რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანი
უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსს 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. ინფორმაციას ოლექსანდრ განჟა ავრცელებს.

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში სამარშრუტო სამგზავრო ავტობუსზე რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
ამ ინფორმაციის წყაროა ოლექსანდრ განჟა, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
„ნიკოპოლის რაიონში სამარშრუტო სამგზავრო ავტობუსზე მტრის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე შვიდი დაშავდა. რუსულმა ძალებმა ავტობუსს დრონით დაარტყეს”.
უკრაინული მედიის თანახმად, ხუთი ადამიანი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. დაშავებულები ამჟამად სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და უტარდებათ მკურნალობა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…