.
ციტატები სტატიიდან
„თავის დროზე, როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით, განპირობებული იყო კონკრეტული პოლიტიკური ფონით. მისასალმებელია ის, რომსიმართლემ გაიმარჯვა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რეალურად ყველა მიმართულებით. რაციონალური აზრი და სამართლიანი მიდგომები გაიმარჯვებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…