ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმანისს ეწვია

აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი დმანისს ეწვია. საელჩოს ინფორმაციით, იგი გაეცნო ქართველი და საერთაშორისო მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებსა და სამუშაოებს ადამიანის ევოლუციის უმნიშვნელოვანეს ძეგლზე.

აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმანისს ეწვია
აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული დმანისს ეწვიარუსთავი 2

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი, დმანისს ეწვია და გაეცნო, როგორ იკვლევდნენ ათწლეულების განმავლობაში ქართველი მეცნიერები ამერიკელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქ შემონახულ ისტორიას და როგორ განაგრძობენ მუშაობას ახალ აღმოჩენებზე.

"დმანისი ადამიანის ევოლუციის შესასწავლად მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია, რადგან აქ აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილი, უძველესი, ზუსტად დათარიღებული ადამიანის ნაშთებია დაცული, რომელთა ასაკი დაახლოებით 1.77 მილიონი წელია. ამდენად, დმანისი მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მან შეცვალა მეცნიერების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როდის, როგორ და ადრეული ადამიანის რომელი წარმომადგენლები გავრცელდნენ პირველად აფრიკის ფარგლებს გარეთ.

აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი სიამოვნებით ეწვია დმანისს და გაეცნო, როგორ იკვლევდნენ ათწლეულების განმავლობაში ქართველი მეცნიერები ამერიკელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქ შემონახულ ისტორიას და როგორ განაგრძობენ მუშაობას ახალ აღმოჩენებზე. დმანისი საქართველოს მემკვიდრეობის გამორჩეული ნაწილია და მსოფლიო მნიშვნელობის ადგილი," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული თბილისის სინაგოგას ეწვია და ებრაულ თემს ახალი წელი მიულოცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები