ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კახა კალაძე - „სითი მოლი“ საბურთალოს ტერიტორიაზე გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი“ საბურთალოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე გადაადგილების სქემა შეიცვლება, რაც მიზნად ისახავს სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებას, კონფლიქტური მანევრების შემცირებას და ქვეითთა გადაადგილების გაუმჯობესებას.

კახა კალაძე - „სითი მოლი“ საბურთალოს ტერიტორიაზე გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება
კახა კალაძე - „სითი მოლი“ საბურთალოს ტერიტორიაზე გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლებაინტერპრესნიუსი

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი“ საბურთალოს ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებების მიზანია, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება და ორგანიზება, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ასევე ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის გაუმჯობესება.

„სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი” საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მუდმივად ქაოსური მოძრაობაა, შეფერხებით გადაადგილდება, როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან, „სითი მოლთან“ მისასვლელი ქვეითებისთვის საერთოდ არ არსებობდა და უდიდეს უკმაყოფილებას იწვევდა იმ ადამიანებში, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდნენ. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება. ცვლილებების მიზანია, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება და ორგანიზება, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ასევე ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის გაუმჯობესება. ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების გადაადგილებას კვლავ დააკვირდებიან და თუ კიდევ რაიმე სახის ჩარევა იქნება ჩვენი მხრიდან საჭირო ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. უახლოეს დღეებში ახალი სქემა ამოქმედდება“, - განაცხადა კალაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მისასვლელი ქვეითებისთვის საერთოდ არ არსებობდა და უდიდეს უკმაყოფილებას იწვევდა იმ ადამიანებში, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდნენ. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება. ცვლილებების მიზანია, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება და ორგანიზება, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ასევე ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის გაუმჯობესება. ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების გადაადგილებას კვლავ დააკვირდებიან და თუ კიდევ რაიმე სახის ჩარევა იქნება ჩვენი მხრიდან საჭირო ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. უახლოეს დღეებში ახალი სქემა ამოქმედდება“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.