ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრორუსმა პოლიტიკოსმა დოდიკმა ბოსნიის არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამართულ არჩევნებში პრორუსმა პოლიტიკოსმა მილორად დოდიკმა საკუთარი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა. წინასწარი შედეგებით, მისი პარტიის წევრი ჟელკა ცვიანოვიჩი პრეზიდიუმში ადგილს ინარჩუნებს.

პრორუსმა პოლიტიკოსმა დოდიკმა ბოსნიის არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვება გამოაცხადა
პრორუსმა პოლიტიკოსმა დოდიკმა ბოსნიის არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვება გამოაცხადატაბულა

პრორუსმა სერბმა ნაციონალისტმა, მილორად დოდიკმა, 4 ოქტომბერს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამართულ არჩევნებში საკუთარი პარტია გამარჯვებულად გამოაცხადა.

დოდიკის კანდიდატურა საარჩევნო ბიულეტენში არ ყოფილა შეტანილი, თუმცა წინასწარი შედეგების თანახმად, მისი პარტიის - "დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა ალიანსის" (SNSD) - წევრი ჟელკა ცვიანოვიჩი ქვეყნის სამმხრივ პრეზიდიუმში ადგილს ინარჩუნებს.

"დონალდ ტრამპის ბრწყინვალე გამარჯვება რომ არა, დღეს ალბათ პოლიტიკური გვამები ვიქნებოდით", - მიმართა დოდიკმა საკუთარ მხარდამჭერებს და მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც, რომელმაც არჩევნებამდე SNSD-ს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ხმების 95%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" (SDP BiH) წარმომადგენელი დენის ბეჩიროვიჩი პრეზიდიუმში ბოსნიაკის ადგილს შეინარჩუნებს, ხოლო ბოსნიელ ხორვატ ნაციონალისტთა კანდიდატმა, დარიანა ფილიპოვიჩმა, ხორვატის ადგილისთვის ბრძოლაში გამარჯვება გამოაცხადა.

არჩევნები შედარებით დაბალი აქტივობით წარიმართა - ხმა ამომრჩეველთა 42%-მა მისცა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 10%-ით ნაკლებია.

ცნობისთვის, დოდიკი, რომელიც სეპარატისტული და პრომოსკოვური შეხედულებებით არის ცნობილი, 2022–2025 წლებში ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

2025 წლის 6 აგვისტოს, ბოსნიის მთავარმა საარჩევნო ორგანომ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის პრორუსული განწყობების მქონე ლიდერს, მილორად დოდიკს პრეზიდენტის მანდატი ოფიციალურადგაუუქმა, მას შემდეგ, რაც მას ერთწლიანი პატიმრობა და პოლიტიკური საქმიანობის ექვსწლიანი აკრძალვა მიესაჯა.

დოდიკი ბოსნიის საერთაშორისო მშვიდობის ზედამხედველის, უმაღლესი წარმომადგენლის, განკარგულებების განზრახ დარღვევაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დონალდ ტრამპის ბრწყინვალე გამარჯვება რომ არა, დღეს ალბათ პოლიტიკური გვამები ვიქნებოდით“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბოსნია და ჰერცეგოვინაში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები