ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფრანგული მუზეუმიდან სალვადორ დალის მიერ შექმნილი 200 კილოგრამიანი წიგნის ყდა მოიპარეს

საფრანგეთის ქალაქ ისუარში, თანამედროვე ხელოვნების კერძო მუზეუმიდან, სალვადორ დალის მიერ შექმნილი 1958-1961 წლების უნიკალური წიგნის "აპოკალიფსი" ბრინჯაოსა და ძვირფასი ქვებით მორთული ყდა მოიპარეს. მიმდინარეობს გამოძიება.

ფრანგული მუზეუმიდან სალვადორ დალის მიერ შექმნილი 200 კილოგრამიანი წიგნის ყდა მოიპარეს
ფრანგული მუზეუმიდან სალვადორ დალის მიერ შექმნილი 200 კილოგრამიანი წიგნის ყდა მოიპარესBM.GE

სალვადორ დალის მიერ შექმნილი წიგნის სათაურით "აპოკალიფსი" ყდა, საფრანგეთში, ქალაქ ისუარში მდებარე თანამედროვე ხელოვნების კერძო მუზეუმიდან მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა ავრცელებს.

ქურდობა ორშაბათს ღამით მოხდა, დაზიანებულია მუზეუმში შესასვლელი ჭიშკრის ერთ-ერთი კარი, თუმცა ზუსტად როგორ მოახერხეს ქურდებმა მუზეუმში შეღწევა და ყდის გატანა ცნობილი არ არის.

1958-1961 წლებში წიგნის შექმნაზე XX საუკუნის 14 გამორჩეული ხელოვანი და მწერლი მუშაობდა. სალვადორ დალიმ წიგნის შთამბეჭდავი ბრინჯაოს ყდა შექმნა, რომელიც ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და ზღვის ნიჟარებით არის მორტთული. მხოლოდ ყდის წონა დაახლოებით 150 კილოგრამია, ხოლო მთლიანი წიგნი დაახლოებით 210 კილოგრამს იწონის.

ნამუშევარი 1961-1972 წლებში მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 150 გამოფენაზე იყო წარდგენილი. მოგვიანებით იგი შვეიცარიაში ინახებოდა, ხოლო 2003 წელს წიგნი ფრანგმა ხელოვნების რესტავრატორმა და კოლექციონერმა კრისტიან კარუტზოსმა იყიდა და ისუარში ჩაიტანა.

კარუტზოსის თქმით, შექმნისას წიგნის 2 მილიონ ფრანგულ ფრანკად იყო შეფასებული, რაც დღეს დაახლოებით 305 000 ევროს შეადგენს, ამ პერიოდში "აპოკალიფსი" მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ და მძიმე წიგნად მიიჩნეოდა. წიგნის საბაზრო ღირებულება ცნობილი არაა, თუმცა კარუტზოსის თქმით წიგნი „მონუმენტური, ოსტატურად შესრულებული და მსოფლიოში უნიკალური ნამუშევარია“, რომლის ღირებულებაც დღეს "რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს".

ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო დანაშაულის ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მონუმენტური, ოსტატურად შესრულებული და მსოფლიოში უნიკალური ნამუშევარია“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვიაწაიკითხე

უახლესი ამბები